მკითხველს უყვარს ნანა ცინცაძის თავისუფალი, ცეცხლოვანი, ღრმა პოეზია, ლექსების ემოციურად, შარმით წაკითხვა… არადა პროფესიით ექიმია, თერაპევტი. ბოლო ხანებში ფსიქოთერაპიამ გაიტაცა. როგორც ამბობენ, უტყუარი, თანდაყოლილი ალღო აქვს. კითხვაზე, თუ რა არის ქალური სიბრძნე, ასე გვიპასუხა: “გადაჭარბებული ქალური სიბრძნის არ მესმის, არ მწამს. არ მჯერა, რომ კაცებს მაინცდამაინც უჭკუო ქალები ხიბლავთ, თუმცა არც ის მჯერა, რომ ქალი […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ვერიკო ტურაშვილი: “მაღალი ვარ და 3-4 კილოს მომატება არ მეტყობა”
მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა თინეიჯერობის ასაკში დაიქადნა, რომ ზედმეტ კილოგრამებს მოიშორებდა და დანაპირები შეასრულა კიდეც, მას შემდეგ თითქმის ერთ წონაზეა. ვერიკო ორი შვილის დედაა, ოჯახში თავად უძღვება საქმეებს, ამიტომ, უნდა თუ არ უნდა, რეჟიმშია, თავის დროზე იძინებს და იღვიძებს და მთელი დღე აქტიურადაცაა. თუმცა იცის, რომ 30 წელს გადაცილებული ქალისთვის ეს საკმარისი არ არის და სატრენაჟორო […]
ნინო ჩხეიძე 40 წლის ასაკში მეორე შვილის გაჩენას აპირებს
მომღერალ ნინო ჩხეიძეს მთელი ზაფხული დატვირთული აქვს. ექსკლუზიურად “სარკეს” გაუმხილა, რომ ორი თვის წინ ბენდი ჩამოაყალიბა და რეპეტიციებს გადიან. სექტემბრიდან თავის მსმენელს აბსოლუტურად ახალ პროექტს შესთავაზებს, რომელიც მისთვისაც ექსპერიმენტია. – ნინო, მუდმივად სიმღერებს წერთ, ახალ პროექტებზე მუშაობთ. ამჟამად რას უმზადებთ თქვენს მსმენელს? – სიმღერებზე აქტიურად ვმუშაობ. სექტემბრისთვის კიდევ ახალ პროგრამას ვამზადებ. აბსოლუტურად განსხვავებულ და ხმაურიან […]
ნუგზარ ერგემლიძე ონლაინ სესხებით ცხოვრობს
მომღერალი, მუსიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნუგზარ ერგემლიძე, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” მსახიობად მოგვევლინა და მისი გმირი გოგი კირვალიძე საკმაოდ პოპულარულიც გახდა. როგორც ერგემლიძე ამბობს, ეს გმირი ტრაგიკული ადამიანია, არადა მაყურებელი კომიკურ, გაშარჟებულ პერსონაჟად აღიქვამს. ჟურნალმა “სარკემ” ნუგზარ ერგემლიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. – ბატონო ნუგზარ, თქვენი თაობის მამაკაცებიდან ალბათ ბევრი ჰგავს გოგი კირვალიძეს, ის გარკვეული კატეგორიის ადამიანების […]
ავთო აბესლამიძემ ასტანაში რუსეთი დაამარცხა და 10 ათასი დოლარით დაბრუნდა
ახალგაზრდა ბათუმელმა მომღერალმა ავთო აბესლამიძემ – საქართველოში “იქს ფაქტორის” გამარჯვებულმა, ამჯერად ყაზახეთში მოიპოვა დიდი წარმატება. ასტანაში გამართულ მუსიკალურ კონკურს “ვოისში” გრან პრი მოიპოვა და მსხვილი ფულადი ჯილდო მიიღო. საქართველოში დაბრუნებისთანავე ავთომ თავისი ემოციები და შთაბეჭდილებები “სარკეს” გაუზიარა. – ავთო, გილოცავთ გამარჯვებას! როგორ მოხვდით ასტანაში გამართულ კონკურსზე? – დამიკავშირდნენ ორგანიზაცია “სილქ როუდ სტარიდან”, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ […]
ნუკრი კაპანაძე მანქანამ გინებას შეაჩვია – ”ფარები სულ ანთებული მრჩება და მანქანა – დაქოქილი”
მომღერალი ნუკრი კაპანაძე 10 წელია, რაც მანქანას ატარებს. მართვა მექანიკაზე ისწავლა და ნამდვილ მძღოლადაც თავს სწორედ მაშინ გრძნობდა. ახლა კი “სუძუკი” ჰყავს, რომელსაც გაბარიტების გამო მიანიჭა უპირატესობა, მისი პარკირება ადვილია, პლუს ნაკლებ საწვავსაც წვავს. – ნუკრი, რა პრინციპით შეარჩიეთ თქვენი მანქანა, როცა ყიდულობდით? – იაპონური, წითელი “სუძუკი” მყავს, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ძრავი და, რაც […]
ნანუკა გოგიჩაიშვილი შეყვარებულია – “მასთან ძალიან ბედნიერი ვარ”
მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილს ცოტა ხნის წინ ჩიკაგოსა და ვაშინგტონში ნახატების პირველი გამოფენა ჰქონდა და, რა თქმა უნდა, დიდი ემოციებისა და შთაბეჭდილებების ქვეშაა. მისი ბავშვობის გატაცება, რომელიც წლების განმავლობაში მივიწყებული იყო, ახლა მისთვის მთავარ ინტერესად იქცა. სამოდელო კარიერამ კი უკანა პლანზე გადაინაცვლა. მის პირადშიც სიახლეა – ნანუკამ გაგვიმხილა, რომ შეყვარებულია და ისიც არ დაუმალავს, რითი დაიპყრო […]
თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიმაგრებული გიორგი აბულაძის ტრაგედია – ”არ ვიცი, ჩემმა შვილმა როგორ შეაღწია ანტალიის აეროპორტში”
5 წლის წინ, 2013 წლის 2 ივნისს, მსოფლიო ავიაციის ისტორიაში გაუგონარი შემთხვევა მოხდა – მოსკოვის ერთ-ერთ ავიალაინერში თვითმფრინავის ბორბალზე ქამრით მიბმული ბიჭის გვამი აღმოაჩინეს. პასპორტიდან შეიტყვეს, რომ ის საქართველოს მოქალაქე, 23 წლის ქუთაისელი გიორგი აბულაძე იყო. ბიჭი ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონი გახლდათ, ასევე – დამსახურებული სამხედრო მოსამსახურე. ოფიციალური ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცმა სასიკვდილო გზით გადაწყვიტა თურქეთიდან იტალიაში […]
,,ნაფერები რძალი ოჯახში ქურდად გვექცა” – დედამთილის გასაჭირი
,,სარკე“ მძიმე გადასატანია, როცა ადამიანს სიკეთეს უკეთებ, ის კი შენ მიერ გაღებულ მადლს ბოროტებით პასუხობს. ამ დროს უამრავ კითხვას უსვამ საკუთარ თავს: “სად დავუშვი შეცდომა? სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავი?”… ,,სარკის” რესპონდენტის, შუახნის ქალის, მანანას, თავსატეხიც ეს არის – შვილივით გამოზრდილმა გოგონამ რატომ ატკინა გული, რატომ ცდილობს სიყვარულით ნაშენებ მის ოჯახში ნაპრალი გააჩინოს. ჯერჯერობით დიდი მოთმინებით […]
დოდო ჭიჭინაძე: ,,მამაკაცის ხსენებაც კი შემძულდა” – ყველაზე უბედური პირველ ქმართან და ყველაზე ბედნიერი მეორესთან
მსახიობ დოდო ჭიჭინაძის სახემ გასული საუკუნის 40-იან წლებში გაიბრწყინა ქართულ კინოში და სამუდამოდ დარჩა კიდეც. ის არამარტო ლამაზი და ნიჭიერი იყო, საოცარი შინაგანი ხიბლი ჰქონდა. ამ მშვენიერი ქალის შემოქმედების გზაც საინტერესო იყო და ცხოვრებისეულიც. ამიტომაც მისი სტუმრები ხშირად იყვნენ ჟურნალისტები. ისიც საოცარი შარმით, გულწრფელად ყვებოდა თავის ისტორიებს. რამდენიმე ინტერვიუ დოდო ჭიჭინაძესთან “სარკის” არქივშიც ინახება. – […]











