პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” ირინკა კავსაძემ და ოთო ფოლადაშვილმა ვენური ვალსი შეასრულეს. ეს ცეკვა განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა, რადგან ირინკა კავსაძე ბებიის, ბელა მირიანიშვილის პერსონაჟს განასახიერებდა ფილმიდან ,,დღე პირველი, დღე უკანასკნელი”.
კატეგორია: შოუბიზნესი
ბერა ივანიშვილმა ქორწილის ვიდეო გამოაქვეყნა
ნატო ქავთარაშვილი და მედიკო მაჩალიკაშვილი კონკურსში მოგებული 100.000 ლარით ვაინახური რესტორნის გახსნას აპირებენ
პანკისელმა ქალებმა, 37 წლის ნატო ქავთარაშვილმა და 46 წლის მედიკო მაჩალიკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მშობლიური კუთხის აქამდე უცნობი სამზარეულო აღმოაჩენინეს. ისინი “რუსთავი 2”-ის გადაცემა “ჩემი სამზარეულოს წესების” გამარჯვებულები გახდნენ. ფინალში ზუგდიდელი კულინარები დაამარცხეს და 100 ათასი ლარი მოიგეს. მედიკო და ნატო საზოგადოებრივ საქმიანობაშიც ერთად არიან ჩაბმული, პანკისის ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაცია “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” წევრებით არიან. […]
დათო კენჭიაშვილის პასუხი მარინა ბერიძეს – „ალბათ ოდესმე გამიცნობს, ეგეც ადამიანია…“
„მხოლოდ ქართულის“ მეორე გადაცემაში, ერთ-ერთმა მონაწილემ დათო კენჭიაშვილის სიმღერა შეასრულა. – დათო კენჭიაშვილი ვინაა, გამანათლეთო, გადაულაპარაკა კოლეგებს მარინა ბერიძემ. იცი, უბრალოდ ვერ იხსენებო, უპასუხა სოფომ. ჩვენ დავინტერესდით გაიხსენა თუ არა მარინა ბერიძემ ეს მომღერალი და მისგან კვლავ უარყოფითი პასუხი მივიღეთ. საინტერესოა რა პოზიცია აქვს მომღერალს, მაშინ როცა მას ვერ ცნობენ და დათოს დავუკავშირდით. „მერე რაა, […]
,,ახლა ისე მინდა, თბილად მოგეფერო, თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები…” – ანრი ჯოხაძის ,,ცივი ნოემბერი” – ვიდეო
გოჩა ჩერტკოევი: „ჩემი ოსეთი საქართველოშია, ვისაც ჰგონია, რომ რუსეთია, ტვინი დაუკარგავს…“
ქეთი ფარესაშვილი: “ქართველებს ურჩევნიათ, მუსიკას ჭამა-სმასთან ერთად მოუსმინონ”
მომღერალი ქეთი ფარესაშვილი ერთი პერიოდი ქართულ შოუბიზნესში აღარ ჩანდა, მისი ახალი სიმღერები აღარსად ისმოდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შემოქმედებითი საქმიანობა არასოდეს შეუწყვეტია, ოჯახური ცხოვრების პარალელურად რეპერტუარზე მუშაობდა. ქეთი შოუბიზნესში ახალი პროექტებით დაბრუნდა, კონცერტებს მართავს და სიმღერებსაც წერს. მისი და ლაშა ღლონტის სიმღერა 2017 წლის საუკეთესო დუეტად დასახელდა. ასე რომ, “სამბას” ქართველი დედოფალი, როგორც მას უწოდებდნენ, კარგ […]
გიორგი ვარდოსანიძემ მარინა ბერიძე ვერ მოხიბლა – მსახიობი „მხოლოდ ქართულში“ გამოჩნდება
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, „მხოლოდ ქართულის“ წლევანდელ სეზონს ცნობილი მსახიობიც ესტუმრა. გიორგი ვარდოსანიძე თბილისის ტურის ერთ-ერთი კონკურსანტია. მანამ სანამ გიორგი ეთერში გამოჩნდება, ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, მოხვდა თუ არა ცნობილი მსახიობი საუკეთესო ათეულში. მარინა ბერიძე: – როგორ შეაფასებთ მის გამოსვლას, რა იმღერა, რამდენად კარგად შეასრულა? – მართალი გითხრათ, არ მახსოვს, რა იმღერა. არტისტების სიმღერა კიდევ სხვა ფენომენია, არტისტულად მღერიან, […]
ნინი შერმადინი “მისის პლანეტა 2018”-ის გამარჯვებული გახდა – “მსოფლიოს ყველა წარმომადგენელი ფეხზე წამოდგა” – ვიდეო
მომღერალი ნინი შერმადინი გათხოვილი ქალების სილამაზის კონკურსის “მისის პლანეტა 2018”-ის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ეკა მგალობლიშვილი წერს. “Mrs Planet-2018 Nini Shermadini -Georgia ჩვენ გავიმარჯვეეეეეთთ!!!!!” “ეს გოგონა არის საქართველოს მარგალიტი!!! უნდა ვიამაყოთ, რომ ნინი შერმადინი ქართველია!!! მიჭირს იმ ემოციების გადმოცემა, რაც დღეს დარბაზში ხდებოდა… მსოფლიოს ყველა წარმომადგენელი ფეხზე წამოდგა, როდესაც ქართველი კონკურსანტი წარდგა ჟიურისა […]
,,მარინა ბერიძე, გეყოს, რა! დიდი შეცდომა დაუშვით” – მუსიკოსს ნათია ღლონტის გამო აკრიტიკებენ – ვიდეო
პროექტ ,,მხოლოდ ქართულის” ჟიურის წევრს, მარინა ბერიძეს სოციალურ ქსელებში კონკურსანტ ნათია ღლონტის გამო აკრიტიკებენ. წერენ, რომ ეს ფერადი, პოზიტიური, ნიჭიერი გოგო მეორე ტურში გადასვლას იმსახურებდა და ითხოვენ, რომ ნათია პროექტში დააბრუნონ. ,,ვინაა მარინა ბერიძე, რომ წყვეტს გემოვნებას და უგემოვნობას. რატომ უნდა უთხრა ადამიანს, რომ გემოვნების პრობლემა აქვს, როცა ეს ინდივიდუალურია. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით, ეს […]











