ნინო ჩხეიძე: „თუ უნდათ, შვილიშვილი გავზარდო, ჩემთან ჩამოიყვანონ“
რატომ ეშინოდა მომღერალს  სასიძოს გაცნობის წინ - „თავს ვიმშვიდებდი, შეიძლება ამ შეყვარებულობამ გადაუაროთ-მეთქი“

ნინო ჩხეიძე: „თუ უნდათ, შვილიშვილი გავზარდო, ჩემთან ჩამოიყვანონ“„სარკე“

მომღერალი ნინო ჩხეიძე „სარკესთან“ მის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპის დადგომასა და მასთან დაკავშირებულ ემოციებზე საუბრობს, კერძოდ, როგორ შეხვდა იმ სიურპრიზს, რომელიც ერთადერთმა ქალიშვილმა, მარიამ კორახაშვილმა, მოუწყო, როცა თავისი რჩეულისგან, კანადელი  ჯერემი ელენორისგან, ნიშნობის ბეჭედი მიიღო და ნინოსთვის ეს სრული მოულოდნელობა იყო.

_ ვფიქრობდი, როგორი ხასიათი ექნება, მარიკო რომ კანადაში წავიდეს, რა მეშველება-მეთქი. თავს ვიმშვიდებდი, შეიძლება ამ შეყვარებულობამ გადაუაროთ-მეთქი…

მარიკო უფრო დანაზდა, სხვანაირი გახდა. სახლის ინტერიერის ცვლილებები დაიწყო. კულინარიით დაინტერესდა. მოკლედ, შეიცვალა, როგორც ყველა ქალი იცვლება სიყვარულის დროს…

შვილი რომ ეყოლებათ, სად წავლენ, თუ არა ჩემთან? კარგად იციან, რომ მე არსად წასვლას არ ვაპირებ არც ახლა და არც სიბერეში. ამიტომაც თუ უნდათ, შვილიშვილი გავუზარდო, ჩემთან ჩამოიყვანონ…. _ ყვება ნინო ჩხეიძე „სარკესთან“.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში