გულის შეტევის შედეგად ლას-ვეგასში ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი პიონერი, რეპერი და დიჯეი Lovebug Starski გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს. კევინ სმითი, რომელიც Lovebug Starski-ს ფსევდონიმით მოღვაწეობდა, 57 წლის იყო. ის იყო ერთ-ერთი პირველი რეპერი, რომელიც ბრონქსში, 1970-იანი წლების ბოლოს გამოდიოდა და 1980-იან წლებში ჩაწერა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Amityville (The House on the Hill), Do the Right Thing და You’ve Gotta Believe. […]
კატეგორია: შოუბიზნესი
გია ჯაჯანიძემ ვირს თავისი გვარი მისცა – “კოკროჭინას სასწაულ ცოლს შევრთავ!”
ვირის თანხლებით მოსიარულე გია ჯაჯანიძის ნახვა თბილისის ქუჩებში და სხვა ადგილებში, მით უმეტეს, ეკრანზე, მალე ალბათ აღარავის გაუკვირდება, რადგან ტელეშოუს წამყვანმა ეს შინაური ჩლიქოსანი თავის მეგობრად და უფრო მეტიც, ოჯახის წევრად გაიხადა. ჯაჯომ თავის კოკროჭინაზე, რომელსაც თვალისჩინივით უფრთხილდება, “სარკესთან” ისაუბრა. – გია, როგორ აღმოჩნდა ვირი თქვენთან? – ერთი წლის წინ პროდიუსერ თათია ზუხბაიასთან რაღაც საკითხზე […]
რუსთავი 2-ის ახალი შოუს ჟიური მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი იქნებიან – ვიდეო
ძალიან მალე რუსთავი 2-ზე ყველაზე ეროვნული და სრულიად სახალხო მუსიკალური მეგა-შოუ “მხოლოდ ქართული” დაიწყება, რომელიც დამწყებ ან გამოცდილ მომღერლებს უნიკალურ შანსს სთავაზობს პირდაპირ ეთერში, მილიონიანი აუდიტორიის წინა ქართული სიმღერით წარსდგნენ. ალბათ სახელიდანაც მიხვდებოდით, რომ პროექტში მხოლოდ ქართული სიმღერები გაჟღერდება და როგორც შოუს პროდიუსერი, გიორგი უშიკიშვილი ამბობს ეს ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის კეთდება. უნდა ითქვას ისიც, რომ […]
ზუზუ: “სერიალში პუსკუნას მე ვაცმევ” – როგორ უვლის თავს ჩიკას “დაქალი”
ნინო ნოდია, რომელსაც შოუბიზნესში ზუზუს სახელით იცნობენ, რამდენიმე წლის წინ საოცრებათა სამყაროში მოხვდა, სადაც ის ყველაფერია, რაც ბავშვობიდან უყვარს – თავის მოვლის საშუალებები. ის ცნობილი პარფიუმერული მაღაზიის პიარმენეჯერია, ასევე ხშირად მიჰყავს სხვადასხვა კონცერტები, რაც ავალდებულებს, რომ მუდამ ფორმაში იყოს. რამდენიმე ხნის წინ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებშიც” გამოჩნდა ერთ-ერთი “სვეცკი” ქალის, პუსკუნას, სახით, რომელიც წამყვანი პერსონაჟის, […]
დემნა გვასალიას კროკსები ბაზარზე გამოსვლამდე სრულად გაიყიდა
ოქტომბერში პარიზის მოდის კვირეულზე დემნა გვასალიას კროკსები პირველად გამოჩნდა. თუმცა ეს ის ჩვეულებრივი კროკსები არაა, რომელიც ოჯახისთვის არის განკუთვნილი. Balenciaga-ს პლატფორმიანი კროკსები $850 ღირს და პეპლებით, მოდის სახლის ლოგოებითა და სხვადასხვა სიმბოლოებით არის გაფორმებული. დემნა გვასალიას კროკსები გაყიდვაში ჩაშვებამდე, წინასწარი შეკვეთებით, სრულად გაიყიდა. როგორც Dazed წერს, ორ ფერში გადაწყვეტილი კროკსები დღის ბოლომდე აღარ იყო. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ყველასთვის […]
ანდრია გველესიანმა მაიკო ვაწაძეზე იქორწინა
მსახიობმა და მომღერალმა ანდრია გველესიანმა თავის რჩეულზე – მსახიობ მაიკო ვაწაძეზე იქორწინა. წყვილი 4 წელია ხვდება ერთმანეთს. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს – ჯგუფელები იყვნენ. ერთად ითამაშეს სპექტაკლში “მუნჯი ახმედი და ზღვა”, რომელშიც შეყვარებულებს განასახიერებდნენ და აქედან დაიწყო მათი სასიყვარულო ამბავიც. შემდეგ კიდევ მოუწიათ პარტნიორობა სცენაზე, ცოტა ხნის წინ კი ანდრიამ მაიკო თავის კლიპშიც გადაიღო – […]
Temptations-ის ყოფილი სოლისტი დენის ედვარდსი გარდაიცვალა – ვიდეო
ამერიკული მუსიკალური ჯგუფ The Temptations- ის ყოფილი სოლისტი დენის ედვარდსი აშშ-ში 74 წლისა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. ინფორმაციას პორტალი TMZ ავრცელებს. ედვარდმა ჯგუფში 1968 წელს ვოკალისტი დევიდ რაფინი შეცვალა. მისი სოლისტობის დროს The Temptations-მა ჩაწერა კომპოზიცია Papa was a Rollin’ Stone, რომელიც “როკ-ენ-როლის შემქმნელ 500 სიმღერაში“ შევიდა. მან შეასრულა ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორიცაა Cloud Nine, Ball of Confusion […]
ქივანჩ თათლითუღი – ქართველი გოგონების მორიგი თურქი გულთამპყრობელი
საქართველოში თანდათანობით პოპულარობას იკრებს თურქული სერიალი „ფავორიტი“. სერიალში მთავარ როლებს თურქული კინოს ვარსკვლავები ქივანჩ თათლითუღი და ტუბა ბუიუკუსტუნი ასრულებენ. ცოტა რამ კივანჩ თათლითუღის შესახებ კივანჩ თათლითუღი – თურქი მსახიობი და მოდელია, საქართველოში პოპულარული გახდა სერიალებით „აკრძალული სიყვარული“, „ქუზეი და გუნეი“ „კურტ სეითი და ალექსანდრა“. თათლითუღი რამდენჯერმე მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო სილამაზის კონკურსებში. ქარიზმისა და ეფექტური […]
”ძლევამოსილი ბარიტონი გიორგი გაგნიძე” – რას წერს ამერიკული პრესა ქართველ მომღერალზე
ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე იანვარში, ახალ საოპერო სეზონზე, ორი როლით დაბრუნდა მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე. ის მონაწილეობს სპექტაკლებში ― „სოფლის ღირსება“ და „ჯამბაზები“. ამერიკული პრესის ცნობით, მან ურთულეს გამოწვევას გაართვა თავი. ერთ დღეში ორ სრულიად განსხვავებულ ადამიანად გარდასახვა მოითხოვს როგორც დიდ პროფესიონალიზმს, ასევე დიდ ადამიანურ ენერგიას. ”ალფიოს და ტონიოს როლით გიორგი გაგნიძე წარმოჩინდა როგორც ძლევამოსილი ბარიტონი. […]











