ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე, გოგა მანია, ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. „ახალი ჩანაწერი. ევროპის არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული! მეტი ყურადღება გამოიჩინეთ და შეეცადეთ, ნაკლებად მოხვდეთ საკონსულოებთან, სალოცავებთან და ქვედანაყოფ ბაზებთან, მეტროებთან. ეს არ ეხება მხოლოდ ევროპას (საქართველოშიც გმართებთ ყურადღება. მეზობელი ქვეყნების ჩათვლით). ამერიკაში იქნება არაერთი აფეთქება! გააზიარეთ 2028 წლამდე მსოფლიო მასშტაბით დავკარგავთ […]
კატეგორია: სოციალური მედია
ნანუკა გულუა სახლს 270 ათას დოლად ყიდის – „ვერსად ვეტევით ჩვენი სამი შვილით, ამიტომ ისევ უნდა გავფართოვდეთ“
მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა ბინას ყიდის. „ვერსად ვეტევით ჩვენი სამი შვილით, ამიტომ ჩვენ ისევ უნდა გავფართოვდეთ. ჩვენი ბედნიერი სახლი — მოპრიალებული, სრულად გაწყობილი, საუკეთესო ავეჯით, ტექნიკითა და ხარისხიანი რემონტით — იყიდება სასწრაფოდ, საუკეთესო ფასად!“ – დაწერა ნანუკა გულუამ. საიტზე, სადაც მისი სახლის ფოტოები და ინფორმაციაა განთავსებული, ფასიც არის მითითებული – 270 000 $.
„შავ ტანსაცმელს იხდიდა და ფერადებს იცვამდა, რომ მე არაფერი შემემჩნია“ – ლიკა კუჭუხიძე დედამთილზე, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა
ლიკა კუჭუხიძის გადარჩენაზე რამდენიმე თვის წინ მთელი ქვეყანა ლოცულობდა. ის უმძიმეს ავარიაში მოყვა და დაშავდა. სამწუხაროდ, მისი მეუღლე დაიღუპა. ისინი ახალშეუღლებულები იყვნენ. ლიკამ ცოტა ხნის წინ დედამთილზე ემოციური პოსტი დაწერა: ,,ბევრი მწერს და მეკითხება, როგორ არის ჩემი დედამთილი. როგორ უნდა იყოს დედა, რომელმაც ერთადერთი შვილი დაკარგა… ერთადერთი შვილი ჰყავდა, ისიც სიმწრით გაზრდილი, მისი იმედი, მისი […]
ნინა დრამას საქართველოდან მიუსაფარი ძაღლები მიჰყავს – „ეყოლებათ სიკეთით და სიყვარულით სავსე ნინა“
ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მეგობარი, ნინა დრამა საქართველოდან მიუსაფარ ძაღლებს ამერიკაში წაიყვანს. „ნინა საქართველოში დაბრუნდა, უნდა, რომ 2 ძაღლი, რომლებსაც აქ შეხვდა ზაფხულში, თან წაიყვანოდ ამერიკაში. ერთს იმერეთში ტრასაზე შეხვდა, მეორეს „გალფის“ ავტოგასამართ სადგურზე. „გალფის“ ძაღლი ვიპოვეთ, ადგილზეა. მეორეს ეძებს და იმედია, იპოვის. ძაღლებს გაუმართლათ – ეყოლებათ სიკეთით და სიყვარულით სავსე ნინა“, – წერს ნინო ჯიბლაძე.
ნათია ფანჯიკიძე: „ლობიანს ამდენ შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ, მწვანილით და უცხო სუნელით ნუ გაასუნელებთ“
როგორ ცხვება ნამდვილი რაჭული ლობიანი? რა თქმა უნდა, საკმაზებისა და სუნელების გარეშე. ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე წერს: „ბარბარობას რაჭაში ბარბა-ლ-ობა ჰქვია. რელიგიურ დღესასწაულზე და ზოგზე განსაკუთრებით, დამატებით საერო ინტერპრეტაცია, დამოკიდებულება და წარმოსახვა არსებობს – ბარბარობა ბედობააო, ასე გვჯეროდა ბავშვობაში და ვცდილობდით, დღე მხიარულად გაგვეტარებინა, ვინც გვიყვარდა, მათ გვერდით აღმოვჩენილიყავით. ყველა დღესასწაულს ხომ თავისი გემოც […]
თამუნა ამონაშვილი დედა გახდა
მომღერალი თამუნა ამონაშვილი და რეჟისორი რეზიკო არჩაძემშობლები გახდნენ. მათ ტყუპები იოანა და მელანია შეეძინათ. -ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ყოველთვის მინდოდა დედობა. გაგვიჩნდა ტყუპები, რომლებსაც ერთად ვუვლით მე და ჩემი მეუღლე რეზიკო. ვუცვლით, ვაბანავებთ, ვაჭმევთ, – ამბობს თამუნა ამონაშვილი. პრაიმტაიმი
შაშიანელი ზოია გარდაიცვალა – „როგორ უხდებოდი თბილისის ქუჩებს, ძალიან დააკლდები ქალაქს“
დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა, რომ გარდაიცვალა შაშიანელი ზოია წიკლაური, რომელიც თბილისის კოლორიტად იქცა. „არ მინდა, წარსულში ვისაუბრო შენზე. ძალიან დააკლდები ქალაქს. როგორ უხდებოდი თბილისის ქუჩებს… უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. შენს დაბადების დღეზე ვაპირებდით სიურპრიზის მოწყობას. ხომ დამპირდი, 17 ნოემბერს აქ ჩამოიარე, ყვავილებს და საჩუქარს დაგახვედრებოოო… სასწრაფოს გადაუყვანია, ცუდად გამხდარა და სასწრაფო მანქანაში გარდაცვლილა“, […]
ნინო ხაჟომია: „დღეს არის ჩემი ბოლო ქიმია, დღეიდან იწყება აღდგენის ფაზა“
ჟურნალისტმა ნინო ხაჟომიამ მძიმე ბრძოლის ერთი ეტაპი დაასრულა. ქიმიოთერაპიების შემდეგ რეაბილიტაციის კურსის გავლას იწყებს და მისი თქმით, ამ პროცესს ხელოვნური ინტელექტის მენტორობით გაივლის. -ეს მე არ ვარ, ეს არის ის, რაც კიბოს მერე დავრჩი. 12 რაუნდის ქიმიის შემდეგ დავრჩი ასე – უთმო, უწარბო, უწამწამო, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად წაქცეული. დღეს არის ჩემი ბოლო ქიმია. დღეიდან იწყება […]
„დონარა გვრიტიშვილი სიცოცხლის ბოლო დღეებს ითვლის, მისი სურვილია ბოლო შეხვედრა შვილთან, გთხოვთ…“ – მსახიობის ოჯახის მიმართვა
მსახიობი დონარა გვრიტაშვილი, რომელიც ბოლო წლებში სიმსივნეს ებრძვის, ძალიან მძიმედაა. მისი ოჯახის თხოვნაა, რომ დედას შეუსრულდეს ნატვრა და შვილს, რომელიც ამჟამად პატიმარია, გამოემშვიდობოს. „დღეს მინდა, გთხოვოთ ყველას – მოქალაქეებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, საჯარო პირებს და განსაკუთრებით იმ უწყებებს, ვისი კომპეტენციაცაა ადამიანის ელემენტარული სურვილის შესრულება – პატიმარს მისცეს უფლება, ბადრაგის თანხლებით ნახოს მომაკვდავი დედა. ეს არ არის […]
ნეკა დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი შერიგდნენ – „ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია“
ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ წერს, რომ ურთიერთობა დაალაგეს და დღესდღეობით არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. „დღეს ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია და ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. გთხოვთ, არ დამიწეროთ ცუდი რამ მასზე, დახურეთ ეს თემა. ნუ მწერთ სმს-ებს. ის ჩემი წარსულის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და მე მადლიერებით ვუყურებ ამ გზას. ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს. დღეს […]











