20 წლის ფეხბურთელს, ვახტანგ (ვახო) ჩარკვიანს მთელი ქვეყანა გლოვობს. სოციალურ ქსელში უამრავი სამძიმრის და გამოსათხოვარი წერილი იწერება. ვახო კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი და, მარიამ ჩარკვიანი ამ უდიდეს ტრაგედიაზე წერს:
მაპატიე, რომ აპარატზე როცა იყავი შეერთებული და ნეკა თითის პირობა დავდეთ, რომ საავადმყოფოდან შენი ფეხით გახვიდოდი. მაპატიე, რომ გეშინია და მარტო ხარ. მაპატიე, რომ შენთანაც კი ვერ გამოვდივარ და ვერ ვბედავ შენთან მოსვლას. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად შორს იქნები, ისეთი ანგელოზი ხარ, ისეთი კარგი, რომ ალბათ უკეთეს ადგილას წახვედი. არადა რომ გხედავდი, მიდიოდი, გეხვეწებოდი, მეც წამოვალ-თქო, რადგან სულ შენთან ყოფნა მინდოდა და მინდა.
დაგვპირდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ამ დღის მერე კარგად აღარაფერი იქნება. მიყვარხარ და მენატრები, ჩემო პატარა ანგელოზო. ჩემო ღიმილა, ჩემო პაწაწუნა, ჩემო ლამაზო, ჩემო თვალებბრიალა. ალბათ ვახოს გარეშე ყოფნას ვერასდროს ვისწავლი, მაგრამ იმედია, იქ არ გტკივა, არ გიბრაზდები. თუ ამ ტკივილის ატანა აღარ შეგეძლო, არ გიბრაზდები.rest in the peace my little winter bear (დაისვენე, მშვიდობით, ჩემო პატარა ზამთრის დათუნია)”.

