ლენუკა ყიფშიძე ნაციონალებს: ,,თქვე ლაჩარო პათოლოგებო!”

ლენუკა ყიფშიძე ნაციონალებს: ,,თქვე ლაჩარო პათოლოგებო!"მსახიობ ზურა ყიფშიძის ქალიშვილი, ლენუკა ყიდშიძე იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც მამამისის მისამართით უარყოფით კომენტარებს წერენ.

,,აქეთ რომ გვიტევენ, ეს ხალხი მაგიჟებს. ვთქვათ, ზურამ წარმოუდგენელი სიგიჟე თქვა, თვითონაც ამას ამბობს, ოღონდ მაგ სიგიჟეს ლაპარაკობს ყოველი მეორე გამვლელი, ნაციც და ქოციც ყოველდღე, ასე საჯაროდ არავინ ამბობს,  გასაგებია… სააკაშვილის პათოლოგობის მიუხედავად, მაინც რომ არაფრით  შეიძლება ამისი თქმა და გაფიქრება, ესეც გასაგებია…

მაგრამ ამ სიგიჟეზე ვინ აღშფოთდით, თქვენ თავს რომ შეხედოთ, არ გინდათ? ამ სიგიჟის მთქმელზე უარესი სიგიჟის მკეთებლები აღშფოთდით?! მკეთებლები და არა მთქმელები?!  ეგ თქვენი ნაცმოძრაობა არ კლავდა ხალხს პირდაპირი შეკვეთით?! ეგ არ აწამებდა?!

მაგათ დროს არ ტოვებდა ხალხი მეორე ოთახში ტელეფონებს,  თუ რამე სალაპარაკო ჰქონდათ ერთმანეთთან?! თქვენ დროს არ აუპატიურებდნენ ქალიანკაციანად ყველას, ვისი დასჯაც ყველაზე სასტიკად გინდოდათ?!
თქვენ დროს არ გიფორმებდნენ ღამის სამ და ოთხ საათზე მთელი ცხოვრების ნაწვალებს?! თავისი ნებით შვებოდნენ?! თქვენ დროს არ აგიჟებდით ხალხს, ვითომ რაღაცას აკეთებდით, წინა მხარეს შეღებილ შენობას რვაჯერ რომ ხსნიდით?!

თქვენ დროს არ იყო, ყველა ტელევიზია ერთ ხმაში რომ ლაპარაკობდა პუტინის და კიმ ჩენ ინის ტელევიზიებივით?! თქვენ არ ცდილობთ, დღესაც ტყუილებით და სიბინძურით მიაღწიოთ რაღაცას?! თქვენ არ ებრძვით ტრადიციებს, ეკლესიას, პატრიარქს და თქვენ არ გინდათ, ისტორია გადაწეროთ?!
ხომ არ გააფრინეთ მართლა, რომელი ისტორიის გადაწერა და გადარეცხვა გინდათ, თქვე ლაჩარო პათოლოგებო”, – დაწერა ლენუკა ყიფშიძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ზურა ყიფშიძის მიმართ აგრესია მის ნათქვამს მოჰყვა მიხეილ სააკაშვილზე.