„სარკე“ მომღერალი კახა (კახაბერ) კუხიანიძე „სარკეს“ თავის დიდ სიყვარულზე ესაუბრა _ ერთი წლის ნიპიზე, რომელმაც მისი ცხოვრება გაალამაზა. თოი პუდელი მაშინ გამოჩნდა, როცა ძალიან სჭირდებოდა და ახლა განუყრელები არიან, სცენაზეც კი მასთან ერთადაა. კახას და ნიპის ერთობლივ თავგადასავლებზე „სარკეში“ წაიკითხავთ: _ იმდენად იმოქმედა ჩემზე ტოქსიკური ადამიანების მდგომარეობამ, ნეგატივმა, რომ ცუგოს მოყვანა ჩემთვის შველა იყო, როგორც […]
კატეგორია: შოუბიზნესი
გულგატეხილმა კახა კუხიანიძემ სიყვარულის დეფიციტი შეივსო
„იყო რაღაცები, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა“
რატომ არის იღბლიანი გოგა მესხის დიდი ზომის ფეხი - „ჩემს მეკვლეობას ოჯახში გათხოვება მოჰყოლია“
„სარკე“ მომღერალი გოგა მესხი „სარკესთან“ ამბობს, რომ გასული წელი მისთვის საინტერესო და დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრებით გამოირჩეოდა. არც ის დაუმალავს, რომ იყო გულისტკენაც და ისეთი მოვლენები, რომელთა გახსენებაც არ უნდა, ამიტომ ახალ წელს ახალი იმედებითა და გეგმებით შეხვდა. გოგა მესხი: _ იყო რაღაცები, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. რაღაცებზე ისე გავბრაზდი, რომ […]
ნოდიკო ტატიშვილის შვილი გაქრისტიანდა – ვინ არიან ნათლიები
მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა და მისმა მეორე ნახევარმა, თათია ერქვანიძემ შვილი, კესანე მონათლეს. ჩვილის ნათლიები მომღერალი ლელა წურწუმია და ექიმი ლაშა უჩავა არიან. „ჩვენი კესანე გაქრისტიანდა. მადლობა ძვირფას ნათლიებს. გვიყვარხართ! მადლობა ჩემს მამა აკაკი ქიქავას, მამა დემეტრეს და მამა ილიას! გილოცავთ შობას და წმინდა სპირიდონის ხსენების დღეს!“ – წერს ნოდიკო ტატიშვილი.
„გულნატკენებმა დამირეკეს ყაზახეთიდან, რომ ნახეს ჩვენს პრესაში ავთანდილ აბესლამიძის ნათქვამი“
რას პასუხობს პროდიუსერი ნინო შალამბერიძე კონკურსის შედეგით უკმაყოფილო მომღერალს _ „შეურაცხყოფა მიაყენა სხვა მომღერლებს“
„სარკე“ ამა წლის „სარკის“ N47-ში მომღერალმა ავთანდილ აბესლამიძემ, რომელიც ყაზახეთში საერთაშორისო კონკურს Silk Way Star-ში („აბრეშუმის გზის ვარსკვლავი“) მონაწილეობდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა, „სარკესთან“ განაცხადა: „ფინალისტებმა ერთი კვირით ადრე ვიცოდით, თუ როგორი შედეგი იქნებოდა. სცენაზე სულ ცეცხლი რომ დაგენთო, უკვე ვიცოდით, ვინ გაიმარჯვებდა…“. ავთანდილ აბესლამიძის პოზიცია და შეფასებები მიუღებელი აღმოჩნდა პროდიუსერ ნინო შალამბერიძისთვის, რომელსაც, წლებია, საქართველოდან […]
ნინო ჩხეიძე: „თუ უნდათ, შვილიშვილი გავზარდო, ჩემთან ჩამოიყვანონ“
რატომ ეშინოდა მომღერალს სასიძოს გაცნობის წინ - „თავს ვიმშვიდებდი, შეიძლება ამ შეყვარებულობამ გადაუაროთ-მეთქი“
„სარკე“ მომღერალი ნინო ჩხეიძე „სარკესთან“ მის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპის დადგომასა და მასთან დაკავშირებულ ემოციებზე საუბრობს, კერძოდ, როგორ შეხვდა იმ სიურპრიზს, რომელიც ერთადერთმა ქალიშვილმა, მარიამ კორახაშვილმა, მოუწყო, როცა თავისი რჩეულისგან, კანადელი ჯერემი ელენორისგან, ნიშნობის ბეჭედი მიიღო და ნინოსთვის ეს სრული მოულოდნელობა იყო. _ ვფიქრობდი, როგორი ხასიათი ექნება, მარიკო რომ კანადაში წავიდეს, რა მეშველება-მეთქი. თავს ვიმშვიდებდი, […]
ქეთი წიკლაური: „მამაც ბევრ რამეს თმობდა, დედაც რაღაცას პატიობდა“
„ჩემი მშობლები საპირისპირო მხარეები იყვნენ, როგორც პლუსი და მინუსი, როგორც ცივი და ცხელი“
„სარკე“ ლეგენდარული „ივერიელების“, თემურ წიკლაურისა და ლილი ზღვაურის, ქალიშვილი, თავადაც „ივერიელი“ ქეთი წიკლაური „სარკის“ ახალ ნომერში იხსენებს ანსამბლის ოქროს ხანას, იმ მოგონებებსა და გამოცდილებას, რომელიც დედ-მამისგან და „ივერიისგან“ დარჩა. ქეთი წიკლაური: ჩემი მშობლები სულ ანსამბლში იყვნენ და ხშირად მეც თან მივყავდი. კულისებში, კალათაში მეძინა. ცოტა რომ გავიზარდე, კულისებში ვიდექი და ისე ვუსმენდი… იცით, ჩემი მშობლები […]
მაყვალა ჩიხლაძე: „ხანდახან ნგონია, რომ პატარა გოგო ვარ“
საიდუმლო, თუ რატომ არ შეცვლილა მომღერლის გარეგნობა ახალგაზრდობის მერე
„სარკე“ მომღერალი მაყვალა (მაკო) ჩიხლაძე, „სარკესთან“ იხსენებს, რომ მისი ახალგაზრდობის თბილისი პატარა პარიზი იყო, სადაც გემოვნებიანი ხალხი ცხოვრობდა და ევროპულ მოდას მისდევდა. 86 წლის მომღერალი „სარკის“ ახალ ნომერში ამხელს საიდუმლოს, თუ რატომ არ შეცვლილა მისი გარეგნობა ახალგაზრდობის მერე. მაყვალა ჩიხლაძე: „ბურდადან“ ამოვჭრიდი ხოლმე თარგებს და ვიკერავდი. ასეთი თარგებით მაქვს შეკერილი კაბები, კოსტიუმები, ქურთუკები, შარვლები. განა […]
ავთანდილ აბესლამიძე: „ფინალისტებმა ერთი კვირით ადრე ვიცოდით, ვინც გაიმარჯვებდა“
მომღერალი „სარკეს“ საერთაშორისო კონკურსის ფინალის კულუარებზე უყვება _ „რა თქმა უნდა, უსამართლობის განცდა დამრჩა“
„სარკე“ მომღერალი ავთანდილ აბესლამიძე, რომელსაც ყაზახეთში საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა, საქართველოში პრიზის გარეშე ბრუნდება. ფინალის კულუარებზე და საკონკურსო ვნებებზე, რომლებიც ყაზახეთში ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოსცადა, ავთანდილმა ექსკლუზიურად „სარკესთან“ მოყვა: _ ფინალისტებმა ერთი კვირით ადრე ვიცოდით, თუ როგორი შედეგი დაიდებოდა. სცენაზე სულ ცეცხლი რომ დაგენთო, უკვე ვიცოდით, ვინ გაიმარჯვებდა… რა თქმა უნდა, უსამართლობის […]
მაგდა ჯოხაძე: „ძალიან მოკლე კაბებით ვეღარ დავდივარ“
რა ცოდნა გადაეცა ბებიისგან მუსიკოსს - „ჩემი დამზადებული საცხები მინარჩუნებს ახალგაზრდობას“
„სარკე“ მუსიკოსმა მაგდა ჯოხაძემ 7 თვის წინ საკუთარ თავში სხვა გრძნობები აღმოაჩინა. ახალგაზრდა ასაკში ბებია გახდა და ახლა ყველაფერს შვილიშვილის თვალებით უყურებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ოჯახი ბევრ საქმეს ნიშნავს, მაგდა ყოველთვის მოწესრიგებულია. ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში ხშირად არ დადის, ეს კი ბებიის დამსახურებაა, მან ასწავლა კანის მოვლის საიდუმლოებები. ამის შესახებ მაგდა „სარკის“ ახალ ნომერში საუბრობს: […]
„ფილიპინელი კლასელი იმიტომ ვცემე, რომ საქართველოს დროშა მიწაზე დააგდო და დააბიჯა“
შეუჩერებელი დოდონა ნამორაძე „ევროვიზიისთვის“ ორ სიმღერას ამზადებს _ “მინდა, საქართველოს წარმომადგენელი გავხდე და არა სხვა ქვეყნის“
„სარკე“ მომღერალი დოდონა ნამორაძე „ევროვიზიის“ კონკურსისთვის ემზადება, მაგრამ არ იცის, შეძლებს თუ არა, საქართველოს სახელით გამოვიდეს სცენაზე. დოდონა ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა მაშინ გაიცნო, როდესაც საბერძნეთის „ვოისში“ მიიღო მონაწილეობა და თავისი უნიკალური ნიჭით ყველა აალაპარაკა. უცხო ქვეყანაში ქართველმა გოგონამ მეორე ადგილი დაიკავა, არადა პირველ ადგილს რომ იმსახურებდა, ამაზე ფაქტობრივად ყველა თანხმდებოდა. მომღერალმა საბერძნეთში წასვლამდე ქართულ […]











