ქართველმა მეცოსოპრანომ, ქეთევან ქემოკლიძემ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. გასულ წელს ქემოკლიძის კარმენმა საოპერო სფეროში გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა – მსოფლიო მედია მის ტრიუმფულ გამოსვლაზე აქტიურად წერდა. ქართველი მომღერლის დიდი გულშემატკივარი თვით დიდი მაესტრო პლასიდო დომინგოა. სწორედ დომინგოს მიწვევით როზინას როლზე შედგა ქეთევანის ამერიკული დებიუტი. დომინგოს სახელსვე უკავშირდება ქეთევანის კიდევ ერთი აღიარება ლოს ანჯელესის ოპერაში შესრულებულ როსინის […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
თეა ჩეჩელაშვილი: “პატიმარი ქმრების არჩევამ ძალიან დამაზარალა… ახლა თავი დავაჭერინე ერთ მონადირეს”
ჟურნალისტი თეა ჩეჩელაშვილი ქუთაისში პოპულარული გახდა რადიოგადაცემით “პორტრეტი ჩარჩოს გარეშე”. მოგვიანებით იმავე სახელწოდების გადაცემა ერთ-ერთ ტელეარხზეც გააკეთა. თავად მისი პორტრეტი ჩარჩოების გარეშე კი თოქ შოუებში იხილა მაყურებელმა და გაიცნო, როგორც თამამი ქალი, სექსუალური ფორმებითა და სექსუალურ თემებზე ხმამაღლა მოსაუბრე. ჟურნალისტური საქმიანობის მიღმა, თეას პირადი ცხოვრებაც მრავალფეროვანია. ორი ქმარი და ორივე პატიმარი. დღეს ეს ეტაპი მისი […]
მარიტა როხვაძე: ”რამდენიმე წელია, ერთად ვართ… არ ვეჭვიანობთ, მას უყვარს ჩემი ცხოვრების წესი”
მომღერალი მარიტა როხვაძე ისევ შეყვარებულია და ისევ არ ამხელს თავისი რჩეული ვინაობას, თუმცა ასეთი ამბები თავს დიდხანს არ მალავენ, თუნდაც სოციალურ ქსელებში. “სარკემაც” შეიტყო, ვინ არის მამაკაცი, რომელზეც მარიტა ყურებამდე შეყვარებულია და ეს გრძნობა ორმხრივია. “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ბუბა ჟორჟოლიანს მასთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოები აქვს გამოქვეყნებული და წყვილს მეგობრები ულოცავენ, ბედნიერებას უსურვებენ. იმავე “ფეისბუქიდან” […]
თამუნა გომართელმა თავისი მოგონილი დიეტით 3 თვეში 20 კილო დაიკლო
ყოფილი ტელეწამყვანის, თამუნა გომართელის, დიეტა ინტერნეტში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. 3 თვის განმავლობაში მან 20 კილოს დაკლება შეძლო. დიეტა ფაქტობრივად მისი გამოგონილია და შედეგით ძალიან კმაყოფილია. თამუნამ რამდენიმე წლის წინ თავისი ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალა, როცა ამ საკითხს ფსიქოლოგიურად მიუდგა. თავისი გამოცდილება მან ჩვენს მკითხველსაც გაუზიარა: – ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი, დამეცვა ოქროს შუალედი ჯანსაღსა და […]
ირაკლი ჩხიკვიშვილი: “მე და გაია ხაჩიძე უზომოდ ვართ შეყვარებულები”
ირაკლი ჩხიკვიშვილი, ტელემაყურებლისთვის ცნობილი, როგორც ზურაშა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებიდან”, გასული წლის ზაფხულში დაქორწინდა. თავის სასიყვარულო ისტორიას ის ბოლო წუთამდე მალავდა, ინტერვიუებში ამ თემას გაურბოდა ან პირდაპირ ამბობდა, რომ შეყვარებული არ იყო. 32 წლის ირაკლის რჩეული გაიანა ხაჩიძეა. მას საზოგადოება აქამდე იცნობდა, როგორც აჩი ფურცელაძის ყოფილ ცოლს. გაიას და აჩის კავშირი 5 წელი გრძელდებოდა გაშორება-შერიგებებით. […]
ნიკო ნადირაშვილი: “15 წლის ბავშვს ხელი დავავლე და სახლში ცოლად წამოვიყვანე”
ნადირაშვილების ოჯახმა ქართული ხალხური საკრავების ხელოვნება განავითარა, ახალ საფეხურზე აიყვანა და პოპულარიზაცია გაუწია მსოფლიოში. გასული საუკუნის 70-იან წლებში ქართული მუსიკალური ფოლკლორის ერთ-ერთმა პატრიარქმა, გიორგი ნადირაშვილმა, მეუღლე ევა ბიჩინაშვილთან ერთად თბილისის პიონერთა სასახლეში შექმნა პირველი ქართული ხალხური საკრავების ორკესტრი “საუნჯე”. მას შემდეგ მრავალი თაობა გამოზარდეს, ფოლკლორის ხელოვნებას აზიარეს როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებგარეთაც. ცნობილი ტრიო “საუნჯე” […]
“გარდაცვლილი ქმრის მეჯვარე და შვილის ნათლია სიყვარულს მეფიცება”
არავინ იცის, საიდან შემოგეპარება სიყვარული, ვინ მოგეწონება, ვინ აგიმღვრევს სულსა და გულს. ძნელია გრძნობების კონტროლი, ზღვასავით მოწოლილი ემოციების მოთოკვა, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ თავს უნდა აჯობო. ჩვენი რესპონდენტი, ლელა ქმრის გარდაცვალების შემდეგ საჩოთირო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომელიც შეუქმნა ადამიანმა მისი უახლოესი წრიდან საკუთარი თავშეუკავებლობით. თუ რა ხდება მოწიფულ, ცხოვრებაგმაოვლილ ადამიანებს შორის, ამაზე ლელა თავად გვიყვება: – რთულ […]
“ამ ბოლო დროს ყველას ყველაფერი ვაპატიე” – რაზე სწყდებოდა გული ზაზა ბეჟაშვილს
არიან ადამიანები, რომლებიც გაიელვებენ და ჩაიფერფლებიან, მაგრამ ამ ხანმოკლე ცხოვრების გზაზე ასწრებენ თავიანთი ისტორიის შექმნას, სხვების გულებში ადგილის დამკვიდრებას. სწორედ ამიტომ ამქვეყნიდან სიყვარული, დიდი გულისწყვეტა და წრფელი ცრემლი მიაცილებთ. ასეთი ბედის აღმოჩნდა მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი, ახლობლებისთვის – ზუზუ. 16 აგვისტოს საღამოს ის გარდაცვლილი იპოვეს. ზაზა 41 წლის იყო. მსახიობის ცხოვრებაში ერთი უცნაური დამთხვევაა – მამამისიც […]
სერგო ჩიხლაძე: ”რატომ იხოცებიან ადამიანები ნაადრევად საქართველოში”
იმ დღეებში, როცა ფარმაცევტული დაწესებულებები მედიკამენტებზე ფასდაკლებებს აცხადებენ, აფთიაქებში უშველებელი რიგები დგება, რაც ქვეყანაში არსებულ დიდ პრობლემებზე მიუთითებს. პირველია ის, რომ საქართველოში ავადობის რიცხვი კატასტროფულად არის გაზრდილი. საქსტატის მონაცემებით, ასევე გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი კატასტროფულად შემცირდა. საგანგაშო სტატისტიკასა და ამ პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი სერგო ჩიხლაძე გვესაუბრა: – დაავადებათა კონტროლის ცენტრის […]
“იძულებული გავხდი, შვილის საფლავი მიმეტოვებინა” – ტელეოპერატორ სოფო ბობოხიძის ოცნებებს მისი ემიგრანტი დედა აასრულებს
წელიწადნახევრის წინ მთელი საქართველო შეძრა ტელეოპერატორ სოფო ბობოხიძის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. ახალგაზრდა ქალი სამსახურიდან სახლში მივიდა, დილით ტელეფონის ზარებს აღარ პასუხობდა, ადგილზე მისულ მეგობრებს კი გარდაცვლილი დახვდათ. ექსპერტიზის დასკვნით, სიკვდილის მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვი გახდა. 28 წლის სოფო “საზოგადოებრივი მაუწყებლის” იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ოპერატორი გახლდათ. სხვა, უფრო მნიშვნელოვანი “პროფესიაც” ჰქონდა – კარგი მეგობარი […]











