,,სარკე”, ნინო მაღალაშვილი
ჰერპესი ვირუსული დაავადება. ყველაზე ხშირად ის სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ემართებათ. ცნობილია, რომ 40 წლის შემდეგ ჰერპესის ვირუსით მოსახლეობის 80% ავადდება.
ჰერპესის მკურნალობაში ხალხური საშუალებები დაგეხმარებათ:
ყველაზე გავრცელებული სამკურნალო საშუალებაა ქაცვის ზეთი და ალოეს წვენი. ეს ნარევი მტკივან ადგილზე რეგულარულად წაისვით.
ტუჩის ჰერპესს შველის სოჭის ზეთი. წაისვით მტკივან მონაკვეთზე ყოველ ორ საათში.
ტუჩებზე უსიამოვნო გამონაყარის “მოწვა” პროპოლისის ნაყენითაც შეიძლება, ოღონდ, ამ პროცედურიდან 10 წუთის შემდეგ გვირილის ან კალენდულას ექსტრაქტზე დამზადებული დამარბილებელი კრემი წაისვით.
თუ ჰერპესის სამკურნალოდ ზემონახსენები საშუალებები არ გაქვთ, მაშინ იარა შეიძლება სპირტით, ოდეკოლონით ან ვალოკორდინით დაიმუშაოთ – ბამბის ტამპონი დაასველეთ და ჰერპესზე მიიდეთ.
შეგიძლიათ სახლში მალამოც მოამზადოთ: აურიეთ 1/2 ს.კ. თაფლი, 1 ს.კ. ფერფლი (ქაღალდი დაწვით და ფერფლი გამოიყენეთ) და 3 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. ეს ნარევი ხშირად წაისვით ტუჩის ჰერპესზე.
