„სარკე“, მოამზადა თათია ბოჭორიძემ ბეშამელი სოუსების დედოფალია. ერთი შეხედვით, სოუსი შეიქმნა იმისთვის, რომ ჩვენი მენიუ მრავალფეროვანი და უფრო გემრიელი გამხდარიყო, სინამდვილეში კი ამის მიზეზი სულ სხვა რამეა. ძველ დროს, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა მაცივარი, ადამიანები იგონებდნენ სხვადასხვა საშუალებას, რომ ხორციანი და თევზის კერძები ხანგრძლივად შენახულიყო. სოუსებს იმისთვის იყენებდნენ, რომ კერძისა თუ პროდუქტის არასასიამოვნო სუნი […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
გულიკო გურგენიძე: „ყველა კარგი ბიჭი ჩემი ძმკაცი იყო და ვის უნდა გავყოლოდი ცოლად?“
კოლორიტი მუსიკოსის თბილისური ცხოვრება და მოგონებები
„სარკე“ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებებიაო, უთხრა „სარკეს“ 75 წლის მუსიკოსმა, გულიკო გურგენიძემ. მოგონებები კი მრავლად აქვს _ გულიანი, განსაკუთრებული, ნამდვილ მეგობრობაზე, ერთგულებაზე. თბილისურ ეზოებში დაბადებული მელოდიები, ქალაქის სურნელით გაჟღენთილი ხმები და ადამიანური სითბო _ ასეთია დუეტი „კოლორიტი“, რომელიც დიდი ხნის მეგობარ თამრიკო რობაქიძესთან ერთად შექმნა. ყველაფერი კი ავლაბრიდან დაიწყო, სიყვარულით ავსებულ ერთ ოჯახში, სადაც ქალბატონი […]
„რატიმ შეუძლებელი გაკეთა“ – ცნობილი კომპოზიტორი პოპულარულ ჰიტებზე, მძიმე ავადმყოფობასა და შვილის თავდადებაზე
„ოცი სიმღერიდან მხოლოდ ერთს იწონებდნენ, ყოფილა შემთხვევა, ორი-სამი სიმღერიდან ერთი კარგი სიმღერა გამიკეთებია“
„სარკე“ კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი ქსნის ხეობაში, სადაც მდინარე ლიახვი მიედინება, ულამაზეს ქართულ გარემოში, დაბა ახალგორში, 77 წლის წინ დაიბადა. როცა გაიზარდა, მშობლიური წყალ-ჭალის ხმები უმშვენიერეს მელოდიებად გადაიტანა სანოტო ფურცლებზე. პოპულარული ანსამბლები თავიანთ რეპერტუარს მისი სიმღერებით ამდიდრებდნენ. პირველი გრამფირფიტა, რომელიც თბილისის სტუდიამ გამოუშვა, მაშინდელ საბჭოთა კავშირში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ცხოვრებისეულ და შემოქმედებით გზაზე, უფროსი თაობის გენიალურ […]
ლოლა წერეთელი: „60 წლის ქალისგან 40 წლის ქალად ვიქეცი“
მომღერლის მთავარი სინანული და პლასტიკური ოპერაციის შემდეგ დაწყებული ახალი ცხოვრება _ „არასოდეს გავთხოვდებოდი, მეყოლებოდა ერთი შვილი და ბედნიერი ვიქნებოდი“
„სარკე“ მომღერალი ლოლა წერეთელი „სარკესთან“ არასდროს ერიდებოდა გულწრფელ საუბარს არც საკუთარ შეცდომებზე, არც შიშებზე და არც იმ ცვლილებებზე, რომლებიც მის ცხოვრებაში მოხდა. ამჯერად ის „სარკის“ ახალ ნომერში სახის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ მიღებულ გამოცდილებაზე, რთულ გზაზე, წარსულში მიღებულ მტკივნეულ გადაწყვეტილებებზე ყვება: _ საქართველოში ექიმს რომ ეუბნები, მისი გაკეთებული ოპერაციების შედეგის ნახვა გინდა, ვერ გაჩვენებს, რადგან არ […]
ხათუნა მიქაცაძე: „ქორწინებამდე არ ვიცოდი, ელდარ კურტანიძეს რამდენი ცოლი ჰყავდა, ჩემი მათემატიკით, ახლა მე-7 ცოლი ჰყავს“
რას ყვება ჩემპიონის ყოფილი მეუღლე 7-წლიან ქორწინებაზე, ქმრის ძალადობასა და სასამართლოში ბრძოლის გაგრძელებაზე
„სარკე“ „სარკემ“ პირველი ინტერვიუ ხათუნა მიქაცაძესთან 2014 წელს ჩაწერა, როცა ის ჭიდაობაში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების, ასევე ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონზე, ელდარ-ლუკა კურტანიძეზე ახალდაქორწინებული, ბედნიერი და შეყვარებული ქალი იყო. მას შემდეგ 11 წელი გავიდა და მოჭიდავის აწ უკვე ყოფილი ცოლის ცხოვრებაში ამ ხნის განმავლობაში დრამატული მოვლენები განვითარდა. ხათუნა მიქაცაძე ამჯერად „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყვება ჩემპიონთან […]
ნიკო ნანიტაშვილი: „თუ შენი ოჯახი გიყვარს, აუცილებელია, დათმობაზეც წახვიდე“
რა სიახლეებით ხვდება მსახიობი 2026 წელს _ „ბევრს ეგონა, რომ დავიშალეთ, მაგრამ არ დავშლილვართ“
„სარკე“ მსახიობი ნიკო ნანიტაშვილი „სარკეს“ იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელთა წინაშეც 2025 წელს დადგა. იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები, დიდი დანაკარგი და, ამავე დროს, წინ გადადგმული ნაბიჯებიც. ნიკო ნანიტაშვილი: კონცერტი ერევნის სპორტის სასახლეში ჩატარდა. სიმართლე რომ გითხრათ, ამხელა აუდიტორიას არ ველოდით. 8000 მაყურებელს იტევს ეს დარბაზი. ეს კონცერტი ჩაიწერეს და 31 დეკემბერს სომხეთის ტელევიზიით გაუშვებენ. ეს არის კიდევ […]
„5 წლის წინ ჩვენი ბიოლოგიური მასალა გავყინეთ და ახლა მოხდა ინვიტრო განაყოფიერება“
ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი მეორე ბიჭს ელოდებიან _ „მესამე გოგო გვინდა“
„სარკე“ დუეტმა „ლეონმა“ _ ცოლქმრულმა წყვილმა ლევან წვერავამ და მისმა ცოლმა ნინი კენჭიაშვილმა, „სარკეს“ სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა. მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპია, ისევ შვილს ელოდებიან _ რამდენიმე თვეში მეორე ბიჭის მშობლები გახდებიან. ამ სიახლისა და სასიხარულო მოლოდინის დეტალებს „სარკის“ მკითხველს ლევანი უყვება: _ როდესაც ეს მეთოდი დაინერგა, ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ყველა დარწმუნდა, რომ ეს არის თანამედროვე […]
ლეგენდარული გიორგი სიჭინავას შვილიშვილი ფეხბურთელი ბაბუას ცხოვრებასა და ოჯახზე გვიამბობს –
„ოჯახის დამსახურებაა, რომ მშობლიური ენა ვიცი, არასოდეს დაგვვიწყებია ჩვენი ფესვები“
„სარკე“ სამკაულების დიზაინერი ჯორდანო დენიზ სიჭინავა იმ ამბებს უყვება „სარკეს“, რომლებზეც თავად მას ბაბუა, გიორგი სიჭინავა, მოუთხრობდა _ ადამიანი, რომელმაც ფეხბურთელების ოქროს თაობასთან ერთად ქართული ფეხბურთის ლეგენდა შექმნა. ის ახლა 83 წლისაა და აფხაზეთში ცხოვრობს. მისი შვილიშვილი, ჯორდანო, 22 წლისაა, მაგრამ უკვე საკმაოდ აქვს მოსაყოლი საკუთარ თავზე, როგორც პირადზე, ასევე საქმიანობაზე. ჯორდანო დენიზ სიჭინავა: ბაბუა […]
ერნა წიფურია: „ერთმა მითხრა, რას ამღერებ ამ ბავშვებს, არ გესმის, რომ ქუჩაში ტყვიებს ისვრიანო“
„გვირილას“ 35-წლიანი თავგადასავალი ბნელი 90-დან დღემდე _ „ქურდი 14 წლის ბავშვი აღმოჩნდა, პოლიციიდან განცხადება გამოვიტანე, ფული შევაგროვეთ და ქურთუკი ვუყიდეთ“
„სარკე“ მუსიკოსი ერნა წიფურია „სარკესთან“ იმ წლებს იხსენებს, როცა ანსამბლ „გვირილას“ ქმნიდა. ეს იყო 35 წლის წინ. კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა მუსიკოსი გამოწვევების წინაშე იდგა, გარშემო ბევრი პრობლემა იყო. ქალბატონმა ერნა სირთულეებითა და თავგადასავლებით სავსე გზასა და ანსამბლის 35-წლიან ისტორიაზე „სარკის“ ახალ ნომერში ყვება: _ აპარატურის ქურდები 14 წლის ბავშვები აღმოჩნდნენ. ის, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო […]
გოგი ქავთარაძე თავის შეცდომებზე წიგნის დაწერას აპირებდა
რას ნანობდა და რა ენატრებოდა ცნობილ მსახიობსა და რეჟისორს გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე
„სარკე“ „დავიწყე მუშაობა წიგნზე „შეცდომები”. შეცდომები გარდაუვალია. შემდეგ ვცდილობთ, გამოვასწოროთ, მაგრამ ზოგჯერ გამოგვდის, ზოგჯერ – არა. კარიერის კუთხითაც ბევრი შეცდომა დავუშვი. 120-მდე სპექტაკლი დავდგი. არ ვამბობ, რომ ყველა თანაბრად კარგი იყო. სპექტაკლების დროსაც დამიშვია შეცდომები“, – უთხრა რეჟისორმა და მსახიობმა, გოგი ქავთარაძემ „სარკეს“ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. ის 5 წლის წინ, დეკემბრის თვეში, 80 წლის […]











