რამდენიმე წუთის წინ მხოლოდ ქართულის კონკურსანტმა კონსტანტინე კარანაძემ პროექტში შეასრულა სიმღერა ‘ქარი გიმღერის ნანასა”. ემოციურად შესრულებულმა სიმღერამ ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა. კონსტანტინე კარანაძე – ქარი გიმღერის ნანასა კონსტანტინე კარანაძე – ქარი გიმღერის ნანასა Gepostet von მხოლოდ ქართული am Montag, 28. Mai 2018
კატეგორია: შოუბიზნესი
გია ჯაჯანიძე – ”ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული და არ მინდა, ხელოვნური ვარსკვლავი გამიხსნან”
“სადაც მეძლევა შესაძლებლობა, ყველგან ვამბობ, რომ ძალიან მადლიერი ვარ ჟურნალი “სარკის”, რადგან ჩემი პირველი გამოჩენა პირველად “სარკეში” მოხდა და ჩემი ფოტო ყდაზე დაიბეჭდა. ყოველთვის მადლიერი ვიქნები”, – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ტელეწამყვანმა გია ჯაჯანიძემ, რომელმაც ცხოვრებისგან ერთი მთავარი რამ ისწავლა – არასოდეს გაბრაზდეს და ბედნიერება ყველგან და ყველაფერში ეძებოს. გულს ვერც უმადურობით დაწყვეტთ. ჩააცვი და […]
ალექსანდრე მრელაშვილი: ”დამოუკიდებლობის 100 წელი ჩემთვის ნიშნავს საქართველოს გუშინ, დღეს და ხვალ”
რამდენიმე წუთის წინ პროექტ ”მხოლოდ ქართულის” მონაწილე ალექსანდრე მრელაშვილმა 26 მაისს ასეთი სიტყვები მიუძღვნა: ”დამოუკიდებლობის 100 წელი ჩემთვის ნიშნავს საქართველოს გუშინ, დღეს და ხვალ. ძლიერს, თავისუფალს, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად. ჩემთვის საქართველოს თავისუფლება ჩემი წესები და ტრადიციებია. ყველაზე მთავარი კი ტერიტორიული მთლიანობაა”
გიო ხუციშვილს ვარსკვლავს უხსნიან – ,,მომიტევოს ჩემმა თბილისმა” – ვიდეო
29 მაისს ფილარმონიის წინ მომღერალ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. ამის შესახებ მომღერალმა ინგა გრიგოლიას გადაცემა ,,რექციაში” ისაუბრა და თქვა, რომ ეს ვარსკვალვი ეძღვნება მის თაობას, იმ ადამიანებს, რომლებიც ომებს შეეწირა ან იმ რთულ პერიოდში საკუთარი თავის რეალიზება ვერ შეძლეს. გიო ხუციშვილი ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მკურნალობის კურსს გადის, ის მძიმე სენს ებრძვის. როგორც გადაცემაში […]
ჰარვი ვაინშტეინი ნიუ-იორკის პოლიციას ჩაბარდა – ვიდეო
რამდენიმე წუთის წინ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ჰარვი ვაინშტეინი ნიუ-იორკის პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა. ეს ნიუ იორკის დროით, დილის 8 საათისთვის მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის ბრალს მხოლოდ ერთი ეპიზოდით წაუყენებენ, რაც 25 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნიუ-იორკის პოლიციამ გამოძიება, შარშან ერთ-ერთი მსახიობის, ლუსი ევანსის სარჩელის საფუძველზე დაიწყო. შეგახსენებთ, 2017 წლის 5 ოქტომბერს New York Times-მა გამოაქვეყნა […]
“უმაგრესი ბიჭია” – სტეფანემ კოსტა კარანაძე შეაფასა
„მხოლოდ ქართულის“ მორიგ ტურში კოსტანტინე კარანაძემ სტეფანესა და მაოს ცნობილი თანამდეროვე ჰიტი „ხელები“ შეასრულა. მისი გამოსვლა ჟიურის ყველა წევრმა უმაღლესი ქულით შეაფასა. მხოლოდ გიორგი უშიკიშვილმა დააკლო ერთი ქულა კონკურსის ყველაზე ორიგინალურ წევრს. ჩვენ სტეფანეს დავუკავშირდით და კოსტანტინეს ამ გამოსვლაზე კომენტარი ვთხოვეთ. სტეფანე მღებრიშვილი: – უმაგრესი ბიჭია, ძალიან მომეწონა როგორც იმღერა. მეტს ვერაფერს გეტყვით. პრაიმ ტაიმი
12 წლის ქუთაისელი მევიოლინე ანი ანაკიძე აშშ-ის კარნეგი ჰოლში მიიწვიეს
ანი ანაკიძე ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-7 კლასის მოსწავლეა. 12 წლის გოგონა მელიტონ ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის მოსწავლე და ნიკო ნიკოლაძის სკოლის მუსიკალური ბენდის წევრია. მხოლოდ მიმდინარე წელს ანიმ სამ საერთაშორისო და ერთ ეროვნულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც საპრიზო ადგილებზე გავიდა და ლაურეატის წოდებაც მიენიჭა. ამჟამად პატარა მევიოლინე ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება. ანი წელს გამართულ […]
შოთა ლეგაშვილი: ,,მხოლოდ ქართულმა” ჩემი უარყოფითი მხარეები დამანახა”
პროექტ „მხოლოდ ქართულის“ მეხუთე „ლაივი“ შოთა ლეგაშვილმა დატოვა. მეხუთე ტურში პროექტის მონაწილეებმა თანამედროვე ქართული სიმღერები შეასრულეს, შოთამ გიგა აგლაძის „ლამაზი დღე“ იმღერა. წინა ტურთან განსხვავებით, ახლა ჟიურის წევრების კარგი შეფასებაც მიიღო, თუმცა მისმა გულშემატკივარმა არ იაქტიურა, რის გამოც კახეთის წარმომადგენელს პროექტის დატოვება მოუწია. -პროექტ „მხოლოდ ქართულის“ ყველა თანამშრომელს, ორგანიზატორებიდან დაწყებული პედაგოგებით დამთავრებული დიდ მადლობას ვუხდი, […]
ნანიკო ხაზარაძე: ,,მაკა ზამბახიძის გარდა სხვა დედები არ არსებობენ?”
ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრია. ფიქრობს, რომ ეს ადგილი დამსახურებულად მიიღო და გრძნობს პასუხისმგებლობას, რომელიც კონკურსანტების წინაშე აქვს. -რამდენად კომფორტულია შენთვის „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრობა? სხვებთან, ბრძოლა გიწევს, ასე ვთქვათ… -მეტ-ნაკლებად (იღიმის). რაღაცაზე რომ იღებ პასუხისმგებლობას, დისკომფორტი რომ გქონდეს, წინასწარ ხომ იფიქრებდი ადამიანი და აღარ გადადგამდი ამ ნაბიჯს. რადგან გადავდგი და ვარ ჟიურის […]
,,მხოლოდ ქართულში” მეგობრული გუნდი შეიკრა
მეხუთე ლაივის შემდეგ პროექტი “მხოლოდ ქართული” კონკურსანტმა შოთა ლეგაშვილმა დატოვა. შოუს მონაწილეები ერთით ნაკლები წევრით აგრძელებენ ბრძოლას. თუმცა ბრძოლა ალბათ მათ შემთხვევაში უადგილო სიტყვაა, რადგან ერთმანეთზე ასე შეყვარებული კონკურსანტები ჩვენს კონკურსებზე პირადად მე არ შემხვედრია. ამაზე ისიც მეტყველებს, თუ როგორ ახასიათებენ ისინი ერთმანეთს და რას უსურვებენ. ვთხოვეთ, სურვილისამებრ აერჩიათ კონკურენტები და ესაუბრათ მათზე. ალექსანდრე მრელაშვილი: […]











