კალათბურთელ ვიქტორ (ვიკა) სანიკიძეს და მხატვარ მაია ბიწაძეს ვაჟი შეეძინათ. თავიანთ პირველ შვილს ნიკალა დაარქვეს.
ვიკა ჟურნალ ,,სარკესთან” თავისი ოჯახისა და სპორტული კარიერის შესახებ ყვება:
-ჩემი მეუღლე, მაია, პროფესიით მხატვარია. ის ცნობილი სპორტსმენის, კარატე კიუკუშინკაიში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ამირან ბიწაძის შვილია. ჰყავს უმცროსი ორი და და ერთი ძმა. სხვათა შორის, ჩემი ცოლისძმაც კალათბურთელია. იმერული გვარი კი აქვთ, მაგრამ სოხუმიდან არიან და გასაგები მიზეზების გამო ახლა რუსთავში ცხოვრობენ.
მაია რუსთავში, ჩემს მეგობარ კალათბურთელ ანატოლი ბოისასთან ერთ-ერთი სტუმრობის დროს გავიცანი. შეიძლება ითქვას, რომ ტოლიკამ ვალი გამისტუმრა, რადგან მომავალი მეუღლე მას მე გავაცანი.
– რამდენი ხანი გრძელდებოდა შეყვარებულობის პერიოდი?
– გაცნობიდან წელიწადზე ცოტა მეტი იყო გასული, როდესაც დაქორწინება გადავწყვიტეთ. წელიწადნახევრის წინ კი დავოჯახდით (განაგრძეთ კითხვა)

