,,სარკე” ცნობილმა დირიჟორმა, ოდისეი დიმიტრიადიმ, თითქმის საუკუნოვანი ცხოვრება განვლო და ქართულ კულტურაში ახალი საუკუნე შექმნა, დაბადებით ბათუმელი გახლდათ, ეროვნებით – ბერძენი. თავისი ისტორიული სამშობლო ძალიან უყვარდა, დიდ პატივს სცემდა, თუმცა ყოველთვის ყველგან აღნიშნავდა, რომ ბათუმელი იყო. ოდისეი დიმიტრიადის ცხოვრების წიგნის საინტერესო ფურცლები რამდენიმე წლის წინ ,,სარკესთან” მისმა ქალიშვილმა, პიანისტმა ნანა დიმიტრიადიმ გაიხსენა. საბავშვო ოპერიდან დიდ […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
მალხაზ ქვრივიშვილი: ,,ხათუნა ისე ცუდად გახდა, შემეშინდა, ხელიდან არ გამომცლოდა”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც მის გვერდით ხათუნა ფეიქრიშვილი გამოჩნდა. ორივე აღიარებს, რომ ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვა, თუმცა ამ ძიებას ორივე მათგანმა ბევრი წელი შეალია, რომელთა უკან უიღბლო ქორწინებებია. მალხაზმა ინფარქტი გადაიტანა და რომ არა ხათუნას დროული რეაგირება, შეიძლებოდა ტრაგიკული შედეგი დამდგარიყო. დაახლოებით ერთი წლის წინ კიდევ ერთი დარტყმა მიიღო […]
მსოფლიო ბარიტონის წარმატების საზღაური – ,,ახალშექმნილი ოჯახი დავტოვე, რომ ჩემი შემოქმედება არ შეჩერებულიყო”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე 2021 წელს მსოფლიო საოპერო ვარსკვლავს, ბარიტონ გიორგი გაგნიძეს, შემოქმედებითი ცხოვრების 25 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებები მსოფლიოში ოპერის წამყვან თეატრებში იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო თარიღმა გადაიწია. 11 თებერვალს კი მომღერალს მშობლიურმა თბილისმა უმასპინძლა. დღესასწაული მართალც შთამბეჭდავი გახლდათ. მაყურებელმა ჯერ ვერდის უკვდავი ოპერა “ნაბუკო” მოისმინა და გიორგი გაგნიძის განსაცვიფრებელი ბარიტონით უდიდესი სიამოვნება მიიღო. […]
ანი ამილახვარი: ,,რობერტ სტურუა ისეთ მომენტში დაგარტყამს, როცა არ ელოდები”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე რუსთაველის თეატრის ახალგაზრდა მსახიობ ანი ამილახვარს ბავშვობიდან თავისი ფანტაზიით შექმნილი საოცნებო სამყარო ჰქონდა. არტისტული ბუნების პატარა გოგონას უამრავი რამ აინტერესებდა – ხატავდა, ძერწავდა, მღეროდა, ცეკვავდა, იმახსოვრებდა უცხო სიტყვების წარმოთქმის ინტონაციას და ზედმიწევნით ზუსტად იმეორებდა. შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ მსახიობად იყო დაბადებული, ამას ოჯახის წევრებიც ხშირად ამბობდნენ. რუსთაველის თეატრში მოსახვედრად კონკურსში ორჯერ მიიღო […]
ეკა მაზმიშვილი: ,,პირადზე ჩემს უახლოეს მეგობრებთანაც არ ვსაუბრობ”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე მომხიბლავი, ენერგიული, პოზიტიური, მიზანსწრაფული – ასეთია მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის და თბილისის მერიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი. მისი ცხოვრება იმის მაგალითია, როგორ შეიძლება შემთხვევამ განსაზღვროს ადამიანის ცხოვრების და საქმიანობის ზუსტი ადგილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, ისწავლა პრაღასა და გრენობილში. მუშაობდა სოროსის საერთაშორისო ფონდში. შემთხვევით გადაიკვეთა მისი და რეჟისორ ლევან წულაძის გზები, […]
დათო დვალიშვილი: ,,ვარსკვლავს ჩაგიდებენ, შეგაქებენ, ტაშს დაგიკრავენ და მერე უპატრონოდ მიგატოვებენ”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე საქართველოს დამსახურებული არტისტი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი დავით დვალიშვილი, 50 წელია სცენაზეა და ზურგუკან 130 როლი აქვს, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და გარდასახვის დიდი ოსტატობით შესრულებული. თავის დროზე მსახიობობა სიყვარულმა გადააწყვეტინა. გოგო, რომელიც სკოლაში უყვარდა, მსახიობის ცოლობაზე ოცნებობდა. როცა მამას გაანდო გულის წადილი, მშობელმა არჩევანი მოუწონა. ამ პროფესიას დიდი ხიბლი აქვს – ხალხის სიყვარული, […]
,,გათოშილ თითებს გათბობა დავუწყე, უცებ ერთი დაიკვნესა და…” – გურამ ფირცხალავა ცოლს თავის დიაგნოზს უმალავდა
,,სარკე”, მანანა გეგია 18 თებერვალი ქართული კინოს გამორჩეული მსახიობის, გურამ ფირცხალავას, დაბადების დღეა. ის წელს 82 წლის გახდებოდა. ოჯახმა და მეგობრებმა ბევრი იბრძოლეს, რომ მისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინათ, მაგრამ უშედეგოდ. მისი სიმსივნესთან ბრძოლა 2014 წელს დასრულდა. ფოთელ ბიჭს კინო ბავშვობაში დიდ ეკრანზე ნანახმა აკაკი ხორავას გიორგი სააკაძემ და ნიკოლაი კრუჩკოვის საბჭოთა მზვერავმა შეაყვარა, თუმცა მსახიობობაზე არ […]
,,ბინდისფერია სოფელი” – ლექსი, რომელიც ხალხური ჰგონიათ, ნიკო სამადაშვილმა დაწერა
,,სარკე” ირინე მჭედლიძე პოეტ ნიკო სამადაშვილს კომუნისტებმა სიცოცხლე ჯოჯოხეთად უქციეს. მთელი ცხოვრება სდევნიდნენ, ავიწროებდნენ. საბჭოთა იდეოლოგიის მეხოტბეებმა არც გარდაცვალების შემდეგ დააკლეს ხელი. ამიტომაცაა, რომ ნიკოს შემოქმედება ქართველმა ხალხმა გვიან, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაიცნო. ,,ათი წლისა ვიყავი, დედამ ლამაზი, ცისფერი ფეხსაცმელები მიყიდა. მერე ისინი დაიხა. როცა პირს დააღებდა, დედა გულმოდგინედ მიკერებდა ხოლმე. კარგი ოსტატი […]
,,წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი ყველას თავად აკითხავს, ვისაც მისი დახმარება სჭირდება” – მამა იოანე
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს საკვირველმოქმედს უწოდებენ. მეოთხე საუკუნეში გარდაცვალებული წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმევენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს, რომელსაც ყოველ წელიწადს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ. ამ ფაჩუჩებს […]
ონისე ონიანი: ,,ჩავძახოდი, შენ არ მოკვდები, კარგად იქნები-მეთქი”
,,სარკე” მსახიობმა ონისე ონიანმა ,,სარკეს” თავისი ცხოვრებიდან ორ ეპიზოდზე უამბო. ერთ შემთხვევაში უცნობმა ადამიანმა მისი ოჯახი გადაარჩინა, მეორე შემთხვევაში კი თავად აღმოუჩინა დახმარება უცნობ მამაკაცს და გადაარჩინა. ონისე ,,სარკეს” უყვება: – 2008 წლის აგვისტო იყო და ოჯახთან ერთად რაჭიდან თბილისში მოვდიოდი. მანქანაში ჩვენი ლაბრადორი როკიც იჯდა. უღელტეხილზე როკი წინ გადმომიხტა. ერთი ხელით მისი უკან დაბრუნება […]











