ტელეკომპანია ,,პირველის” ჟურნალისტები უკრაინის საელჩოსთან ყვითელი და ლურჯი ვარდებით მივიდნენ და ამით გამოხატეს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ,,უკრაინის საელჩოსთან მოვედით სოლიდარობის გამოსახატად. გამარჯვება უკრაინას! პრემიერის პოზიცია ჩვენი პოზიცია არაა!!! საღამოს 19.00-ზე. მივდივართ აქციაზე კანცელარიასთან. დიდება და გამარჯვება უკრაინას!” – წერს ინგა გრიგოლია.
კატეგორია: სოციალური მედია
უკრაინელები მძღოლის ამოყვანას ცდილობენ, რომელსაც ტანკმა გადაუარა
გონჩარენკო ღარიბაშვილს: ,,როცა ომი მორჩება, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე”
უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო საქართველოს პრემიერის, რაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებებს ფეისბუქით ეხმაურება და წერს: ,,საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი არ დაუჭირა. სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ? პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები მის ქვეყანას სერიოზულ ზიანს მოუტანს. პარლამენტიც კი არ იკრიბება ამის განსახილველად. ყველაზე მეტად კი უბრალო შეკითხვაზე გაცემულმა პასუხმა გამაოცა. აპირებდა თუ არა ირაკლი […]
გიორგი კავკასიძე: ,,საქართველოში გვაქვს სირენები? თავშესაფრები?”
ექიმი გიორგი კავკასიძე საინტერესო ამბავს იხსენებს: ,,2001-2020 წლებში შვეიცარიაში ვცხოვრობდით. 2015 წლამდე შვეიცარიაში ვალდებულება იყო, რომ ყველა ახალაშენებულ სახლს (კერძოსაც და კორპუსსაც) თავისი თავშესაფარი უნდა ჰქონოდა, რომელსაც ატომური იარაღისგან უნდა დაეცვა მცხოვრებლები. 2008 წელს ომის დროს საქართველოში ვიყავით მთელი ოჯახი, უფრო ზუსტად კი ჩავრჩით – ავტოვაარიის გამო ჩემმა ვაჟმა და მეუღლემ ხერხემლის დაზიანებები მიიღეს და […]
კოფი: ,,დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება”
ქართველი ქალი უკრაინიდან: ,,ვერ გატეხა მტერმა ეს საოცრად პატრიოტი ერი, პრეზიდენტი!”
უკრაინაში მცხოვრები ქართველი ქალი რამდენიმე სიტყვაში ატევს იმ სულისკვეთებას, რაც დღეს მამაც ხალხში ტრიალებს. ,,ვერ გატეხა მტერმა ეს საოცრად პატრიოტი ერი, პრეზიდენტი! ქართველი მეომრები, ჩვენი უძლიერესი ბიჭები თავგანწირვით დგანან სიმართლის მხარეს. მეტირება”, – წერს ქართველი ქალი, რომელსაც ახლობლები საქართველოდან ამხნევებენ. სახელს, გვარს და ფოტოს არ ვაქვეყნებთ. ახლა იქ მცხოვრები ყველა მოქალაქე მტრის პირისპირ დგას.
გერაშენკო: ,,არ დანებდნენ და 13-ვე დაიღუპა”
,,რუსული გემი ზმეინის კუნძულის გარნიზონს დანებებას სთავაზობდა. გაშვებულ იქნენ *ლეზე!”- წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო. ,,ამის შემდეგ დაიწყო საარტილერიო დარტყმა. დაიღუპა 13 უკრაინელი მესაზღვრე. შესაძლოა ის მამაცი გმირიც, რომელმაც მტერი *ლეზე გაუშვა, მოკლეს კიდეც, როგორც ზაპოროჟიას კაზაკები უკრაინის მტრებს. მარადიული დიდება გმირებს! შეცხვენა და სიკვდილი რუს დამპყრობლებს!”- წერს გერაშენკო. ტაბულა
ია ფარულავა: ,,აქ ჩარჩენილ უკრაინელებს უმსაპინძლებს ჩემი პარტნიორის სასტუმრო, დარეკეთ”
უკრაინის მოქალაქეები საქართველოდან უკრაინაში დაბრუნებას სხვადასხვა გზით ცდილობენ. თბილისის აეროპოტში მისულები აცხადებდნენ, რომ იქ ოჯახები ჰყავთ და თავიანთ სამშობლოში უნდა იყვნენ. მათთვის, ვინც საქართველოში ჩარჩნენ, საჭირო ინფორმაციას ვუზიარებთ, რომელიც მსახიობმა ია ფარულავამ დილით დაწერა: ,,ჩემი პარტნიორის სასტუმრო ,,ფოლკი” გრიშაშვილის # 56 – უფასოდ უთმობს ნომრებს საუზმით საქართველოში ჩარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. მეტი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 599 888 […]











