26 წლის ნინო ჭითანავას უკან, რომელიც ყველამ ვიდეოთი – ,,არ მომკლა, ნინო” – გაიცნო და დედამთილის გაქურდისთვის სამწლიანი საპროცესოც შეუთანხმეს, ბევრი სირთულე დგას.
ქალის ახლობლები ამბობენ, ნინოს დედამთილს მისი მშობლების ვალი ჰქონდა და ისინი ამ ვალის უკან დაბრუნებას არ აპირებდნენ.
-ნინოს მამას სიმსივნე ჰქონდა. ის თავის კუთვნილ თანხას ითხოვდა, სესხად რომ მისცეს. დედამთილი არ აძლევდა. ნინო თავის მოკვლითაც იმუქრებოდა. აიძულეს ფულის აღება. სირცხვილი მათ, ამ გოგოს ასე გამწარებისთვის! – ამბობს ახლობელი.
იმ დღეს, როცა ნინო ჭითანავას სამწლიანი საპროცესო შეუფარდეს, მამა გარდაეცვალა.

