ელისო კილაძე: ,,თეა გოდოლაძის პირად ცხოვრებასა და საცვლებში ქექვა ჟურნალისტიკაა?!”

ელისო კილაძე: ,,თეა გოდოლაძის პირად ცხოვრებასა და საცვლებში ქექვა ჟურნალისტიკაა?!",,თეა გოდოლაძის პირად ცხოვრებასა და საცვლებში ქექვა ჟურნალისტიკაა?!” – ასე გამოეხმაურა ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე ,,რუსთავი 2″-ში გასულ სიუჟეტს, რომელიც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის პირად ცხოვრებას ეხებოდა (თეა გოდოლაძის განცხადება იხილეთ აქ).
,,რა წუმპეში ცხოვრობთ ნეტა თუ ხვდებით რუსთავი 2-ში?! თეა გოდოლაძის პირად ცხოვრებასა და საცვლებში ქექვა ჟურნალისტიკაა?! პარტნიორის შვილზე ოჯახური ძალადობაო, – და არც კი გეუხერხულებათ?! თქვენ არ გაქვთ პირადი ცხოვრება და სკანდალები?! ან თქვენს შვილებს პიკანტური ისტორიები?! მოვყვე?!.. თქვენ დაგემსგავსოთ?! ბინძური ფულის გამო მართლა არაფერი აღარ გიტყდებათ?! p.s. თუ შოვში ყველაფერი რიგზე იყო, გოდოლაძეს რატომ აშავებთ?!”.