დეა პაპასკირის კიდევ ერთი აღიარება – ,,დიდი შრომა ჩავდე თმის გადანერგვის სფეროში, მარტივი გზა არ გამივლია”

დეა პაპასკირის კიდევ ერთი აღიარება - ,,დიდი შრომა ჩავდე თმის გადანერგვის სფეროში, მარტივი გზა არ გამივლია"პლასტიკურ ქირურგს, მედიცინის დოქტორს, ექსპერტს თმის გადანერგვაში,  პაციენტებისთვის გამორჩეულად საყვარელ ექიმს, დეა პაპასკირს, აქვს 21-წლიანი უწყვეტი პრაქტიკა და პედაგოგიური საქმიანობა თმის გადანერგვის სფეროში. ის გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  აკრედიტებული პედაგოგი, ასევე არია ავტორი „დეამედსტანდარტის“. მან თმის გადანერგვის ეფექტურობა რეალობად აქცია.
სწორედ თმის გადანერგვის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის  დეა პაპასკირი გახდა „ქართული ბრენდის დღის“ რჩეული და ის თმის გადანერგვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა.
დეა პაპასკირი, კლინიკა ,,დეამედის” დამფუძნებელი:
-21 წელია, ამ სფეროს ვემსახურები და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის სწორად დავგეგმო ოპერაცია, კარგი შედეგი მივიღო და პაციენტი იყოს კმაყოფილი.
იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, რომ არასოდეს ვარ ორიენტირებული ფინანსურ კუთხეზე. ჩემთვის მთავარია შედეგი, რომლისთვისაც ყველაფერს ვაკეთებ. როდესაც ვხვდები, რომ სხვადასხვა გარემოებების გამო შეიძლება პაციენტთან ის შედეგი ვერ მივიღო, რაც მინდა, პირდაპირ უარს ვეუბნები.
ძალიან დიდი შრომა ჩავდე თმის გადანერგვის სფეროში, მარტივი გზა ნამდვილად არ გამივლია, ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც საზოგადოება ამას ხედავს და ამარცხებს. უკვე მონიჭებული მაქვს თმის გადანერგვის ექსპერტის წოდება და ვთვლი, რომ ეს თითოეული ჩემი პაციენტის დამსახურებაა.
24 საათი იმით ვარ დაკავებული, რომ რაც შეიძლება მეტი სიახლე დავნერგო ამ სფეროში.