„სარკე“
2025 წელს ვატან იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდა დაემშვიდობო და წინ წახვიდეო _ ამბობს პოეტი ნანა ცინცაძე „სარკესთან“. მან თავისი ცხოვრება, გამოცდილება ლექსების სტრიქონებად აქცია და ბევრი ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო. იცის, როგორ გადალახოს ტკივილი, როგორ მოიგოს საკუთარ თავთან ბრძოლა და როგორ დარჩეს თავისუფალი. ამის შესახებ ის „სარკის“ ახალ ნომერში ყვება:
_ დროს მოაქვს დადინჯება, ტკივილი. დრო გაცლის და მიჰყავს შენთვის საყვარელი ადამიანები. რჩები ფრთამოტეხილი… შენ სულ იმ პატარა გოგოს ეძებ, რომელიც დაგეკარგა, წარსულში სადღაც ჩაგრჩა და რომელსაც ვეღარასდროს იპოვი…
ცხოვრებაში არის რაღაც ეტაპები, როდესაც რაღაცას ვასაფლავებთ. ჯერ ბავშვობას ასაფლავებ, მერე თინეიჯერობას, მერე ახალგაზრდობას და ასე შემდეგ. ხელისგულზე დროს ვერ დადებ. ნებისმიერი ასაკი თავისებურად გაძლევს რაღაცას…
საახალწლოდ ძალიან ბევრ ნამცხვარ „სიგარეტს“ ვაცხობ, იწყება 100-დან და ადის 150-მდე. ეს ნამცხვარი კარგად ინახება და საკმაოდ დიდი ხანი გვყოფნის. ვარიგებ კიდეც…
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

