„ბერმელი“ ლიდერი ქართული ბრენდი გახდა – ,,ბევრი სირთულე გადავლახეთ და დღეს გამართულად ვმუშაობთ”

„ბერმელი“ ლიდერი ქართული ბრენდი გახდა - ,,ბევრი სირთულე გადავლახეთ და დღეს გამართულად ვმუშაობთ"„ბერმელი“ ლიდერი ქართული ბრენდი გახდა. 5 000 ამერიკული დოლარის სასესხო კაპიტალით დაწყებული საქმიანობა იზრდებოდა, ვითარდებოდა და დღეს „ბერმელი“ ლიდერია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის ქართულ ბაზარზე.
ამ დროის განმავლობაში „ბერმელი” ძირითადად ქართული კაპიტალით საქმიანობს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია პირველ წელს მხოლოდ 50-მდე მომხმარებელს ემსახურებოდა. ახლა კი კომპანიის სერვისებით 20 000-მდე ადამიანი სარგებლობს. ოპტიმალური მომსახურების შედეგად კომპანია სტაბილურობას ქართულ ბაზარზე 20 წელია, ინარჩუნებს.
,,ბერმელის” მიზანი ფინანსური სექტორის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა და მომხმარებელთა რიცხვის გაზრდაა. ხელსაყრელი საკრედიტო პირობების მქონე ორგანიზაციაა. „ბერმელი” ,,ქართული ბრენდის დღეზე” ბათუმში ლიდერის ჯილდოს მფლობელი გახდა.
ეთერ ბერიძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბერმელის” დამფუძნებელი:
-ჩვენს კომპანიაში დღეს ნამდვილად წარმატებული მდგომარეობაა და მიკროსაფინანსო სფეროში ლიდერის პოზიციაზე ამაყად ვართ. გადავლახეთ ბევრი სირთულე, ეროვნული ბანკის ყველა რეგულაციის დანერგვა მოვახერხეთ, მოვერგეთ ახალ კანონპროექტს და დღეს გამართულად  ვმუშაობთ.
ასეთი აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენი გუნდისთვის და ამავდროულად ამას ყოველთვის ვგრძნობთ ჩვენი მომხმარებლის დამოკიდებულებაში.
მიზანი გვაქვს, რომ მაქსიმალურად დავაახლოვოთ სოციალური და კომერციული ამოცანები ერთმანეთს, 2025 წლისთვის მოვემზადოთ და ჩამოვყალიბდეთ, როგორც ბანკი. ვთვლი, რომ ამ ამოცანას კარგად გავართმევთ თავს.