მამაკაცებო, ფრთხილად – ,,ინტიმურ ვიდეოებს გიგზავნიან და თქვენც იმავეს გთხოვენ… არაერთი შემთხვევა დაიფიქსირდა”

მამაკაცებო, ფრთხილად - ,,ინტიმურ ვიდეოებს გიგზავნიან და თქვენც იმავეს გთხოვენ... არაერთი შემთხვევა დაიფიქსირდა"ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ,,საფარი” კაცების უფლებებსაც იცავს”, – წერს უფლედამცველი ბაია პატარაია და მამაკაცებს საფრთხის შესახებ მიუთიტებს.
,,ბიჭებო, უფრთხილდით ინტერნეტში გაცნობილ ,,გოგოებს”, რომლებიც ვითომ საკუთარ ინტიმურ ვიდეოებს გიგზავნიან და თქვენც იგივეს გთხოვენ. უკვე არაერთი შემთხვევა დაგვიფიქსირდა, რომ ბიჭებს ფულს სძალავენ ფეიქპროფილები, რომელთა იდენტიფიცირება რთულია და ხშირად საზღვარგარეთ გადის კვალი.
მოკლედ, ნუ გაუგზავნით ისეთ ინტიმური შინაარსის ვიდეოს უცხო პირს, სადაც თქვენი სახეც ჩანს. და თუ მაინც ასეთი ამბავი შეგემთხვათ, ფულს მაინც ნუღარ მიახარჯავთ ზედ. კონსულტაციისთვის დაგვირეკეთ და ჩივილს თუ დააპირეთ, დაგაკვალიანებთ კიდეც…”.