გულიკო გურგენიძე: „ყველა კარგი ბიჭი ჩემი ძმკაცი იყო და ვის უნდა გავყოლოდი ცოლად?“
კოლორიტი მუსიკოსის თბილისური ცხოვრება და მოგონებები

გულიკო გურგენიძე: „ყველა კარგი ბიჭი ჩემი ძმკაცი იყო და ვის უნდა გავყოლოდი ცოლად?“„სარკე“

ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებებიაო, უთხრა „სარკეს“  75 წლის მუსიკოსმა, გულიკო გურგენიძემ. მოგონებები კი მრავლად აქვს _ გულიანი, განსაკუთრებული, ნამდვილ მეგობრობაზე, ერთგულებაზე. თბილისურ ეზოებში დაბადებული მელოდიები, ქალაქის სურნელით გაჟღენთილი ხმები და ადამიანური სითბო _ ასეთია დუეტი „კოლორიტი“, რომელიც დიდი ხნის მეგობარ თამრიკო რობაქიძესთან ერთად შექმნა. ყველაფერი კი ავლაბრიდან დაიწყო, სიყვარულით ავსებულ ერთ ოჯახში, სადაც ქალბატონი გულიკო დაიბადა, რომელმაც „სარკეს“ თავის ცხოვრებაზე უამბო:

_  იშვიათი ოჯახი მქონდა. 1939 წელს შეუღლდნენ და 1989 წელს ოქროს ქორწილი გადავუხადე. რომელიმე თუ დამნაშავე იყო, ისე მოეფერებოდნენ ერთმანეთს, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. დედისერთა ვიყავი და ყველანაირად მიფრთხილდებოდნენ, მანაბივრებდნენ. დღემდე ვერ ვეგუები ჩხუბს, კამათს და ხმაურს. ჩემს მშობლებს სიკეთის, სიყვარულის, თანადგომის, მეგობრობის გარდა არაფერი უსწავლებიათ ჩემთვის…

ის პიროვნება, ვინც მიყვარდა, ახალგაზრდა გარდაიცვალა და მას შემდეგ არავინ მყვარებია. ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი იყო… ძალიან ბევრი ჩაერია. „კეთილისმოსურნე“ ბევრი გამოჩნდა და ჩვენი ურთიერთობა არიეს…

ყველა კარგი ბიჭი ჩემი ძმკაცი იყო და ვის უნდა გავყოლოდი ცოლად?.. „ყველა კარგი ბიჭი ჩემი ძმკაცი იყო და ვის უნდა გავყოლოდი ცოლად?“

ძალიან კარგი წლები იყო. სულ ოპერაში ვისხედით. მაშინ სხვა გაგება, სხვა დრო იყო… გოგი დოლიძე, ზაურ ბოლქვაძე და სხვები ჩემი მეგობრები იყვნენ… ყველა კარგი ბიჭი ჩემი ძმკაცი იყო და ვის უნდა გავყოლოდი ცოლად?..

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ „სარკეში“