ეპიდომიოლოგი თამრიკო კვარცხავა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ომიკრონის შესახებ: 1. ომიკრონი რამდენჯერმე უფრო სწრაფად განიცდის რეპლიკაციას და მრავლდება. 2. ომიკრონი დელტასთან ვერ კოჰაბიტირებს. აშკარად ჯობნის და ანაცვლებს მას. ვისაც აქვს ან ემართება დელტა, შანსი იმისა, რომ სხვას გადასდოს უფრო და უფრო მცირდება. ომიკრონის შანსი კი პირიქით, იზრდება, რომ უფრო ადვილად გადავიდეს მათზე, ვინც დელტა უკვე გადაიტანა. […]
კატეგორია: სოციალური მედია
აკა სინჯიკაშვილი: ,,ამ ნაგავში ვერ ხედავთ ადამიანს, არა? ეს ჯერ ცოცხალია, მაგრამ რამდენი გაიყინა, იცით?”
აკა სინჯიკაშვილი, რომელიც უამრავ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარება, ძალიან მძიმე პოსტს და ფოტოს აქვეყნებს. ,,პირველივე შეხედვით ვერ ხედავთ ადამიანს, არა? უკვე ისე შეერივნენ ნაგავს ქუჩაში, ვეღარც ვარჩევთ, ნაგავია თუ ადამიანი. რამდენი გაიყინა უკვე ქუჩაში. ეს ჯერ არ გაყინულა, უფრო სქელი ნაგვის გროვა მოძებნა და ჯერ ცოცხალია. ასეთი რამდენია ქალაქში, იცით? გამვლელის იმედზე სადამდე უნდა იყვნენ ოთხმოცი […]
,,ამისთვის ,,პრავა” უნდა დაახიო თავზე!” – ალექსანდრა პაიჭაძეს ისევ აკრიტიკებენ
ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე ამჯერად ბავშვის ძუძუთი კვების გამო მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში. ცოტა ხნის წინ მან ფოტო ატვირთა ,,ინსტაგრამზე”, სადაც ჩანს, რომ საჭესთან შვილს ძუძუთი კვებავს. ,,ძლიერებო, ქალებო, სიყვარულებო, რა რისკებზე წასულხართ პატარას სიმშვიდისთვის?” – დაწერა ალექსანდრა პაიჭაძემ. ,,საჭესთან ბავშვის კვება მართლაც რომ რისკია მისი სიცოცხლისთვის”, ,,ღვედიც უკეთია ბავშვს?!”, ,,ჯობია, ხელოვნურად კვებოს, ბევრად უსაფრთხო იქნება ბავშვისთვის”, […]
,,პარიზის ცენტრალურ ქუჩაზე ქართველების ოჯახი ღამეს მაღაზიასთან ათევს, საიდანაც ცხელი ჰაერი გამოდის” – რას წერს ემიგრანტი
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი იმ სამწუხარო რეალობასა და უკიდურეს გაჭირვებაზე წერს, რასაც უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეები აწყდებიან. ,,დღეს პარიზის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე გავიგე ქართულად მოსაუბრე პატარა ბავშვის ლაპარაკი და მისი დედის. ოჯახი უკვე მე-4 დღეა გარეთ ათევს. ისინი შეეკედლნენ ერთ-ერთ მაღაზიას, საიდანაც ცხელი ჰაერი გამოდიოდა და, სამწუხაროდ, ასეთი ხალხი ძალიან ბევრია. მე დროის უქონლობის გამო, […]
იუნა შაფათავა: ,,საქართველოში ეს არ შუქდება!.. აცრა რადგან არ გაიკეთა, ასე დასაჯეს”
მსახიობი იუნა შაფათავა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ბოლო დროს აცრის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო. საქმე ის არის, რომ ჯანმრთელობის პრობლემებს აცრას უკავშირებს. იუნა ამჯერად ნოვაკ ჯოკოვიჩზე წერს, რომელიც ავსტრალიაში კოვიდ საწინააღმდეგო აცრის საბუთის არქონის გამო ქვეყანაში არ შეუშვეს და საკარანტინე სასტუმროში გადაიყვანეს. ,,საქართველოში უმეტესობამ არ იცის, რადგან ეს არ შუქდება: მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ციხეშია ავსტრალიაში. […]
თამუნა მუსერიძე: ,,შენი შვილი ცოცხალია, ჯანმრთელია და ამერიკაში ცხოვრობს”
ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე, რომელიც ფეისბუქჯგუფით ,,ვეძებ” ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა შვილების და მშობლების პოვნაში. ამჯერად თამუნა ემოციურ პოსტს აქვეყნებს: ,,ღმერთო, მე მაპატიე, ამის დაწერა რომ მიწევს და გამძლეობა მოგეცეს შენ, დედავ, რომელმაც 1995-96 წელს ბიჭი გააჩინე. ბიჭი სახელად გიორგი მათეშვილი (ან მათიაშვილი). იცოდე, რომ შენი შვილი ცოცხალია,ჯანმრთელია და დღეს ამერიკაში ცხოვრობს. ის 9 კვირის იყო, […]
,,ხვალ შენს საყვარელ თეატრში ვერ გამოგემშვიდობები და გულში ვერ ჩაგიკრავ” – ვალერიან გამგებელი
მსახიობ ნიკა ქაცარიძეს ხვალ მისი საყვარელი რუსთაველის თეატრიდან გამოემშვიდობებიან. მსახიობის ბიძა,მადრიდში მცხოვრები ტენორი ვალერიან გამგებელი წერს: ,,სიტყვებით ვერ გამოვხატავ ტკივილს, რომელიც შენმა ასე მოულოდნელმა სიკვდილმა მომაყენა, ჩემო სისხლო და გულო, ჩემო ნიკუშა. ალბათ დროც ვერ განკურნავს ამ სევდას, სანამ ცოცხალი ვარ ამ ქვეყანაზე. უფრო მიძლიერდება ეს ტკივილი, როცა არ ძალმიძს, ხვალ შენს საყვარელ თეატრში გამოგემშვიდობო […]
,,წულუკიანის მეჯლისი” – ასეთი აღვირახსნილობა იშვიათად მინახავს” – გიორგი კიკონიშვილი
სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი კიკონიშვილი დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისს ეხმაურება და წერს: ,,წულუკიანის მეჯლისი” დადიანების სასახლეში – ასეთი აღვირახსნილობა მართლა იშვიათად მინახავს, ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის ყველაზე მდიდარი კლანი შეიკრიბა, თვითონ ცეკვავენ, თვითონ მღერიან, ფულსაც თვითონ იღებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დამშეულ ერს, რომლის დიდ ნაწილსაც საახალწლო სუფრაზე ალბათ გოზინაყიც კი არ ედო, ამ […]
ნიკა ქაცარიძის ბიძა: ,,რით ვანუგეშო ჩემი დაიკო ან რა ვუთხრა, შვილო!”
მადრიდში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ტენორი ვალერიან გამგებელი დისშვილის, ნიკა ქაცარიძის მოულოდნელ გარდაცვალებაზე წერს: ,,ვაიმე, ნიკუშ, ჩემო ვაჟკაცო ბიჭო! ეს რა დილა გამითენდა, შვილო! რით ვანუგეშო ჩემი დაიკო ან რა ვუთხრა? რით ვანუგეშო შენი უსაყვარლესი ნინიკო, ოჯახი და ორი ანგელოზი შვილი, რომლებზეც მზე ამოგდიოდა? უფალო, შენ მიიღე ნათელში ჩემი ნიკუშას სული”.










