გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩევლი, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ის, რაც მთელ მსოფლიოში პანდემიის გარშემო ხდება, სასწაულია. მისი თქმით, კორონავირუსის ძველი შტამი უკან იხევს და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება, ეს კი მეცნიერულად აუხსნელია.
-ვინც ტაძარში დადიხართ, დავანთოთ სანთლები და გავუშვათ ლოცვები… ის, რაც ხდება, მეცნიერებაში არ ჯდება…, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
იქვე ამატებს, რომ ახალი ბრიტანული შტამი ძალიან საშიშია და საქართველოშიც თუ შემოაღწია, ქვეყნის ჯანდაცვა ვერ გაუძლებს.

