მაყვალა ტუღუში: ,,ჩემს ხელში 40 000 ბავშვი დაიბადა”

მაყვალა ტუღუში: ,,ჩემს ხელში 40 000 ბავშვი დაიბადა"ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის სამეანო განყოფილების თანამშრომელი მაყვალა ტუღუში 70 წლის არის და 51 წელია სამშობიარო სახლში მუშაობს. მის ხელში 40 000 ბავშვი დაიბადა.

მაყვალა ტუღუში:

-40 000 ბავშვი დაიბადა ჩემს ხელში, ეს პატარა რიცხვი ხომ არ არის?! იყო დრო, როდესაც წელიწადში 1500-1800 ბავშვი იბადებოდა ოზურგეთში, ეს რიცხვი ახლა შემცირებულია. მინდა, რომ მრავალშვილიანობა იყოს ჩემს სამშობლოში და მრავლდებოდეს ერი. ყველას გილოცავთ 2020 წელს. წარმატებულ წლებს გისურვებთ.

გურია ნიუსი