ცნობილი ქირურგი ალექსანდრე ცირეკიძე მზად არის, უკრაინაში წავიდეს და უკრაინელ ხალხს გვერდით დაუდგეს. ,,ბევრი ქართველი კოლეგა ემზადება, საუბრობს და ჩვენც თქვენ გვერდით ვართ, ბიჭებო! რა დროსაც გაიხსნება სამედიცინო კორიდორი, მზად ვართ (მერაბი, მე, ჩვენი ანესთეზიოლოგი). შემოგვიერთდით და დავეხმაროთ ჩვენს კოლეგა უკრაინელ ქირურგებს, მოსახლეობას”, – წერს ალექსანდრე ცირეკიძე.
კატეგორია: სოციალური მედია
5 600 დოლარი უკრაინელ ხალხს ქართველი ემიგრანტებისგან
ქართველი ემიგრანტები წარმოუდგენელ თანადგომას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. ცოტა ხნის წინ კარატეს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც უკრაინაში იმყოფება და სამოქალაქო პირებს წვრთნის, განაცხადა, რომ მას ევროპიდან ბევრი ქართველი ემიგრანტი უკავშირდება და იქ ჩასვლის სურვილს გამოთქვამს ხალხის დასახმარებლად. ახლახან კი ამერიკაში მცხოვრებმა გიორგი ნიკოლაიშვილმა დაწერა, რომ ქართველმა ემიგრანტებმა ორ დღეში 5 ათას დოლარზე მეტი მოაგროვეს და უკრაინელების […]
,,ბებიაჩემი წავიდა საომრად, 75 წლის ქალი, ისტერიკა მოაწყო კომისარიატშიო”
ჟურნალისტი ია ჯღარკავა სქრინს აქვეყნებს, სადაც მისი ძმა თავის უკრაინელ ნაცნობზე წერს: ,,წარმოიდგინე, დღეს ჩემმა უკრაინელმა ნაცნობმა დამირეკა და მითხრა, ბებიაჩემი წავიდა საომრად, 75 წლის ქალიო. თურმე მისულა კომისარიატში ჩასაწერად. უთქვამთ, ბებო, შენ არ გამოგვადგებიო და ისტერიკები მოუწყვია და ჩაუწერიათ. მერე უთქვამს, სროლა მასწავლეთო. უსწავლებიათ და წასულა”. ფოტო არ ასახავს მასალის შინაარს
,,რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები მდინარე პრიპიატის ახლოს შეხვდებიან”
ჟურნალისტი და პუბლიცისტი რაულ ჩილაჩავა უახლოეს ინფორმაციას გვიზიარებს: ,,რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ყოველგვარი წინასწარი პირობების გარეშე შეხვდებიან ბელორუსისა და უკრაინის საზღვარზე მდინარე პრიპიატის ახლოს. ეს შეთანხმება მიღწეულ იქნა ზელენსკისთან ლუკაშენკოს სატელეფონო ზარის შემდეგ. ცნობა გადმოსცა უკრაინის რადიოს საზოგადოებრივმა არხმა”.
ვახტანგ მაჭავარიანი: ,,თქვენ ხართ ნამდვილი ძუკნა და იცხოვრეთ ძუკნეთის ტონალობაში”
მსოფლიოში ცნობილი დირიჟორი, ვახტანგ მაჭავარიანი მიმართავს რუსეთში მცხოვრებ, პუტინის მეხოტბე თიკა კანდელაკს და წერს: ,,თიკა კანდელაკი – საქართველოს და სომხეთის სირცხვილი. არ ვიცი, როგორ მოგეპყრობიან სომხეთში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში თქვენ არ მოგემსახურებათ არც ერთი ოფიციანტი რესტორანსა თუ კაფეში და თქვენ არავინ გეტყვით: ,,დილა შვიდობისა” და ,,საღამო მშვიდობისა”. მიაღწიეთ თქვენსას. იტყუებოდით, იტყუებით და ვფიქრობ, […]
თამთა ჭელიძე: ,,ქართველები ამას შეძლებდით? ვინ გგონიათ თავი? დაახვიეთ…”
მომღერალი თამთა ჭელიძე ისევ აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად სხვადასხვა აქციებს აწყობენ. ,,რა ხალხი ყოფილა და თქვენ გგონიათ, რომ ამას შეძლებდით 3 მილიონო ქართველო? ჯარი სად გვყავს ? და ტექნიკა? და ჩვენ ვინმე დაგვეხმარებოდა? საერთოდ ვინ გგონიათ თავი… სულ ერთმანეთის ჭამაში და ქაზიზღში ატარებთ ცხოვრებას და თქვენ ამას შეძლებდით? ვის რაში აინტერესებთ საერთოდ… ან […]
უკრაინელი ანასტასია გოტფრიდი თავშესაფარში – ის საქართველოს სახელით გახდა მსოფლიო ჩემპიონი
საქართველოს ძალოვანთა ეროვნული ფედერაცია აქვეყნებს ფოტოს, სადაც უკრაინელი ანასტასია გოტფრიდი შვილთან ერთად თავშესაფარშია. ანასტასია მსოფლიო ჩემპიონი საქართველოს სახელით გახდა. 8 თვის წინ შვილი შეეძინა და უკრაინაში იმყოფებოდა. ,,ომის სისასტიკე. საქართველოს ნაკრების წევრი, მსოფლიო ჩემპიონი ანასტასია გოტფრიდი მცირეწლოვან შვილთან ერთად უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს”, – წერს ფედერაცია. ,,მთავარის” ჟურნალისტი დავით ერაძე ამბობს, რომ ფედერაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, […]
რაულ ჩილაჩავა: ,,კიევი დგას გმირულად, ხელისუფლება ადგილზეა!”
ჟურნალისტი და პუბლიცისტი, რაულ ჩილაჩავა უკრაინიდან წერს: ,,კიევის მისადგომებთან დივერსანტებმა ააფეთქეს ნავთობის ბაზა. ასევე დაარტყეს გაერთიანება ,,როდონის” რადიოაქტიურ ნარჩენთა საცავს. არსებობს ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე. ღამემ მეტნაკლებად მშვიდად ჩაიარა. ძირითადი ბრძოლები მიდის კიევის თანამგზავრ ქალაქ ვასილკოვში, კიევისპირა საკურორტო ზონებში ბუჩასა და ვორზელში. კიევი დგას გმირულად. ხელისუფლება ადგილზეა. მაღაზიებში ჯერ პროდუქტების ნაკლებობა არაა”.
დომენიკ მანგო: ,,უკრაინაში ვინმეს მოსაკლავად არ მივდივარ, ხალხს უნდა დავეხმარო”
ბლოგერი დომენიკ მანგო უკრაინაში მიდის, რომ უკრაინელებს დაეხმაროს. მან სამხედრო ფორმა მოირგო და დაწერა: „ჩავიცვი, დიდება და გამარჯვება უკრაინას… მეგობრებო, მე იქ ვინმეს მოსაკლავად არ მივდივარ, დაშავებულებს უნდა მივეხმარო. ჩემი მიზანი დაშავებულების დახმარებაა. ხალხს მინდა, რომ მოვეხმაროთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ”.
,,რა კონცერტი! ჩემს ნათესავებს 13 წლის ქსენია მუჟიჩენკოს ცხედარი უსვენიათ, სისხლში ცურავენ”
საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება უკრიანისადმი მიძღვნილ სოლიდარობის კონცერტს და წერს: ,,რა კონცერტი და რა ისტორიული მაგალითები?! ხომ არ გაჟრიალებთ?! სირცხვილია – არ გრცხვენია?! ჩემს ნათესავებს 13 წლის ქსენია მუჟიჩენკოს ცხედარი უსვენიათ სახლში და სისხლის გუბეებში ცურავს უკრაინა. ნუ გააბითურებთ ხალხს ისე, როგორც ეს 20 ივნისის შემდეგ მოხდა, თქვენმა დადგმულმა შოუებმა ხალხს ბრძოლის […]











