თაკო სამხარაძე გურჯაანში დაიბადა და გაიზარდა. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული გოგონა სამი წლიდან სცენაზე იდგა, მღეროდა, ცეკვავდა, სპექტაკლებში, ფესტივალებში მონაწილეობდა. ასაკის ზრდასთან ერთად ნატვრაც იზრდებოდა, აუცილებლად მსახიობი უნდა გამოსულიყო. ოცნება აუხდა, ოღონდ თეატრალურ უნივერსიტეტამდე ჯერ საცირკო-საესტრადო სასწავლებელი დაამთავრა. ემიგრაციაში გაჭირვების გამო არ წასულა. სწავლის შანსი გამოუჩნდა საბერძნეთში. კიდევ ერთ პროფესიას დაეუფლებოდა და უკან, თბილისში დაბრუნდებოდა. ბედმა […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
საცივი – სადღესასწაულო სუფრის გვირგვინი
ქართული საცივი სადღესასწაულო სუფრის გვირგვინად მიიჩნევა. მის წარმომავლობაზე ჯერ კიდევ კამათობენ, თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთ საქართველოშია შექმნილი. არსებობს მოსაზრება, რომ საცივს ინდური ფესვები აქვს და მას ხშირად ადარებენ ინდურ კერძს, რომელსაც კარი ჰქვია. რაც აღნიშნულ კერძს ქართულ საცივთან ანათესავებს, მასში სუნელების დიდი რაოდენობაა, მაგრამ სრულიად უცხოა ამ კერძისათვის ნიგოზი. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში თუ შეხვდებით კარის […]
სოფო ბედია: “სამჯერ ვიყავი ორსულად და არც ერთი დასრულდა კარგად”
მომღერალი სოფო ბედია 10 წელი მღეროდა რესტორნის სცენაზე, 5 თვის წინ კი ამ საქმეს თავი დაანება. ეს მისი გადაწყვეტილება იყო, რადგან სურს, მისი შემოქმედებითი და პირადი ცხოვრება სხვა ეტაპზე გადავიდეს. მან ახალი საქმიანობა წამოიწყო, თუმცა სიმღერისთვის თავი არ დაუნებებია, პირიქით, ამ მხრივ გააქტიურდა. ოჯახური ცხოვრებისთვისაც მეტი დრო გამოუთავისუფლდა და ის და მისი ქმარი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი […]
რატი წითელაძე: “ვიჯექი სახლში და სიკვდილზე ვფიქრობდი” – რეჟისორის ფილმმა ოსკარის ფესტივალზე წარმატებას მიაღწია
ფოტომოდელი, ყოფილი სპორტსმენი, რატი წითელაძე, ჰოლივუდს უმიზნებს და ამბიციური ჩანაფიქრი აქვს – რეჟისურაში სურს, საკუთარი სიტყვა თქვას. საქართველოში საზოგადოებამ ის გაიცნო პროექტიდან “ცეკვავენ ვარსკვლავები”, ამის შემდეგ სერიალშიც ითამაშა. შემდეგ კი მის ცხოვრებაში საკუთარი თავის ძიების რთული პერიოდი დაიწყო. ერთ დღეს რატიმ ხელში აიღო კამერა და რეალურ ისტორიაზე გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი “დედა”, რომლითაც ბევრი ფესტივალი მოიარა. […]
რეზო ბლიაძე: “მე და ნინიამ გაუგებრობისა და გაუცხოების პერიოდები გადავლახეთ”
მომღერალ რეზო ბლიაძეს ჯგუფ “რეზოს და ბავშვების” შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა თავის მშვენიერ ლედის შეხვდა და დიდი სიყვარული ეწვია. მსახიობი ნინია ჯაოშვილი ერთი ნახვით შეუყვარდა. ურთიერთობა მალევე ააწყვეს, დაქორწინდნენ და დღეს უკვე 6 წლის თომა ჰყავთ, აპრილში კი მეორე შვილის მშობლები გახდებიან. სიყვარულით შექმნილ ოჯახში იდილია არც ისე ადვილი მისაღწევი აღმოჩნდა. იყო აზრთა ჭიდილი, […]
თამუნა ვაშალომიძე შვილის მამასთან ცხოვრებას ეგუება – “ამ ეტაპზე ქორწინება ზედმეტად მიმაჩნია”
მოდელი თამუნა ვაშალომიძე 26 წლის ასაკში პირველი შვილის დედა გახდა. თებერვალში მისი გოგონა სოფია დაიბადა. როგორც ახალბედა დედა ამბობს, შვილის მამა მის გვერდით არის, ამერიკიდან სპეციალურად ჩამოვიდა და სოფიას ერთად ზრდიან, თუმცა დაქორწინებაზე არ ფიქრობენ. მოდელის თქმით, მისი საქმრო 42 წლის ასაკში მესამედ გახდა მამა. – თამუნა, როგორი შეგრძნება დაგეუფლათ, როცა თქვენი გოგონა გაიცანით? – […]
მარტოხელა ქალს და მამაკაცს ერთმანეთი ,,სარკემ” აპოვნინა – ,,ჩემს ასაკში ქალის მოძებნა ძნელია, ამიტომ გამოვაქვეყნე განცხადება” – ვიდეო
თერჯოლელმა გოჩა ნემსიწვერიძემ თავისი ბედნიერება “სარკეში” იპოვა. 52 წლის მარტოხელა მამაკაცმა ჟურნალში განცხადება გამოაქვეყნა ოჯახის შესაქმნელად სასურველი კანდიდატურის გაცნობის მიზნით და თურმე უამრავი ქალი გამოეხმაურა. საბოლოოდ მისი არჩევანი 44 წლის ნონა გელოვანზე შეჩერდა. მათ დაქორწინება უსწრაფესად მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე დღე ეკონტაქტებოდნენ, შემდეგ ქუთაისში შეხვდნენ და შეუღლება პირველივე ნახვაზე გადაწყვიტეს. გოჩასთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველი ოჯახი […]
დალი მამასახლისი: “რომ ჩამოვიდე, ჩემი ინვალიდი შვილის მკურნალობის ხარჯებს ვინ დამიფარავს?” – 62 წლის ქართველი ქალი საბერძნეთიდან 3 შვილს, 5 შვილიშვილს და 1 შვილთაშვილს ინახავს
დალი მამასახლისი 48 წლის იყო, როცა მისთვის მძიმე, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოდან საბერძნეთში სამუშაოდ წავიდა. მაშინ ფიქრობდა, რომ იქ მხოლოდ 5 წელი დარჩებოდა და სამშობლოში დაბრუნდებოდა, მაგრამ მას შემდეგ 14 წელი გავიდა და ისევ უცხო მიწაზეა, თუმცა იქაურები თავისიანებივით შეიყვარა. 62 წლის დალი ქალაქ არტაში ცხოვრობს და მუშაობს. საქართველოში სამი შვილი ჰყავს […]
თიკა მახალდიანს შვილმა სცენა დაავიწყა – “თემო ძალიან გიჟი მამაა”
წლის მომღერალი თიკა მახალდიანი და მისი ქმარი, 38 წლის თემო პირველაშვილი, მშობლები გახდნენ. გოგონა 5 მარტს თბილისში დაიბადა და მას კირა დაარქვეს. თიკამ შვილი საკეისრო კვეთით გააჩინა და სამშობიაროდან 8 მარტს გაეწერა. თიკასთვის კირა პირველი შვილია, თემოსთვის – მეორე. მას პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს. გამოცდილი მამა ბავშვის მოვლაში ძალიან აქტიურობს. როგორც თიკამ გვითხრა, პატარა კირა […]
ნინი ონიანი: “სექსუალური ქალი ვარ და რატომაც არ უნდა მეცვას სექსუალურად?! ქალების სიყვარულით განებივრებული არ ვარ”
მოდელი და ყოფილი ტელესახე, ნინი ონიანი, თამამ და სექსუალურ ტანსაცმელს არასდროს ერიდება, თუმცა ზღვარის დაცვას ყოველთვის ცდილობს, რომ მისი გარეგნობა ვულგარული არ იყოს. მისი გარდერობი ყოველთვის მრავალფეროვანი იყო, ბოლო დროს კი შავი ზედმეტად გაურია, რასაც მალე “გამოასწორებს” და გაზაფხულის ნათელი ფერებით შეცვლის. – ნინი, თქვენს გარდერობს შეიძლება ეწოდოს მრავალფეროვანი? – ვერ გეტყვით, რომ კარადაში ასი […]











