„ჩემი დედიკოს რეცეპტია, უჰ, სასწაულია!” – შუს ტორტის (კარპატკა) რეცეპტი ელგა ტაბატაძისგან

„ჩემი დედიკოს რეცეპტია, უჰ, სასწაულია!" - შუს ტორტის (კარპატკა) რეცეპტი ელგა ტაბატაძისგანცნობილი ბლგერი, ელგა ტაბატაძე შუს ტორტის (კარპატკა) რეცეპტს გვიზიარებს:
„ჩემი დედიკოს რეცეპტია, შეგიძლიათ შუ დააცხოთ, სასწაულია. გამოდის საშუალო ზომის 13-14 ცალი შუ. მე გამოვაცხე ორი „პორცია“.
ინგრედიენტები:
200 გრ კარაქი
1 ჭიქა 200გრ წყალი
1 ჭიქა ფქვილი(200გრ)
 4 კვერცხი
ვანილი
მომზადება:
წყალს დავამატე კარაქი და წამოვადუღე, ჩავაყარე ფქვილი და ვშუშე 10 წუთი დაბალ ცეცხლზე. რომ შეგრილდა,  სათითაოდ შევათქვიფე კვერცხი, ბოლოს ვუქენი ვანილი.მთლიანი მასა გავყავი ორად და 22 სმ დიამეტრიან ფორმაში გამოვაცხვე ორ ფენად.
კრემის ინგრედიენტები:
1ლ რძე
200 გრ ფქვილი
200 გრ შაქარი
ვანილი
300 გრ კარაქი
1 კოლოფი მოსახარში შედედებული რძე
1 მთლიანი ლიმონის ცედრა
მომზადება:
რძე ავადუღე, დავამატე ფქვილი და შაქარი ერთმანეთში არეული და სწრაფი მოძრაობით ავთქვიფე კარგად, ვშუშე ნელ ცეცხლზე 8 წუთი.
კარაქი ამოვიყვანე გათეთრებამდე, ნელ-ნელა დავამატე შესქელებული რძე და ბოლოს გაგრილებული ფაფა. ყველაფერი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რომ კრემი არ აიჭრას. დავამატე ლიმონის ცედრა და ვანილი.
400 გრ ჟოლოს დავამატე 100 გრ შაქარი და წამოვადუღე. რომ გაგრილდა, გავხეხე.
შუა ფენას გადავუსვი ჯერ ჟოლოს ჯემი, შემდეგ ამოვავსე კრემით და დავადე მეორე ფენა, მაღლიდან მოვალაგე ჟოლო  და მოვაყარე შაქრის პუდრა. უჰ, სასწაულია!”.