საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი ყველა იმ ადამიანს აფრთხილებს, ვინც უცხოეთში აპირებს სამუშაოდ წასვლას. ,,ყურადღება!!! ქვეყანაში არსებულმა მძიმე სოციალურმა მდგომარეობა, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე აიძულა დატოვოს საქართველო და ოჯახის გადსარჩენად თავშესაფარი მოითხოვოს ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, ირლანდიაში, კანადაში ან სხაგან. ემიგრაციაში წამსვლელ მრავალრიცხოვან ნაკადთან ერთად გაიზარდა თაღლითების რიცხვიც, ვინც ხელის მოთბობის მიზნით, დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ სხვადასხვა ტიპის სერვისს. […]
კატეგორია: სოციალური მედია
გიორგი ღოღობერიძე: ,,ეს დედაჩემია, ნამდვილი ანგელოზი… სიზმრებში ის ისეთი ცოცხალია, ისეთი ნამდვილია…”
ექიმი გიორგი ღოღობერიძე თავისი ცხოვრების უდიდეს ტკივილზე, დედაზე წერს: ,,აქ დედაჩემია. სკოლის პედაგოგი იყო, ნამდვილი ანგელოზი… მიუხედავად იმისა, რომ ის წლების წინ გარდაიცვალა, მისმა დაკარგვამ საბოლოოდ შეცვალა ჩემი, ჩემი დის და მამის ცხოვრება! ჩვენ არასოდეს ვსაუბრობთ დედაზე, მაგრამ მის არარსებობას წლებია, უმძიმესად განვიცდით! დრო მკურნალია? – ალბათ, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ყოფილა… წლების მერე ისევ […]
პოეტი ასმათ მაჭავარიანი გარდაიცვალა – ,,8 შვილის დედაც არ დაინდო”
ჟურნალისტი და მწერალი მაია კახიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: ,,გარდაიცვალა პოეტი ასმათ მაჭავარიანი. სამწუხაროდ, 8 შვილის დედაც არ დაინდო კოვიდმა და არაჩვეულებრივი ქალბატონი, სიყვარულით სავსე პოეტი და უთბილესი ასმათიც იმიერში გადავიდა. ძალიან დამენანა… ისე განვიცადე… ვიზიარებ ოჯახის, ახლობელ- მეგობრების დიდ მწუხარებას. უფალმა დაგიმკვიდროს, ასმათ, ცათა სასუფეველი.”
ნინო ნადირაძე: ,,რაც ჩემს ოჯახს წყევლა-კრულვა შეხვდა, არც ერთ კაცისმკვლელს არ მიუღია ამდენი”
ექიმი-კარდიოლოგი ნინო ნადირაძე დიდი ხანია სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობს და დღეს ამის მიზეზი ახსნა. ,,ჩემო კარგებო, ალბათ შეამჩნევდით, რომ უკვე დიდი ხანია ფბ-ზე აღარ ვაქტიურობ, არც დავმალავ მიზეზს, არც ერთ პოლიტიკოსს, დამნაშავეს, კაცისმკვლელს, მოძალადეს არ მიუღია ლანძღვისა და წყევლა-კრულვის ის რაოდენობა, რომელიც მე და, ჩემგან გამომდინარე, ჩემს ოჯახს შეხვდა. მადლობა გია ჯაჯანიძეს ასეთი სითბოსთვის და […]
,,ლამაზი გოგოები იწყობენ ცხოვრებას ხანშიშესული, გავლენიანი კაცების ხარჯზე და მერე…” – ცნობილი წყვილის პირადი განსჯის საგანი გახდა
მუსიკოს გია ბაღაშვილის და მსახიობ თაკო აბაშიძის დარღვეული ქორწინება ალბათ დიდხანს იქნება სალაპარაკო თემა და, სამწუხაროდ, ბევრი უსიამოვნო კომენტარის მოსმენაც მოუწევთ. სოციალური ქსელი უკვე აივსო ათასგვარი პოსტით, სადაც მათ პირად ცხოვრებას განიხილავენ და ოჯახის დანგრევის გამო აკრიტიკებენ. ,,სხვისი ოჯახისას ვერავინ ვერაფერს გაიგებს, მიხედეთ თქვენსას. ხვალ ზეგ თქვენ რას იზამთ, ეგ არავინ არ იცის, ქალებს მივმართავ”, […]
თაკო ტაბატაძე: ,,მინდა, ვუპასუხო უამრავ შეკითხვას” – რას წერს გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი
მუსიკოს გია ბაღაშვილის ყოფილი ცოლი, მსახიობი თაკო ტაბატაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ყიფილ ქმართან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნა და თავიანთ 4 შვილზე ერთად ზრუნავენ. ,,მინდა, ვუპასუხო უამრავ შეკითხვას, რომლებიც სოციალურ ქსელებში დამხვდა. მე და გია უკვე მესამე წელია, რაც გაშორებულები ვართ და ცოლ-ქმარი აღარ ვართ. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები […]
დათო ლიკლიკაძის საჩუქარი ირაკლი ვაჩიბერაძეს: ,,ვიდრე გაიფიქრებ, რა ჩემ ფეხებად მინდოდაო… მადლობა, დათუნა”
,,მთავარის” ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე ქუთაისელ ჟურნალისტთან, დათო ლიკლიკაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,დათომ – ბევრი ვიფიქრე და ,,ტრუსარდის” ჰალსტუხი შეგირჩიეო. ვიდრე გაიფიქრებ, რა ჩემ ფეხებად მინდოდაო, მანამდე გეტყვი, რომ თუ არ გინდა, ვინმე გემოვნებიანს აჩუქებ და საჩუქარი მოლეული გექნებაო. დათუნა, მადლობა”.
მამა პეტრე: ,,ეს წუთია, შემატყობინეს, რომ 31 წლის ბიჭი გარდაიცვალა კოვიდის შემდეგ”
მამა პეტრე კოლხი ყველას აფრთხილებს, რომ პოსტკოვიდურ დღეებში თავს გაუფრთხილდნენ. ,,ეს წუთია, შემატყობინეს, 31 წლის ბიჭი, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, ერთ კვირაში თრომბით გარდაიცვალა… მაპატიეთ ამ მძიმე სტატუსისთვის, მაგრამ თავს გაუფრთხილდით… კოვიდზე საშიში პოსტკოვიდური სიტუაციაა და არ დარჩეთ კონსულტაციის გარეშე. ვისაც სისხლის პრობლემა აქვს, ხშირად გააკონტროლოს. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!” – წერს მამა პეტრე.
გია ჯაჯანიძე: ,,ავადაც არ ვხდები, რომ მიშველოს”
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე თავის მეგობარს, ექიმ ნინო ნადირაძეს საჯაროდ მიმართავს: ,,არაფერია იმაზე მეტი დიდი ბედნიერება და ძლიერი სიხარული, როცა ადამიანი გეგულება და იმედი გაქვს. ხშირად არ ვაწუხებ, მაგრამ რაც ასაკში შევედი, სულ მახსოვს, სულ მეიმედება. ისეთი ძლიერი იმედი მაქვს, რომ ავადაც არ ვხდები, რომ მიშველოს, იმედია ასე ვიქნები დიდხანს. ამას ახლა იმიტომ ვწერ, რომ მისი […]
ელისო კილაძე: ,,ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი პროფესიულად არის შესრულებული”
,,იმედზე” ნიკა მელიას ფარული ჩანაწერი არც მოქალაქის გაკეთებულია და არც ტელეფონით. ფარული კამერაა (ღილი) და პროფესიულად შესრულებული. შინაარსში არ შევდივარ, არ ვიცი, მსგავსი რამ თქვა თუ არა. ველოდები ნიკას კომენტარს”, – წერს ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე. საქმე ეხება ,,იმედში” გასულ სიუჟეტს, სადაც მათი მტკიცებით, ნიკა მელია ამბობს: „ჩემი პარტნიორული, მეგობრული, კოლეგიალური გაფრთხილება იყო მიშასთვის, […]











