თიკა ქოქაშვილი, რომელიც 19 წელია ინგლისში ცხოვრობს, ფენ შუის ლიცენზირებული სპეციალისტია. თუ როგორ უნდა გაწმინდოთ სახლი, მოიზიდოთ ფული, შეინარჩუნოთ ცოლქმრული ურთიერთობა, ამის შესახებ ის პრაქტიკულ რჩევებს იძლევა.
– სახლის წმენდის ყველაზე მარტივ მეთოდს გასწავლით, რომლისთვისაც საჭიროა სამი საეკლესიო სანთელი ან სპეციალური პროგრამული ან სურნელოვანი ჩხირი, მარილი და ზარი ან ტიბეტური თასი. პირველ დღეს სანთლით ან ჩხირით უნდა მოიაროთ მთელი სახლი და დაწვათ ბოლომდე. მეორე დღეს მოყაროთ ყველა კუთხეში მარილი, საღამოს დაგავეთ და წყალს გაატანეთ. მესამე დღეს კი ზარით მოიარეთ სახლი, რეკეთ ყველგან. უძლიერესია ასეთი წმენდა და აუცილებელია ჩვენი გარემოსთვის.
– როგორ უნდა მოვიზიდოთ ფული საფულეში?
– საფულე გაათავისუფლეთ სავიზიტო ბარათებისგან, ფურცლებისგან, სურათებისგან, ასევე ხატების ჩადებაც არ შეიძლება. ფინანსების მოსაზიდად, ვიღებთ ფენ შუის სამ მონეტას, ინდური მწვანე ჩაის ფოთლებს, პიტნას, რომელსაც ვაწვეთებთ ფაჩულის ზეთს და ასევე ბევრ პატარ-პატარა თილისმას, – ამ ყველაფერს ვათავსებთ საფულეში. ეს რიტუალი აძლიერებს ფინანსების შემოდინებას ჩვენს საფულეში.
ასევე აუცილებელია ყოველ სავსემთვარეობას “დავმუხტოთ საფულე”, სავსემთვარეობის პიკამდე, სანამ იზრდება და ივსება მთვარე. “საფულის დამუხტვის” რიტუალი სავსემთვარეობისას ძალიან პოპულარულია ფენ შუის მოყვარულებში, თუმცა ასტროლოგია ამბობს, რომ პირიქით, ფული ახალ მთვარეს უნდა დავანახოთ. დიახ, ფენ შუი პიკზე ზუსტად იმ დროს “მუხტავს საფულეს”, როდესაც ძალიან ძლიერია მისი ენერგია, ახალ მთავრეზე კი საკმაოდ სუსტია.
– ფენ შუის მიხედვით, რომელი ნივთებია სასურველი, რომ სახლში გქვონდეს?
– აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში ბარაქის ხე, ნანჩუ – ფენ შუის სამფეხა ბაყაყი, რომელიც მონეტას აგდებს პირიდან, ძუ ლომები შესასვლელში, ბაგუა სარკე და წელს, ვინაიდან ვირთხის წელი მოდის, დაუმატეთ ჭკვიანი და შემგროვებელი ვირთხა.
– რას ურჩევთ ქალებს, რომელსაც მეორე ნახევართან პრობლემები აქვს?
– ვისაც მეორე ნახევართან პრობლემები აქვს, მათ ვურჩევ, რომ საძინებელში დაალაგონ ფენ შუის იხვები – ფენიქსი და დრაკონი, ,,მატრასის” ქვეშ, შუაში დადონ ორმაგი ბედნიერება (სტიკერი) და აუცილებლდ დაიძინონ მარცხენა მხარეს, მეუღლე კი დააწვინონ მარჯვენა მხარეს.
– რომელია ის ნივთები, რომელთა ტარებასაც ან სახლში გაჩერებასაც უნდა ვერიდოთ?
– სახლში არ ვარგა კაკტუსი და ეკლიანი მცენარეები, ასევე ფიტულები და ცხოველები. არ გირჩევთ მაკრატელის ან დანის გამოსახულებიანი ყელსაბამების ტარებას. ასევე ნუ გამოიყენებთ სიმბოლოებს, რომელთა შესახებაც არ გაქვთ სრული ინფორმაცია.
– თუ არის რაიმე განსაკუთრებული ნივთი, რომელიც სახლის შემოსასვლელ კარზე უნდა დავკიდოთ?
– კი არის სპეციალური სტიკერები, სარკეები და დამცავები. ძალიან პოპულრულია ბაგუა სარკე.
ამბები.ჯი

