დავით დეფი გოგიბედაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “არსად გვინახავს სისხლს ასე სვამდნენ. დღეს სიჩუმეში ნელ-ნელა ვკვდებით. ჩვენს ასე ლამაზ ცარიელ თვალებს, მსხვერპლად იწირავს სამყაროს ფსკერი. დ. 18 ნოემბერი 2021”
კატეგორია: სოციალური მედია
გიორგი კავკასიძე: ,,თურმე სააკაშვილს რეანიმატოლოგების 5-კაციანი გუნდი ,,ყარაულობს”
ექიმი გიორგი კავკასიძე კოლეგების მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გაკეთებული დასკვნის შემდეგ წერს: ,,თურმე სააკაშვილს გვერდითა ოთახში რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგების 5-კაციანი გუნდი ,,ყარაულობს”. ამ დროს რეანიმაციები გადავსებულია კოვიდ-19 პაციენტებით, რომლებსაც რეანემატოლოგების დახმარება სჭირდებათ. ეს არ არის არც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და არც კოვიდ-19 პაციენტების გადარჩენაზე ზრუნვა”.
ინგა გრიგოლია: ,,ძალიან საყვარელი კაცია ნიკოლოზ ყიფშიძე, დგას ციხესთან და მოთმინებით ელის”
ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმზე, ნიკოლოზ ყიფშიძეზე წერს: ,,ვაიმე, ძალიან საყვარელი კაცია ნიკოლოზ ყიფშიძე. რომ არ იღლება… დგას ციხესთან და მოთმინებით ელის, როდის შეუშვებენ პაციენტთან, ხანდახან არ უშვებენ, მაგრამ მაინც დგას და ელის. მერე გამოდის, დგას და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. მერე ჩვენ გვერთვება ეთერებში და ჩვენს ათას შტერულ კითხვასაც მოთმინებით […]
ფსიქოლოგი არჩილ თალაკვაძეს: ,,ვწუხვარ, რომ შენთვის ამის მოწერა მიწევს, მაგრამ ყველა რესურსი ამოიწურა უკვე!”
ფსიქოლოგი მაია ცირამუა არჩილ თალაკვაძეს ფეისბუქით მიმართავს: ,,მინდა იცოდე – გულწრფელად შეძრწუნებული ვარ, რომ ამ სასტიკ, არაადამიანურ, ყოველგვარი ლოგიკისგან და ჰუმანურობისგან დაცლილ ქმედებებში, ამ პოლიტიკურ შურისძიებაში, რომელიც გასცდა ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს, ადამიანის უფლებებს და ა. შ. შენც მონაწილეობ. როცა ჩვენ საქმიანი კონტაქტი გვქონდა, გიცნობდი, როგორც ძალიან კარგ პროფესიონალს, კარგ მენეჯერს, უკომპრომისო მებრძოლს, უბრალოდ ჰუმანურ ადამიანს. […]
,,ჩემი პატარა ძმა სცემეს იმის გამო, რომ 5 წუთით შევიყვანეთ შიგნით, მიშველეთ, მეგობრებო” – პატარა გოგონას წერილი
პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება. ადამიანებს სთხოვს, გვერდით დაუდგნენ. ,,მეგობრებო, მიშველეთ. ჩემს სახლთან დატოვეს პატარა ცუგა. მარნეულში ვარ, თუ ვინმეს შეგიძლიათ შეიფაროთ, გთხოვთ, ახლავე მოდით და წაიყვანეთ. სახლში ატეხეს ჩხუბი, კინაღამ ჩემი პატარა ძმა სცემეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ 5 წუთით შევიყვანეთ შიგნით. ეჩხუბებიან, ახლავე წაიყვანეთ და გააგდეთო თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება, თუნდაც […]
თამარ ნადირაძე: ,,სიკვდილი მებრძოდა, მაგრამ გადავრჩი”
,,მარიგოლდის” დამფუძნებელი თამარ ნადირაძე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მან თავად დაწერა ფეისბუქში: ,,დავბრუნდი და დაგიბრუნდით. სიკვდილი მებრძოდა, მაგრამ, უფლის მადლით, დავამარცხე. დიდება უფალს, რომ გადავრჩი. მადლობა ,,ვიტა მედის” მედპერსონალს. კლინიკის ხელმძღვანელს თამარ ახვლედიანს და თავის საქმის უზომოდ დიდ პროფესიონალს, რომა გოგოლაძეს და მთელ კოლექტივს, რომლებმაც თვეზე მეტი იბრძოლეს ჩემი გადარჩენისთვის. მინდა, მათ ვუთხრა, […]
,,ასანთი არ გაქვს თუ ბენზინი? რომელი მოგიტანო?” – ლადო სადღობელაშვილი ნიკოლოზ რაჭველზე
დირიჟორის და კომპოზიტორის, ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას – ,,ფილარმონიის წინ ბენზინის გადასხმაზე და ასანთის გაკვრაზე რამდენჯერ მიფიქრია” – ლადო სადღობელაშვილი ასე პასუხობს: ,,მერე რომელი არ გაქვს? რომელი მოგიტანო? ასანთი თუ ბენზინი? ხელოვნი, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ჩემს თვალში ჩვეულებრივი პარტმუშაკია… მიხედე მუსიკას, შე დალოცვილო! პოლიტიკას პოლიტიკოსები მიხედავენ! მაშინ სად იყავი, მიშა ხალხს რომ აწამებდა, კლავდა, იჭერდა, ქონებას […]
ნიკა ნარსია: ,,პრეზიდენტისგან, რომელიც შიმშილობს, საჩუქრად ეს შემწვარი ქათამიო”
აქტივისტი ნიკა ნარსია ფეისბუქში მოხუც ქალზე წერს: ,,მე და კახა კვეკვესკვირი მივედით ერთ-ერთ სახაჭაპურესთან, სადაც შემწვარი ქათმებიც იყიდებოდა, მოხუცმა ქალმა ქათმის ფასი იკითხა, გამყიდველმა უპასუხა, ქალბატონს სახეზე დაეწერა ყველაფერი, მოიწყინა და ერთხანს თვალი გაუშტერდა, ვინ იცის, რას ფიქრობდა და გულდაწყვეტილი გაბრუნდა უკან. კახამ გამყიდველს უთხრა აწონეთ ქათამიო, გამყიდველმა აწონა, ჩაალაგა და გადასცა მას, კახა დაეწია, […]
მეუფე იოსები: ,,გვეშინოდეს განსაცდელსა შინა მყოფი ადამიანების, ისინი ქრისტეს მსგავსნი არიან”
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ფეისბუქში წერს: ,,მოკრძალებით მივმართავ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, თქვენ დღეს ისე ახლოს ხართ ღმერთთან, როგორც არასდროს. თქვენ დღეს ისეთ განსაცდელში ხართ, საკმარისია, ღმერთს სთხოვოთ და ილოცოთ სამშობლოსთვის, საქართველოსთვის, თქვენი თავისუფლებისთვის, ვფიქრობ, რომ ღმერთი მყისიერად შეგისრულებთ თქვენს თხოვნას. ლოცვას მთების გადაადგილება შეუძლია. ასევე, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო მეუფე ნიკოლოზს, რადგანაც მან […]
დავით სააკაშვილი: ,,არაადამიანებო!!! ეს რა დღეში ჩაგვაგდეთ!”
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ეს რა დღეში ჩაგვაგდეთ, ღამე დაძინების მეშინია!! არაადამიანებო!!!”. უკვე რამდენიმე კვირაა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას უამრავი ადამიანი უშედეგოდ ითხოვს. დღეს ციხეში მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც არ შეუშვეს. მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა ყოველდღე უფრო და უფრო მძიმდება.











