კატეგორია: სოციალური მედია

დავით ბერძენიშვილი ,,რუსული დროშა ნავალნის, მურატოვის და უამრავი მებრძოლი ადამიანისაც არის”

დავით ბერძენიშვილი ,,რუსული დროშა ნავალნის, მურატოვის და უამრავი მებრძოლი ადამიანისაც არის"

პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი დღეს აქციის მონაწილეების მიერ რუსეთის ფედერაციის დროშის ფეხებით გაქელვას გამოეხმაურა: ,,ქართულ დროშაზე იმპერიალისტმა პროპაგანდისტებმა რომ ფეხით იარეს, აღვშფოთდით, ბუნებრივია. ამასთანავე, რუსეთის დროშა მარტო პუტინის დროშა არაა, ნავალნის, მურატოვის და უამრავი მებრძოლი ადამიანის დროშაა. ჩემი დისიდენტი და ჟურნალისტი მეგობრების დროშაა. რეჟიმთან ბრძოლაში დაღუპული ანა პოლიტკოვსკაიას და ბორის ნემცოვის დროშაა… მართლა ღრუსებს ხომ არ […]

მარიამ ჯიშკარიანი: ,,ამგვარი რამ რუსეთშიც არ ხდება”

მარიამ ჯიშკარიანი: ,,ამგვარი რამ რუსეთშიც არ ხდება"

,,ემპათიის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ასე ეხმაურება: ,,ჩვენ მომსწრე ვართ როგორც კონსტიტუციის, ასევე ყველა კანონის დარღვევის. ადამიანს არ ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში, სრულიად გაუგონარია, პენიტენციური სამსახური წყვეტს: შეუძლია თუ არა მიიღოს მონაწილეობა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესში, ასევე წყვეტს, თუ რომელ ექიმს მიმართოს, ანუ ადამიანს არ ჰქონია უფლება, თვითონ განკარგოს თავისი […]

ოთარ ტატიშვილი: ,,გაოგნებული ვარ… კოვიდმა შეიწირა”

ოთარ ტატიშვილი: ,,გაოგნებული ვარ... კოვიდმა შეიწირა"

კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მუსიკოსზე, ცნობილ პედადაგოგზე, მაია მშვილდაძეზე. ,,გაოგნებიული ვარ და უკიდურესად დამწუხრებული. ჩვენმა უსაყვარლესმა, უმშვენიერესმა, სიკეთით და უანგარო ერთგულებით სავსე მეგობარმა, მაიკომ (მაია მშვილდაძემ) დაგვტოვა, კოვიდმა შეიწირა. ვუთანაგრძნობ მის შესანიშნავ ოჯახს,მეგობრებს, მის გაზრდილ უამრავ ახალგაზრდა მუსიკოსს და მთელ მუსიკალურ საზოგადოებას ამ დიდ დანაკლისს. ნათელში იყოს მისი კეთილი სული. როგორ მიმძიმს ამის […]

ნინუცა კეკელია: ,,ახლა ვიცი, რატომ გიკვდებათ დღეში 70 კოვიდინფიცირებული”

ნინუცა კეკელია: ,,ახლა ვიცი, რატომ გიკვდებათ დღეში 70 კოვიდინფიცირებული"

,,მთვარის” ჟურნალისტი ნინუცა კეკელია კოვიდით არის ინფიცირებული. ის იმ ყველაფერზე წერს, რაც ვირუსის მართვისას გადახდა თავს. ,,ახლა ვიცი, რატომ გიკვდებათ დღეში 70 კოვიდინფიცირებული. შაბათს კოვიდი დამიდასტურდა. მარტივი ფორმა მაქვს და გადავწყვიტე,  დაგლოდებოდით, რა ბიუროკრატია გქონდათ, ძალიან მაინტერესებდა. დამირეკა ჯანდაცვამ შაბათს, კოვიდი გაქვთ, ხოვო? დამემშვიდობნენ. მეორე დღეს ისევ დამირეკეს, კონტაქტები ჩამაწერინეთო – ის კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან, […]

დავით ზურაბიშვილი: ,,საერთოდ რა ჯიშის ხართ და სად გაიზარდეთ?”

დავით ზურაბიშვილი: ,,საერთოდ რა ჯიშის ხართ და სად გაიზარდეთ?"

პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,გლდანის ციხის საავადმყოფოში პატიმრის უჩუმრად და ციმციმ გადაყვანა რა იყო ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, ან ეს რას ჰგავს, სხვა პატიმრებს რომ აგინებინებთ მოშიმშილე და ავადმყოფ კაცს? რომელ გენიოსს მოგივიდათ ეს თავში? სრულიად წარმოუდგენელია, რასაც ეს ხელისუფლება სჩადის მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ვინ ხართ თქვენ საერთოდ, რა ჯიშის ხართ და სად […]

,,გვაქვს ეჭვი, რომ შეყვანისას სააკაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ”

სააკაშვილი: ,,რუსეთმა რაც 2008 წელს ვერ გააკეთა, გააკეთა 2012 წელს ივანიშვილის მოყვანით"

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს: ,,ამ წუთებში იმედის ეთერში იუსტიციის ფარჩაკი მინისტრი ამბობს, რომ სააკაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეთვრამეტე დაწესებულების პერსონალს. ღიად ვაცხადებ, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შეყვანისას მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად და ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან. ამ ეჭვს ამძაფრებს ისიც, რომ ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის ცნობილ […]

ელისო კილაძე: ,,ძალიან ცუდადაა, გონება უკვე დაკარგა!”

წერილი ციხიდან: ,,ელისო, მართლა სასწაულს აკეთებს თქვენი გამოძიება"

გაზეთ ,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ,,აკი არ შიმშილობსო? აკი გლდანის ,,რეზბალნიცა” მზადააო? აკი ექიმები გვყავსო?! მკვლელების მთავრობა! მე მივდივარ გლდანში! ვიცი, რომ ძალიან ცუდადაა და გონება უკვე დაკარგა! ქვეყანაა ამ მკვლელებისგან გამოსახსნელი! ირაკლი ღარიბაშვილი – მკვლელი ხარ!”.

ნანა გეგეჭკორი: ,,პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება დასჯადია”

ნანა გეგეჭკორი: ,,ნარკანით გადარჩენილი ნარკოტიკული ინტოქსიკაციის ვერსია სამედიცინო აბსურდია"

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას ასე ეხმაურება: ,,პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება, თუნდას ეს მისი სიცოცხლის გადარჩენას ემსახურებოდეს, დასჯადი ქმედებაა. ექიმი, ვინც ხელს აწერს გადაწყვეტილებას პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ მის მკურნალობაზე, აუცილებლად უნდა დაისჯოს კანონის შესაბამისად. იმედია, ქართული კანონმდებლობა ამ ბარბაროსობის ლეგალურ უფლებას არ იძლევა”.

ელისო კილაძე ირაკლი კობახიძეს: ,,ილოცე, რომ მიშა გადარჩეს”

ელისო კილაძე: ,,უკრაინიდან ფოთამდე ატარა სააკაშვილი მარტომ''

გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს: ,,ბოლო რჩევაა ჩემგან. ცხელი თავი გაიგრილე და მოიქეცი ისე, როგორც ამ ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება. არ გაბედოთ და ხელი არ წაგიცდეთ პატიმრების ბუნტზე და შუმოკზე! არ გაბედოთ და თმის ღერი არ ჩამოუვარდეს პატიმარ სააკაშვილს! აღმოუჩინეთ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და ილოცე, რომ გადარჩეს! ჟანრის კლასიკა აჩვენებს, რომ […]

ნიკა გვარამია: ,,თუ ვინმე ხართ მიუნხენში ექიმი, გთხოვთ, დამიკავშირდეთ დაუყოვნებლივ”

ნიკა გვარამია განაჩენს ელოდება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია მიმართვას ავრცელებს: ,,თუ ვინმე ხართ მიუნხენში ექიმი, გთხოვთ დამიკავშირდეთ დაუყოვნებლივ”. სავარაუდოდ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და მას მაღალკვალიფიციური ექიმების დახმარება სჭირდება.