ტელეჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კარაქის ფოტოს აქვეყნებს და წერს:,,გლდანში, მესამე მიკროში, ,,კარფურში” ასე ყუთში გამოკეტილი დევს კარაქი დახლზე. სანამ სალაროსთან არ მიხვალ და მოლარე მაგნიტით არ გაგიხსნის, ვერ ამოიღებ. იპარავენო. პრინციპში, ისე გაძვირდა კარაქი, კი უნდა დაიცვა, როგორც ძვირფასეულობა… ეს და ,,პრეზიდენტი” იყო ასე, ქართულები – არა.”
,,აკი ყვავის ეკონომიკა და კარაქი ვერ გვიყიდია?”, ,,200-გრამიანი 12 ლარი ღირს. ჩამოჭრით გაყიდვა უნდა დაიწყონ”, ,,იმ დღეს ქარვასლაში ქალი დაიჭირეს, ორი ,,პრეზიდენტის” გარაქი გაჰქონდა, იმის გამო შემრცხვენოდა, რომ იპარავდა, თუ იმოს გამო, რომ საკვებ საშუალებას იპარავდა და ასე რომ დაუდგა ხალხს საქმე, აღარ ვიცოდი”, ,,ნუცუბიძეზე ჩანთა ამომალაგებინა პოლიციამ მარკეტიდან გამოსვლის მერე – რა ვქნათ, კარაქები არ დატოვეს მაღაზიებშიო… ეგრეა. ზოგადად, კვების პროდუქტები საკმაოდ ძვირი ღირს, რძისა ხომ საერთოდ”, – წერენ კომენტარებში.
