საქართველოს მოსამართლეების ნაწილმა ერთობლივ განცხადება გაავრცელა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ და გაემიჯნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან დაკავშირებით. „ჩვენ, საქართველოს მოსამართლეებს, მიგვაჩნია, რომ ჩვენი კონსტიტუციური მოვალეობაა, დღეს, საკუთარი პოზიციის ხმამაღლა და არაორაზროვნად დაფიქსირება კანონის უზენაესობის ჭრილში, ადამიანის უფლებების დასაცავად და ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. პროფესიული ეთიკის ფარგლებში, ვიცავთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან […]
კატეგორია: სოციალური მედია
„ჩემი გარდერობის ყველაზე მომხიბვლელ ნაწილს წარმოადგენს მეორადები“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
,,ერთადერთი კომპლექსი მქონდა – ჩაცმის. იმიტომ, რომ მე პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი და დღეს მეორადები ტრენდად იქცა, მე კი ეს ყველაფერი 2015 წელს მაკომპლექსებდა”, – მბობს ბარბარა სამხარაძე „ნანუკას შოუში“. „მეორადები რატომ არის ტრენდი?“ – იკითხეს კომენტარებში ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქგვერდზე. ამ კითხვას ტელეწამყვანმა ასე უპასუხა: „იმიტომ, რომ ხალხი მიხვდა, ულამაზესი ჭინჭის ყიდვა შეიძლება იაფადაც, […]
„ჩვენო პატარებო, დედას როგორ უყვარდით“ – შორენა ონიანის მეუღლე შვილების ვიდეოს აქვეყნებს
მშობიარობის გართულებებით გარდაცვლილი შორენა ონიანის ქმარი, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში მეუღლეს ემოციური ვიდეოებით ემშვიდობება და წერს: „ჩვენო პატარებო, დედას როგორ უყვარდით“, „როგორი ლამაზი იყავი, ჩემო პატარა. ყველაზე ლამაზი დარჩები, შენ არასდროს დაბერდები, ყველა კადრი დარჩება შენს პატარებს“, „ეს უბედური დღეები არ უნდა დამდგარიყო, ჩემო მფარველო ანგელოზო, ყველგან გეძებ, რომ რამე ახალი ვიპოვო გაგზავნილ კადრებშიც, მაგრამ […]
თამარ ივერი საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს: „იმ ბავშვებს, რომლებიც 6-7 საათის განმავლობაში, უჭმელ-უსმელები გელოდებოდნენ, ემახსოვრებათ, როგორ არ უნდა შეიპყროს ადამიანი ამბიციებმა“
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები როგორ ტოვებენ სასტუმროს და როგორ არ ესალმებიან პატარა გულშემატკივრებს, რომლებიც მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ. მათ შორის იყვნენ ოპერის ქართველი ვარსკვლავის, თამარ ივერის შვილებიც. მომღერალი „ფეისბუქში“ წერს: „დღეს საოცარი განხიბლვა დამეუფლა. ვინც მიცნობს, იცის, რომ „მორიდებული გოგო” არ ვარ და ასეთ რაღაცებს, ვინც და […]
„მიწისძვრები… ვირუსი… გაუფრთხილდით ერთმანეთს“ – გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
ეზოთერიკოსი, გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „თურქეთში ორი ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი, რომელსაც საქართველოშიც ვიგრძნობთ. ვირუსი – რაც უდიდეს გავლენას მოახდენს თითქმის ყველაზე, განსაკუთრებით მოხუცებსა და ბავშვებზე! იყავით ყურადღებით, გაუფრთხილდით ერთმანეთს. მიწისძვრა რუსეთში. იტალიასა და მუსლიმურ ქვეყნებში. ასევე წყალმოვარდნებთან დაკავშირებული პრობლემები“.
„დაუდევრობის გამო ცხოვრება თავზე დამამხეს“ – შორენა ონიანი, რომელსაც მთელი ქვეყანა გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა
რამდენიმე საათის წინ ძალიან მძიმე ინფორმაცია გავრცელდა – 28 წლის შორენა ონიანი, რომელმაც ტყუპები გააჩინა და სიცოცხლისთვის იბრძოდა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მისი მეუღლე სოციალურ ქსელში წერს: „ჩვენი ამბავი აქედან დაიწყო და ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება, ჩვენი ტყუპების ამბით ხომ ღრუბლებში დავფრინავდით… ყოველი წინ წასული დღე უფრო გვიტკბობდა ამ სიყვარულს, რომ ჩვენი […]
ხვიჩა კვარაცხელიას შვილი გაქრისტიანდა
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრის, ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის პირველი შვილი, დამიანე, გაქრისტიანდა. წყვილმა შვილი სამთავროს მონასტერში მონათლა. სტუმრებს კი მთაწმინდაზე, რესტორანში უმასპინძლეს, სადაც ცნობილი ადამიანები, მათ შორის მომღერლები იყვნენ მიწვეული. დამიანეს ფოტოები საჯარო სივრცეში პირველად გამოჩნდა.
„რანაირად გეცვათ? ლოგინიდან ადექით და პირდაპირ ასე წაიყვანეთ ბავშვი?“ – რას პასუხობს რუსკა მაყაშვილი კრიტიკას
„დღეს დაგინახეთ, ბავშვი მიგყავდათ ალბათ ბაღში. დიდი ბოდიში, უკაცრავად, მაგრამ რანაირად გეცვათ? ლოგინიდან ადექით და პირდაპირ ასე წაიყვანეთ ბავშვი? როდესაც ასეთი ცნობილი ადამიანი ხართ, არ გეკადრებათ. რა მაგალითს აძლევთ ახალ თაობას?” – დაუწერეს მსახიობ რუსკა მაყაშვილს სოციალურ ქსელში. კომენტარის ავტორს მსახიობმა უპასუხა: „ხედავთ, რა მომწერეს? სად არის აქ ლოგიკა? რა შუაშია საერთოდ, რა მაგალითს ვაძლევ […]
ანი ბებია: „ისტერიკული ტირილი ამიტყდა… ვიპოვე ბავშვობის მეგობარი“
მსახიობმა ანი ბებიამ ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვობის მეგობარზე ყვება: -ვიპოვე ბავშვობის მეგობარი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვეძებდი. ის პერიოდულად მახსენდებოდა ხოლმე. ბოლო პერიოდი, ძალიან აქტიურად მახსენდებოდა ერთად გატარებული დრო და ის სითბო და სიყვარული, რაც მქონდა მის მიმართ. ქიმია, რაც ჩვენ შორის იყო. ჩემი მეზობელი იყო. გვარი არ მახსოვდა და მაგიტომ ვერ ვპოულობდი. ერთადერთი, […]
„ვინც არ იცით, რა ამბავი დატრიალდა ვალენსიის გარშემო მდებარე სოფლებში“ – რას წერს თეა გვასალია
ესპანური ენის სპეციალისტი, თეა გვასალია ვალენსიაში მომხდარ სტიქიასა და ხალხის პოლიტიკოსების მიმართ რეაქციაზე წერს: „ვალენსიაში მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ გამიმყარა აზრი, რომ ეროვნებისა და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, არც ერთი პოლიტიკოსი არაა ბოლომდე სანდო, ვაჟკაცი და ხალხზე მზრუნველი. ვინც არ იცით, რა ამბავი დატრიალდა ვალენსიის გარშემო მდებარე სოფლებში, მოკლედ გეტყვით, რომ საშინელი წარღვნა მოვიდა, ღვარცოფმა წალეკა […]











