,,მინდა, ისრაელს გვერდზე დავუდგე ამ ომში, დავიცვა, აქ ჩემი ოჯახია, ჩემი ქართველები” – რას წერენ ისრაელში მცხოვრები ქართველები

,,მინდა, ისრაელს გვერდზე დავუდგე ამ ომში, დავიცვა, აქ ჩემი ოჯახია, ჩემი ქართველები" - რას წერენ ისრაელში მცხოვრები ქართველებიისრაელში მცხოვრები ქართველები წერენ, რომ მზად არიან, ამ ქვეყანას გვერდით დაუდგნენ და ისრაელის ჯარში იმსახურონ.
,,ერთ პოლიციელს ველაპარაკე და დიდი იმედი მაქვს, დამეხმარება, მაგრამ თუ ვინმეს წვდომა გაქვთ ამ საკითხზე, იქნებ თქვენც დამეხმაროთ. დღეს სპეცოპერაცია არ არის, ეს ომია. გადავწყვიტე,  თუ იქნება ამის საშუალება, დავეხმარო ისრაელს და დავუდგე გვერდზე ამ ომში. აქ ჩემი ოჯახია, ჩემი ქართველები და ებრაელ ხალხს საქართველო მუდამ გვერდზე ედგა, ამიტომ თუ ვინმეს შეუძლია, დამაკვალიანოს, მზად ვარ, დავიცვა ეს ქვეყანა. როგორც უკრაინაში დგანან ჩვენი ბიჭები, ასევე დავუდგები ამ ქვეყანას გვერდით”, ,,რამდენიმე ბიჭი მზად ვართ და დარწმუნებული ვარ, ბევრი ქართველი დაგვიდგება გვერდით”, ,,მაინტერესებს, თუ არის საშუალება ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის მოხალისედ წასვლის. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ, შემეხმიანოთ”, ,,მეც გამაგებინეთ, თუ თანხმობა განაცხადეს. ყოფილი ჯარისკაცი ვარ და ომის ვეტერანი”, ,,სასიამოვნოა თქვენი სურვილი და გვერდზე დგომა, მაგრამ თუ ისრაელის ჯარი არ გაქვთ გავლილი, ვერ მოხვდებით საბრძოლო დანაყოფში. საომრად ასე ქუჩიდან, გამოუცდელი და სამხედრო საქმის არმცოდნე ახალგაზრდები არ მიჰყავთ!”, ,,ქალების გადამზადებას თუ შეძლებენ, მეც თანახმა ვარ”, ,,აქ ბრძოლა და იერუსალიმის დაცვა ისე გვევალება მართლმადიდებლებს, როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვა. იმედია, არ იქნება საჭირო ჩვენი ჩართულობა და დაწყნარდება სიტუაცია მოკლე დროში. თუკი დასჭირდა იერუსალიმს ჩვენი დაცვა, ჩვენი წინაპრის მსგავსად იქ დავდგებით, სადაც უფალს დავჭირდებით”, – წერენ სოციალურ ქსელში.