,,ამ მზესავით გოგომ ჯვალოს ,,მეშოკიც” რომ ჩაიცვას, მაინც მოუხდება!” – ჟურნალისტი პრემიერის მეუღლეზე

,,ამ მზესავით გოგომ ჯვალოს ,,მეშოკიც'' რომ ჩაიცვას, მაინც მოუხდება!" - ჟურნალისტი პრემიერის მეუღლეზეჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი ბოლო დღეებში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ძვირადღირებულ ჩაცმულობასთან დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

,,ამ მზესავით გოგომ, უკაცრავად მაგრამ, ჯვალოს მეშოკიც რომ ჩაიცვას, მაინც მოუხდება და იქედანაც გამოანათებს, თავის კარგი გარეგნობით. რა თქვენი საქმეა, რას ჩაიცვამს და რა ფასიანს…პრემიერის ცოლს, უგემოვნებოდ რომ ეცვას, ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო, მაგრამ ეს არასდროს მოხდება, ხოდა, დამშვიდდით…

მიშას ცოლებივით, ბიუჯეტის ხარჯზე, მართლა არ შეიმოსება და რაც კანონით არ არის განსაზღვრული, ვიცი დანამდვილებით, იმას არასოდეს არ იკადრებს… ღირსების, წესიერებისა და სათნოების განსახიერება ქალბატონია ნამდვილად აბა რა გინდათ ახლა თქვენ, სანდრასავით სამარცხვინოდ და მზესუმზირების ყვავილებით გადაჭრერებულ კაბები ხომ არ უნდა ჩაიცვას, მაღალი რანგის ღონისძიებაზე?!…

მოხდენილი და ულამაზესი ლედი გვყავს და რა გინდათ, რას გადაეკიდეთ, ეს ჯოჯო და მახინჯი ნაცების მოსყიდული კოლეგები? მართალი გითხრათ, მაგრად გაბანძდით, რაც ნამდვილად არ მიხარია. #ნუნუკათამაზაშვილი მაგარი გოგო ხარ, ყველანაირად შემკული და წესირებით სავსე ადამიანი სწორედაც მაგიტომ გებრძვიან!… არაფერზე ინერვიულოთ, რადგანაც თქვენ უამრავ ადამიანს უყვარხართ და პატივს გცემთ ჩემი დიდი პატივიცემა თქვენ!” – წერს დარეჯან ლიპარტელიანი (სტილი დაცულია).