სალომე ტეტიაშვილი: „წლის ბოლომდე ოჯახის შექმნას ვგეგმავ“
 ახალი წლის ღამეს ახსნილი სიყვარული და ახალი ცხოვრების დასაწყ

სალომე ტეტიაშვილი: „წლის ბოლომდე ოჯახის შექმნას ვგეგმავ“

მომღერალი სა­ლო­მე ტე­ტი­აშ­ვი­ლი „სარკის“ რესპონდენტი არაერთხელ გახლდათ. ის გვიყვებოდა თავის ბავშვობაზე, რომელიც დალხენილი არ ყოფილა, მარტოხელა დედაზე, რომელიც შვილისთვის შეუძლებელსაც კი აკეთებდა… ახლა სალომე უკვე შემდგარი ადამიანი, 31 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელიც თავის საყვარელ საქმეს აკეთებს და პირადშიც მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. როგორც „სარკეს“ გაუმხილა, ახალ 2026 წელს სხვა სტატუსით შეხვდება.

სალომე ტეტიაშვილი: ამ წელს ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ცვლილება მოხდა როგორც კარიერაში, ისე ოჯახურ სიტუაციაში. წლის ბოლომდე ოჯახის შექმნას ვგეგმავ და, აქედან გამომდინარე, ვიცვლი საცხოვრებელ ადგილს. ჩემი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენი ურთიერთობა,  უკვე 5 წელია, არსებობს და ლოგიკურია, შესაბამისი განვითარებაც მოჰყვეს…

მთავარია, მიმღებლობა იყოს და არ იყოს ის დამოკიდებულება _ „შენ როგორ მასწავლი, შენზე უკეთესად ვიცი!“. ადამიანი იზრდება წვრილმანებით ყოველდღიურობაში. თავად სიყვარულიც ზრდის ადამიანებს…

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში