„სარკე“, ლიკა ოსაძე აბანოების უბანი, ანუ აბანოთუბანი, ვახტანგ გორგასლის მოედნის ოდნავ ქვემოთ იწყება და ვრცელდება წავკისწყლის ხეობის ბოლომდე, თაბორის მთის კალთის მცირე მონაკვეთზე. გოგირდის ცხელი წყალი სათავეს თაბორის მთიდან იღებს. წყაროების ტემპერატურა 24-27 გრადუსამდე მერყეობს. საუკუნეების განმავლობაში ბუნების ეს უშრეტი სიმდიდრე მოყვარესაც და მტერსაც ერთნაირად აცვიფრებდა. „აქ წყალი უცეცხლოდ დუღს”, – წერდა მე-10 საუკუნის არაბი […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
„ამტკიცებდნენ, რომ აბანოში საკუთარი თვალით ნახეს მოჩვენება“
„სიზმარში ჩემი გარდაცვლილი ტყუპისცალი მომდევს”
„სარკე“ მინდა, მოგიყვეთ ამბავი, რომელიც შეიძლება ძალიან უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენ ხომ იმაზე წერთ, რაც ადამიანებს აწუხებთ, ჰოდა, მეც ჩემი პრობლემით გაწუხებთ. დავიბადე 16 წლის წინ, აპრილში. ვარ გოგონა, ტყუპისცალი. ჩემი ტყუიპისცალიც გოგონა იყო, მაგრამ მან მხოლოდ 2 დღე იცოცხლა. ვიღაცებისგან რამდენჯერმე მოვისმინე ასეთი რამ, რომ თითქოს მე შევუშალე ხელი განვითარებაში, ანუ დედისგან მე მივიღე […]
კიდევ ერთი კაშკაშა ვარსკვლავი მსოფლიო სცენაზე – სალომე ლევერაშვილი ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტი გახდა
მსოფლიო ბალეტის სცენებზე კიდევ ერთი ქართველი ბალერინა კაშკაშებს – სალომე ლევერაშვილი. ის რამდენიმე წელია, რაც ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის დასის წევრია, დღეს კი ის თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა. სალომე ცეკვით ბავშვობიდან დაინტერესდა. ბალერინას დედა, მარინა ბერიკაშვილი, ქართული ხალხური ცეკვის შემსრულებელი გახლდათ, მამა – ტანმოვარჯიშე. როგორც თავად იგონებს, პატარაობისას სათამაშოებით ნაკლებად ერთობოდა. საკუთარი ფანტაზიით ქმნიდა სპექტაკლებს, ასევე […]
გოგი დოლიძე: „საოცარია, უწმინდესმა როგორ დაინახა ჩემში ის კაცი, ვისაც ეს საქმე უნდა ეკეთებინა“
რომელი სადღეგრძელოთი იწყებდა სუფრას და რას მიიჩნევდა ქალის მთავარ ღირსებად საქართველოს პირველი ჩოხოსანი
„სარკე“ გოგი დოლიძე – ის გარეგნულად ლამაზი ადამიანი იყო და ამასთან, უაღრესად განათლებული, საოცრად პოზიტიური, საზოგადოებრივად აქტიური მოღვაწე. მას ეკუთვნის არაერთი სამეცნიერო და კრიტიკული წერილი ქართული კინოს ისტორიის საკითხებზე. ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. იყო ათამდე წიგნის ავტორი. მათ შორის ერთ-ერთს, „აკაკის მოგზაურობა 90″-ს, თავისი ცხოვრების წიგნს უწოდებდა. წერდა ლექსებსაც, ისე, თავისთვის. ბოლო წლებში წიგნების პოლიგრაფიული დონის […]
„რომ ამწონეს და 140 კილო ვიყავი, მაშინ მივხვდი, რომ საქმე ცუდად მქონდა“
რა მეთოდებით შეძლო იაკო ჭალაგანიძემ საკუთარი თავის ფოტომოდელად გადაქცევა _ „როგორიც ვიყავი, მეუღლეს ისეთი ვუყვარდი“
„სარკე“ 5 წლის წინ, როცა პანდემიამ მთელი ქვეყანა ჩაკეტა და ადამიანების ცხოვრება შეანელა, იაკო ჭალაგანიძემ პირიქით გააქტიურება და საკუთარი თავის გარდაქმნა გადაწყვიტა… ერთ დღესაც მან საზოგადოებას ასე მიმართა: „დადგა ის დღე, როცა გიყვებით, როგორ დავიკელი 80 კილო“ და ათიათასობით ადამიანს თავისი ამბავი მოუყვა. 34 წლის იაკო ჭალაგანიძემ თავისი გამოცდილება „სარკესაც“ გაუზიარა: _ ერთხელ მივედი საავადმყოფოში, […]
ნინო კანკავა: „ნუცამ მითხრა, მეც ვიმუშავებ, შენც და სწავლის საფასური როგორმე შევაგროვოთო“
ნუცა ბუზალაძის ბავშვობა, დედაშვილობა, ურთიერთობა მამასთან, გამზრდელ ბაბუასთან და ბრძოლა ოცნებების ასახდენად
„სარკე“ მომღერალ ნუცა ბუზალაძის თავბრუდამხვევი კარიერის მიღმა მოსიყვარულე და მზრუნველი შვილი დგას. ქალბატონ ნინო კანკავას და ნუცას განსაკუთრებული დედაშვილობა აქვთ. ნინო კანკავასთვის ნუცა ერთადერთი შვილი და განუზომელი ბედნიერებაა. მეუღლესთან გაშორების შემდეგ პირადი ცხოვრების ხელახლა აწყობაზე არასდროს უფიქრია. მთელი ძალა, სიყვარული, ენერგია თავისი გოგონას აღზრდას მოანდომა. „მინდა, საზღვარგარეთ ისწავლოს მუსკომედიის განხრით. ბროდვეიზე მომღერლების დეფიციტი აქვთ და […]
„ფილიპინელი კლასელი იმიტომ ვცემე, რომ საქართველოს დროშა მიწაზე დააგდო და დააბიჯა“
შეუჩერებელი დოდონა ნამორაძე „ევროვიზიისთვის“ ორ სიმღერას ამზადებს _ “მინდა, საქართველოს წარმომადგენელი გავხდე და არა სხვა ქვეყნის“
„სარკე“ მომღერალი დოდონა ნამორაძე „ევროვიზიის“ კონკურსისთვის ემზადება, მაგრამ არ იცის, შეძლებს თუ არა, საქართველოს სახელით გამოვიდეს სცენაზე. დოდონა ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა მაშინ გაიცნო, როდესაც საბერძნეთის „ვოისში“ მიიღო მონაწილეობა და თავისი უნიკალური ნიჭით ყველა აალაპარაკა. უცხო ქვეყანაში ქართველმა გოგონამ მეორე ადგილი დაიკავა, არადა პირველ ადგილს რომ იმსახურებდა, ამაზე ფაქტობრივად ყველა თანხმდებოდა. მომღერალმა საბერძნეთში წასვლამდე ქართულ […]
ნუცა ჯანელიძე: „მიყვარდა ადამიანი და მან არ იცოდა ჩემი გრძნობის შესახებ“
მუსიკოსის 68-ე დაბადების დღე და მთავარი ცხოვრებისეული გაკვეთილები _ „დედამ მითხრა, რომ ქორწინების გარეშე შვილის გაჩენის უფლებას არ მომცემდა“
„სარკე“ „ნუცას სკოლა“, ანსამბლი „ფორტე“, კონცერტები, უამრავი მოსწავლე, დაუღალავი შრომა _ ეს არის მუსიკოს ნუცა ჯანელიძის საჯარო როლი, რომლის მიღმაც ბევრი ღრმა ხაზია _ დედის სიყვარული, ქალის, რომელმაც მის ცხოვრებაში ბევრი რამ განსაზღვრა, ძმა და მისი შვილები, რომელთათვისაც ერთგული და მზრუნველი მამიდაა. ქალბატონი ნუცა 10 ნოემბერს 68 წლის გახდა. ის თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან პერიოდებზე „სარკის“ […]
გია ჯაჯანიძე: „ისეთი პატარა ვიყავი, მამა რომ გავხდი, მამობა ვერ ვიგრძენი“
ტელეწამყვანის ფარული რომანი _ „ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ ოჯახის შექმნა არც მე მინდა და არც მას“
„სარკე“ სამი ქორწინება, რამდენიმე რომანი, წარმატებული კარიერა, დედის, შვილების, შვილიშვილების მიმართ მზრუნველობა, ყოფილ ცოლებთან მეგობრობა, ახალ-ახალი შეგრძნებების ძიება _ ტელეწამყვან გია ჯაჯანიძისთვის ეს ყველაფერი ერთ სიტყვაში ჯდება: „სიცოცხლე“. 2 წლის წინ მის ცხოვრებაში ახალი რომანი დაიწყო… ამ და სხვა თემებზე გია ჯაჯანიძე „სარკის“ ახალ ნომერში საუბრობს. _ ახლა მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა, გრძნობა, ტკბობა. დავდივართ […]
„როცა გამიჭირდა, გვერდით დამიდგა ნახევარდა, რომელსაც არ ვაღიარებდი”
„სარკე“ მწარედ მახსოვს ის დღე, როცა დედამ გაიგო, რომ მამაჩემს სხვა ქალისგან შვილი ეყოლა. ჩვენს ოჯახში საშინელი ამბავი დატრიალდა. ჩემი მშობლები ლამის გაიყარნენ. დედა ტიროდა, მამას ეუბნებოდა, ეს როგორ გამიკეთეო. საბედნიეროდ, ერთმანეთს არ გაშორდნენ, მამა სახლში დარჩა, ოღონდ დედაჩემს უთხრა, იმ ბავშვს ვერ მივატოვებ, მასზე ვიზრუნებ და გვარსაც მივცემო. დედაჩემი ერთი პირობით დათანხმდა, რომ იმ […]











