მსოფლიოში წარმატებული ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია 25 მარტს 38 წლის გახდა. ინტერნეტში მისი დაბადების დღის აღსანიშნავად გამზადებული ტორტის ფოტო ვრცელდება.
კატეგორია: შოუბიზნესი
“ნიუტონის” სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, გარდაიცვალა
ჯგუფ ”ნიუტონის” სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და თაყვანისმცემლები წერენ. არსებული ინფორმაციით, ბაბი ბოლო პერიოდში მძიმედ ავადმყოფობდა. ბაბი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდის “ნიუტონის” წევრი იყო. 2015 წელს მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა ჯგუფში სიმღერა არ შეუწვეტია. მეტიც, პირველი ოპერაციის შემდეგ მან საქართველოს რეკორდი დაამყარა– 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე. […]
სოფო ნიჟარაძე ერთოთახიან სადა ბინაში ცხოვრობს – ფოტოები და ვიდეო
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის გადაცემა ,,სხვა შუადღის” სტუმარი მომღერალი სოფო ნიჟრაძე იყო. მან ლიკა ევგენიძეს საკუთარ ბინაში უმასპინძლა და მის შეკითხვებს უპასუხა. მომღერალი სადა და დახვეწილ სტილში მოწყობილ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს. გადამღებ ჯგუფს ის სპორტულ ფორმაში დახვდა (ვიდეო და ფოტოები ქვემოთ). სოფო ნიჟარაძე ლიკა ევგენიძის რუბრიკაში სოფო ნიჟარაძე ლიკა ევგენიძის რუბრიკაში Gepostet von სხვა შუადღე / […]
,,ჩემთვის ეს ძალიან მტკივნეულია, ჩემმა ბიძაშვილმა – დამ, ასე დაასრულა სიცოცხლე… ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას” – ნინი ქარსელაძე
მომღერალი ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელიც მის ფოტოსთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხება, ფოტოზე მას ხელი აქვს შეხვეული. ,,2 თვეა, ვიშორებ ტატუს. სამჯერ დავდე ეს ფოტო ინსტაგრამზე, სადაც ხელის ის ნაწილი ჩანს, სადაც ვენებია. რატომღაც მხოლოდ გუშინდელს გამოეხმაურა ე.წ. უსაქმური, არაფროპესიონალი სოციალური გვერდები. მთელი დღე ვპასუხობ ზარებს, რომ კარგად ვარ და არაფერი დამიშავებია თავისთვის. […]
,,მე არც კაცი ვარ და არც ქალი, არაბინალური ადამიანი ვარ” – სემ სმიტი
ინგლისელმა მომღერალმა სემ სმიტმა მსახიობ ჯემილა ჯამილთან გენდერულ იდენტობებზე ისაუბრა. – მე არც ქალი ვარ და არც კაცი. ვფიქრობ, რომ სადღაც შუაში ვტივტივებ. ყოველთვის არსებობდა მცირედი ბრძოლა ჩემს სხეულსა და ჩემს გონებას შორის. ხანდახან როგორც ქალი ისე ვფიქრობ და საკუთარ თავს ვეკითხები: ,,მინდა სქესის შეცვლა?, – თქვა სემ სმიტმა. არაბინარული ადამიანები თავს არც ერთ გენდერს […]
ნანი ბრეგვაძე და ალა პუგაჩოვა – ორი ლეგენდა
ორი უბერებელი, ლეგენდარული ქალი – ალა და ნანი. იურმალა, 2017 წ. ნანი ბრეგვაძესა და ალა პუგაჩოვას ერთმანეთთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ. -ალას ძალიან დიდ პატივს ვცემ, პატივსაც მცემს. უნიჭიერესი ადამიანია, გარდა იმისა, რომ ის მუსიკალურად არის ძალიან ძლიერი, ის ისედაც ძლიერი ადამიანია, ძალიან ჭკვიანია. პუგაჩოვა ჯერჯერობით ჩვენს დროში არ გამეორებულა, მშვენიერხმებიანი ხალხი მოდის, მაგრამ ის არ […]
ნინი ბადურაშვილი ღალატზე ალაპარაკდა – ,,მეგონა, მახინჯი ვიყავი… ამ დროს საწყალი ხდები…”
მომღერალი ნინი ბადურაშვილი პიანისტ თათია შარანგიას გადაცემის სტუმარი იყო. მან შვილზე, თავის ოჯახზე, ურთიერთობებზე ისაუბრა. თქვა, რომ გარდატეხის ასაკში თავი ძალიან მახინჯი ეგონა. როცა ბებიასთან, ლალი ბადურაშვილთან მიდიოდა და დიდ სარკეში იხედებოდა, პირველ ამას ამბობდა: ,,ფუ, რა მახინჯი ვარ”. გადაცემის წამყვანი ღალატის თემასაც შეეხო, რაზეც ნინიმ უპასუხა, რომ მისთვისაც უღალატიათ. -ამ დროს ძალიან საწყალი ხდები, […]
,,პარანოია რომ ჰქონდეს, ამდენს შეძლებდა?!” – რას ამბობს ქეთი მელუას ბიძა გავრცელებულ ჭორებზე
ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომღერალი ქეთი მელუა დიდი ხანია პარანოიით იტანჯება და მეუღლესაც კარგა ხანია გაშორდა. მომღერლის ბიძა არჩილ მელუა ამ ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს და ამბები.ჯი-სთან ამბობს, რომ ის სრულიად ჯანმრთელია, სახლში რემონტი დაასრულა და ბევრი გეგმაც აქვს. – დაახლოებით სამი კვირის წინ ქეთის კონცერტი ჰქონდა და თავს გადასარევად გრძნობს. ახლახან სახლის რემონტი დაასრულეს, […]
საფრანგეთს ევროვიზიაზე მუსლიმი ჰომოსექსუალი წარადგენს
საფრანგეთს ,,ევროვიზიაზე” 19 წლის მუსლიმი ჰომოსექსუალი ბილალ ჰასანი წარადგენს. ბილალი მაროკოელი მიგრანტების შვილია. „ბილალ ჰასანი, რომელიც რამდენიმე კვირაში მოვლენა გახდა თავისი პარიკებისა და მაკიაჟის წყალობით, მაისში ,,ევროვიზიაზე” საფრანგეთს წარადგენს. სწორედ ბილალმა გაიმარჯვა კონკურსში სიმღერით ,,Roi” („მეფე“) შაბათ საღამოს პირდაპირ ეთერში“, – წერს „ლე ფიგარო“. „მადლობა, მადლობა… ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მეხმარებით ჩემი ოცნების ასრულებაში, – […]
ნინი ქარსელაძე: ,,დედაჩემის პირადი ცხოვრება ჩემი ეჭვიანობის და სტრესის მიზეზი გამხდარა”
მომღერალი ნინი ქარსელაძე გადაცემა ,,სიცრუის დეტექტორის” სტუმარი იყო. შოუს წამყვანმა გიორგი გასვიანმა პირველი ასეთი კითხვა დაუსვა: ,,კარგი მომღერალი ხართ?”. ,,არა” – უპასუხა ნინი ქარსელაძემ. მეორე კითხვა იყო: ,,დედათქვენის პირადი ცხოვრება თქვენთვის ეჭვიანობის ან სტრესის მიზეზი ყოფილა?”. ნინი: ,,კი” (ვიდეო იხილეთ ქვემოთ)











