პოეტს, მთარგმნელს, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძეს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. მის მეუღლეს, ირინა ლობჟანიძეს, ძვირადღირებული კვლევები სჭირდება და თითოეულ ლარს, თეთრს აქვს მნიშვნელობა.,,არაჩვეულებრივ ირინა ლობჟანიძეს ჩვენი დახმარება სჭირდება. ჯერჯერობით დიაგნოზი დაუდგენელია, მაგრამ მწვავე ტკივილები აქვს და ონკოლოგიურ დაავადებაზეა ეჭვი. ყოველ თეთრს აქვს მნიშვნელობა!”, ,,დავეხმაროთ ამ ულამაზეს საოჯახო კრებულს! თითოეულ თეთრს დიდი მნიშვნელობა აქვს!”, ,,ვინ არის არაბისტი გიორგი ლობჟნიძე ქართულ მეცნიერებასა და კულტურაში, დიდი ახსნა არ სჭირდება. ვისაც წიგნი უყვარს, ვისაც აღმოსავლეთი უყვარს, გიორგი ლობჟანიძის სახელი უცნობი ნამდვილად არაა. მხარში ამოვუდგეთ”, ,,აუცილებლად უნდა გადარჩეს მშვენიერი ირინა”, ,,მოქმედების დრო დადგა. ვისაც რა შეგვეძლია, დავეხმაროთ ამ დიდი ადამიანის ოჯახს…”, – წერენ სოციალურ ქსელში.
,,თიბისი ბანკი” #GE52TB7519545061600003
მიმღები – გიორგი ლობჟანიძე
