გაზეთ ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე მწერალ ლაშა ბუღაძეზე წერს: ,,იცოდით, რომ მწერალმა ლაშა ბუღაძემ შეწყალების საქმეზე მიშას წინააღმდეგ ჩვენება რომ მისცა?! საქმის მასალების მეშვიდე ტომის 215-219 გვ.შეწყალების კომისიის წევრის ლაშა ბუღაძის ჩვენება ფრაგმენტი: ,,აღნიშნული პირების შეწყალების საკითხი კომისიაზე განსახილველად არ შემოსულა, ვინაიდან ეს კომისიის წევრებში გამოიწვევდა დიდ აღშფოთებას. გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების ამბავი […]
კატეგორია: სოციალური მედია
რევაზ ბოჭორიშვილი: ,,ზოგი ფეხებზე დაიკიდებს ამ პოსტს, მე კი ვაპირებ, მას გავყვე”
საფრანგეთში მცხოვრები ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი უერთდება რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას და სოციალურ ქსელში წერს: ,,ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც ყველას შეუძლია უკრაინისთვის, რუსულ ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაა. აგრესორი და ბარბაროსი გამდიდრებას არ უნდა აგრძელებდეს. ყველას, ინდივიდუალურად, სახელმწოფოსგან დამოუკიდებლად, განსაკუთრებით ვისაც მანქანა ჰყავს, დღეს უკვე შეუძლია სულ მცირე ქმედებითაც კი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ […]
ომში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოში დაიბარეს – ,,რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე”
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის, თანამებრძოლებთან ერთად უმძიმესი ბრძოლების გადატანა უწევს, ამ დროს კი საქართველოში, სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მან თავად დაწერა სოციალურ ქსელში: ,,რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე, რამდენ რამეზე ვიფიქრო? ადვოკატი მირეკავს, 3 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა მოხვიდე შენი პროცესი გრძელდებაო. არც ომს გაცლიან და არც ცხოვრებით […]
თამთა ჭელიძე: ,,რა ჯანდაბად გინდა მიწა, თუ ხალხი დაიღუპა”
მომღერალი თამთა ჭელიძე უკრაინაში რუსების მიერ გაჩაღებულ ომზე წერს: ,,რა ჯანდაბად გინდა მიწა ან საერთოდ, რა აზრი აქვს რამეს, ისედაც რა მოკლეა ეს წუთისოფელი, თუ ხალხი დაიღუპა და 200-ზე მეტ დაღუპული ჩვილის ეტლს უყურებ. ღმერთო, დაიფარე ჩემი სამშობლო და ხალხი მსგავსი განსაცდელისგან”. თამთა ჭელიძე ბოლო დროს თავისი სტატუსების გამო არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა.
,,როგორ დამტოვე მარტო ამ ბოროტ სამყაროში” – უკრაინაში დაღუპული გია ბერიაშვილის ქალიშვილი
უკრაინაში დაღუპული გია ბერიაშვილის ქალიშვილი, მარიამი მამაზე წერს: ,,როგორ დამტოვე მარტო ამ ბოროტ სამყაროში, მე ხომ მხოლოდ შენი იმედი მქონდა, ჩემი საყრდენი იყავი, ჩემი გმირი იყავი და ხარ, მა”. გია ბერიაშვილი და დავით რატიანი ირპენისთვის ბრძოლაში დაიღუპნენ სადაზვერვო ბრძოლისას. ,,ბერო უკვე გარდაცვლილი გამოვიყვანეთ, ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ. ის ბოლო წუთამდე იბრძოდა სიცოცხლისთვის” – ამბობს მისი თანამებრძოლი […]
მარგო ლუჩკო უკრაინაში ნათესავებს ვეღარ უკავშირდება: ,,აღარც ტელეფონები, აღარც სოცქსელებია ხელმისაწვდომი”
ტელეწამყვანი მარგო ლუჩკო უკრაინაში თავის ნათესავებს ვეღარ უკავშირდება, მათთან კავშირი გაწყდა. მარგო წერს: ,,დეიდას და ბიძას ვეძებ. ლუჩკო არკადი (დაიბადა 1959 წელს), ლუჩკო ოლგა (დაიბადა 1965 წელს) და ასევე ჩემი ბიძაშვილი ლუჩკო რომანი და მისი ოჯახი. ისინი ბოლოს იყვნენ უკრაინის ქალაქ ვინიცაში, ასევე შესაძლებელია, ისინი ლუცკში იყვნენ. სამწუხაროდ, არც ტელეფონის ნომრები, არც სოციალური ქსელები, არაფერი […]
,,დღეს კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობის შესახებ შევიტყე, მოკლულია ღალატით” – მარიამ კუკუნაშვილი
სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი ღალატს ადამიანის მკვლელობასთან აიგივებს და წერს: ,,დღეს კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობის შესახებ შევიტყე. კი არ გარდაიცვალა, მოკვდა. მოკლულია ღალატით. რა მნიშვნელობა აქვს ბომბით მოკლავ, თოფით თუ ღალატით. მკვდარი მკვდარია და გაცოცხლებას აღარ ექვემდებარება. სასტიკად უნდა ისჯებოდეს ღალატი, რადგან ის სამუდამოდ ართმევს ადამიანს ნდობისა და სიყვარულის უნარს, ანუ იმას, რისთვისაც სიცოცხლე […]
ხათუნა ხოფერია: ,,რატომ არ კვდება შენი ხათუნა”
,,რატომ არ კვდება შენი ხათუნა” – დაწერა პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქში და უკრაინაში დაღუპულ ბახვა ჩიქობავას და მისი ოჯახის ფოტო გამოაქვეყნა. ბახვა ჩიქობავა ხათუნა ხოფერიას ბიძაშვილი იყო, რომელსაც ძმას უწოდებდა. ,,,არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ ყველამ მინდა იცოდეს, როგორი ბიძა მყავდა და რომ ყოველთვის ვამაყობდი მისით! აგვისტოს ომში ღმერთმა გვაჩუქა მისი თავი და […]
,,მიწა გამსკდომოდა, მინდოდა” – ვახო სანაიას მეუღლე უკრაინიდან
ექიმი თამუნა ყურაშვილი, რომელიც ქმარს, ტელეჟურნალისტ ვახო სანაის ახლავს უკრაინაში, სოციალურ ქსელში წერს: ,,როცა უკრაინის საზღვრამდე მივედით ფეხით, ღამის ოთხ საათზე, გაყინულები და დაღლილები, იქ ელექტროღუმელი იყო ჩართული, ჩანთები დავყარეთ და ვიკითხე, თუ შეიძლება. გავთბები-მეთქი. ვიღაც ფორმიანი კაცი იყო, არა მებაჟე (მათ სამხედრო ფორემბი აცვიათ) – კი, მოდიო. საიდან ხართო? საქართველოდან-მეთქი, მერე 2008 წელი არ […]
,,ბერო ბოლო წუთამდე იბრძოდა სიცოცხლისთვის, დათომ რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა” – უკრაინელი ჟურნალისტი ქართველ ჯარისკაცებზე
უკრაინელ ჟურნალისტს ალექსეი ბობრონიკოვს ქართველმა ჯარისკაცებმა, გია ბერიაშვილმა და დავით რატიანმა ბევრი კეთილი მოგონება დაუტოვეს. ჟურნალისტი უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე წერს: ,,ისინი გუშინ დაიღუპნენ ირპენისთვის ბრძოლაში, ჩვენი ოცეულის სადაზვერვო ბრძოლისას. ბერო უკვე გარდაცვლილი გამოვიყვანეთ, ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ. ის ბოლო წუთამდე იბრძოდა სიცოცხლისთვის… დათომ გარდაცვალებისას რამდენიმე ოკუპანტიც გაიყოლა. ის მსროლელი იყო. დათო ცხოვრობდა როგორც გმირი და გმირად […]











