,,სახლის წმენდის და ფულის მოზიდვის ყველაზე მარტივ წესებს გასწავლით” – რას გვირჩევს ფენ შუის სპეციალისტი

,,სახლის წმენდის და ფულის მოზიდვის ყველაზე მარტივ წესებს გასწავლით" - რას გვირჩევს ფენ შუის სპეციალისტითიკა ქო­ქაშ­ვი­ლი, რომელიც 19 წე­ლია ინ­გლის­ში ცხოვ­რობს, ფენ შუის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტია. თუ როგორ უნდა გაწმინდოთ სახლი, მოიზიდოთ ფული, შეინარჩუნოთ ცოლქმრული ურთიერთობა, ამის შესახებ ის პრაქტიკულ რჩევებს იძლევა.

– სახ­ლის წმენ­დის ყვე­ლა­ზე მარ­ტივ მეთოდს გასწავლით, რომ­ლის­თვი­საც სა­ჭი­როა სამი სა­ეკ­ლე­სიო სან­თე­ლი ან სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მუ­ლი ან სურ­ნე­ლო­ვა­ნი ჩხი­რი, მა­რი­ლი და ზარი ან ტი­ბე­ტუ­რი თასი. პირ­ველ დღეს სან­თლით ან ჩხი­რით უნდა მო­ი­ა­როთ მთე­ლი სახ­ლი და დაწ­ვათ ბო­ლომ­დე. მე­ო­რე დღეს მო­ყა­როთ ყვე­ლა კუ­თხე­ში მა­რი­ლი, სა­ღა­მოს და­გა­ვეთ და წყალს გა­ა­ტა­ნეთ. მე­სა­მე დღეს კი ზა­რით მო­ი­ა­რეთ სახ­ლი, რე­კეთ ყველ­გან. უძ­ლი­ე­რე­სია ასე­თი წმენ­და და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი გა­რე­მოს­თვის.

– რო­გორ უნდა მო­ვი­ზი­დოთ ფული სა­ფუ­ლე­ში?

– სა­ფუ­ლე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თე­ბის­გან, ფურ­ცლე­ბის­გან, სუ­რა­თე­ბის­გან, ასე­ვე ხა­ტე­ბის ჩა­დე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. ფი­ნან­სე­ბის მო­სა­ზი­დად, ვი­ღებთ ფენ შუის სამ მო­ნე­ტას, ინ­დუ­რი მწვა­ნე ჩაის ფოთ­ლებს, პიტ­ნას, რო­მელ­საც ვაწ­ვე­თებთ ფა­ჩუ­ლის ზეთს და ასე­ვე ბევრ პა­ტარ-პა­ტა­რა თი­ლის­მას, – ამ ყვე­ლა­ფერს ვა­თავ­სებთ სა­ფუ­ლე­ში. ეს რი­ტუ­ა­ლი აძ­ლი­ე­რებს ფი­ნან­სე­ბის შე­მო­დი­ნე­ბას ჩვენს სა­ფუ­ლე­ში.

ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყო­ველ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას “დავ­მუხ­ტოთ სა­ფუ­ლე”, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის პი­კამ­დე, სა­ნამ იზ­რდე­ბა და ივ­სე­ბა მთვა­რე. “სა­ფუ­ლის და­მუხ­ტვის” რი­ტუ­ა­ლი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ფენ შუის მოყ­ვა­რუ­ლებ­ში, თუმ­ცა ას­ტრო­ლო­გია ამ­ბობს, რომ პი­რი­ქით, ფული ახალ მთვა­რეს უნდა და­ვა­ნა­ხოთ. დიახ, ფენ შუი პიკ­ზე ზუს­ტად იმ დროს “მუხ­ტავს სა­ფუ­ლეს”, რო­დე­საც ძა­ლი­ან ძლი­ე­რია მისი ენერ­გია, ახალ მთავ­რე­ზე კი საკ­მა­ოდ სუს­ტია.

– ფენ შუის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლი ნივ­თე­ბია სა­სურ­ვე­ლი, რომ სახ­ლში გქვონ­დეს?

– აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გქონ­დეთ სახ­ლში ბა­რა­ქის ხე, ნან­ჩუ – ფენ შუის სამ­ფე­ხა ბა­ყა­ყი, რო­მე­ლიც მო­ნე­ტას აგ­დებს პი­რი­დან, ძუ ლო­მე­ბი შე­სას­ვლელ­ში, ბა­გუა სარ­კე და წელს, ვი­ნა­ი­დან ვირ­თხის წელი მო­დის, და­უ­მა­ტეთ ჭკვი­ა­ნი და შემგრო­ვე­ბე­ლი ვირ­თხა.

– რას ურ­ჩევთ ქა­ლებს, რო­მელ­საც მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან პრობ­ლე­მე­ბი აქვს?

– ვი­საც მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან პრობ­ლე­მე­ბი აქვს, მათ ვურ­ჩევ, რომ სა­ძი­ნე­ბელ­ში და­ა­ლა­გონ ფენ შუის იხ­ვე­ბი – ფე­ნიქ­სი და დრა­კო­ნი, ,,მატ­რა­სის” ქვეშ, შუ­ა­ში და­დონ ორ­მა­გი ბედ­ნი­ე­რე­ბა (სტი­კე­რი) და აუ­ცი­ლებლდ და­ი­ძი­ნონ მარ­ცხე­ნა მხა­რეს, მე­უღ­ლე კი და­აწ­ვი­ნონ მარ­ჯვე­ნა მხა­რეს.

– რო­მე­ლია ის ნივ­თე­ბი, რო­მელ­თა ტა­რე­ბა­საც ან სახ­ლში გა­ჩე­რე­ბა­საც უნდა ვე­რი­დოთ?

– სახ­ლში არ ვარ­გა კა­კტუ­სი და ეკ­ლი­ა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი, ასე­ვე ფი­ტუ­ლე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი. არ გირ­ჩევთ მაკ­რა­ტე­ლის ან და­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი ყელ­სა­ბა­მე­ბის ტა­რე­ბას. ასე­ვე ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ სიმ­ბო­ლო­ებს, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც არ გაქვთ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

– თუ არის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნივ­თი, რო­მე­ლიც სახ­ლის შე­მო­სას­ვლელ კარ­ზე უნდა დავ­კი­დოთ?

– კი არის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტი­კე­რე­ბი, სარ­კე­ე­ბი და დამ­ცა­ვე­ბი. ძა­ლი­ან პო­პულ­რუ­ლია ბა­გუა სარ­კე.

ამბები.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი