კატეგორია: შემთხვევა

“ეკიპაჟის წევრი უწყვეტად იმეორებდა, რომ თვითმფრინავი ავარიულად, სწრაფად ეშვებოდა” – ჟურნალისტი ნინო ხოზრევანიძე კიევი-თბილისის რეისის დაძაბულ წუთებს იხსენებს

"ეკიპაჟის წევრი უწყვეტად იმეორებდა, რომ თვითმფრინავი ავარიულად, სწრაფად ეშვებოდა" - ჟურნალისტი ნინო ხოზრევანიძე კიევი-თბილისის რეისის დაძაბულ წუთებს იხსენებს

ავარიულად დაშვებული კიევი-თბილისის ავიარეისის მგზავრი, „ინტერეპრენიუსის“ კორესპონდენტი ნინო ხოზრევანიძე ინციდენტის დროს თვითმფრინავში არსებულ ვითარებას იხსენებს. მისი განცხადებით, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასაშვებლად მოემზადა, დედამიწამდე მანძილიც შემცირდა, თუმცა მოულოდნელად ისევ აკრიფა სიმაღლე და ჩვეულ რეჟიმში განაგრძო ფრენა. – მსგავსი სიტუაცია კიდევ ორჯერ განმეორდა და როგორც მივხვდით, თვითმფრინავმა თბილისს სამჯერ შემოუარა, მაგრამ დაშვებას ვერ ახერხებდა. განმარტებებს არავინ […]

კიევიდან თბილისში მომავალ თვითმფრინავს სამუხრუჭე სისტემა გაეთიშა – პილოტმა ის თბილისის აეროპორტში ავარიულად დასვა

კიევიდან თბილისში მომავალ თვითმფრინავს სამუხრუჭე სისტემა გაეთიშა - პილოტმა ის თბილისის აეროპორტში ავარიულად დასვა

კიევიდან თბილისში მომავალი „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა მას შემდეგ, რაც ავიალაინერმა, ტექნიკური, სავარაუდოდ, სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობის გამო, თბილისის გარშემო არაერთი არაგეგმიური ფრენა განახორციელა. აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული. დაახლოებით, ნახევარი საათის დაგვიანებით, ავარიულად დაშვების მიუხედავად, ეკიპაჟის და ყველა მგზავრის მდგომარეობა სტაბილურია […]

მეტრო ,,ვარკეთილში“, ჭერის ჩამონგრევის შედეგად, “ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტი გიორგი საკარული დაშავდა

მეტრო ,,ვარკეთილში“, ჭერის ჩამონგრევის შედეგად, “ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტი გიორგი საკარული დაშავდა

მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა შორის არის “ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტი გიორგი საკარული. მას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები და იმყოფება შოკურ მდგომარეობაში. ამ დროისთვის, გიორგი საკარული “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” გადაჰყავთ. შეგახსენებთ, განახლებულ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ამ დროისთვის მგზავრები ევაკუირებულები არიან.

“ძალიან შეგვეშინდა, რამდენიმე ადამიანს თავზე დაეცა ჩამონგრეული მასა” – რა მოხდა ვარკეთილის მეტროში

"ძალიან შეგვეშინდა, რამდენიმე ადამიანს თავზე დაეცა ჩამონგრეული მასა" - რა მოხდა ვარკეთილის მეტროში

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მოსაცდელ დარბაზში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათი ამოყვანა მაშველებმა შეძლეს. თვითმხილველის თქმით, მეტროს მოსაცდელ დარბაზში, ბაქანთან იდგნენ, როცა მოულოდნელად ჭერის ჩამოიქცა. ,,ხალხი პანიკაში ჩავარდა. ჩვენ ცოტა მოშორებით ვიდექით და საბედნიეროდ, გადავრჩით, რომ არაფერი დაგვიშავდა. ძალიან შეგვეშინდა, რამდენიმე ადამიანს თავზე დაეცა ჩამონგრეული მასა, თუმცა […]

ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა – 7 ადამიანი დაშავდა

ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა - 7 ადამიანი დაშავდა

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მოსაცდელ დარბაზში შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათი ამოყვანა მაშველებმა შეძლეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგოც “ნიუპოსტს” შინაგანს აქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რათა მომხდარის მიზეზი დადგინდეს. მეტროსადგურ „ვარკეთილში“ აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, რომლის შედეგადაც მოიხსნა […]

“ქანთარიები და ვაჩანძეები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა” – რიკოთზე ავარიას ოჯახის 4 წევრი და მათი ნათესავი დედა-შვილი ემსხვერპლა

“ქანთარიები და ვაჩანძეები ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა” – რიკოთზე ავარიას ოჯახის 4 წევრი და მათი ნათესავი დედა-შვილი ემსხვერპლა

რიკოთზე მომხდარმა ავარიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველო შეძრა. როგორც ცნობილია, მსუბუქი მარკის ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი – საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, […]

რიკოთთან ტრაილერმა მსუბუქ მანქანას გადაუარა – დაიღუპა 6 ადამიანი, მძღოლი დაკავებულია

ხულოში მე-12 კლასელმა თავი მოიკლა

რიკოთის გვირაბთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას,ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველთა თქმით, გზის საპირისპირო ზოლში მოძრავი ტრაილერი მსუბუქ მანქანას დაეხაჯა. როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, ავარიაში მონაწილე ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]

“პეგასუსის” თვითმფრინავი ტრაბზონში ზღვაში ჩავარდნას სასწაულით გადაურჩა – ვიდეო

"პეგასუსის" თვითმფრინავი ტრაბზონში ზღვაში ჩავარდნას სასწაულით გადაურჩა - ვიდეო

კომპანია “პეგასუსის” კუთვნილი თვითმფრინავის 162 მგზავრი, რომელიც ინციდენტის დროს “ბოინგში” იჯდა, თავს კარგად გრძნობს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ამის შესახებ “ტელეგრაფი” წერს. ავიალაინერი თურქეთში, ტრაბზონის აეროპორტში დაჯდომას აპირებდა, როდესაც მოცურდა, ბილიკიდან გადავიდა და კლდეზე დაეშვა. ზღვაში ჩავარდნისგან თვითმფრინავი ტალახმა გადაარჩინა. ინციდენტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. თვითმფრინავი ტრაბზონში ანკარადან ჩაფრინდა. მომხდარის […]

ნიკა წულუკიძე სიკვდილს გადაურჩა

ნიკა წულუკიძე სიკვდილს გადაურჩა

თეატრმცოდნე და ტელეკომპანია “იმედის” წამყვანი ნიკა წულუკიძე სიკვდილს გადაურჩა. ის გადაღებებზე გუდამაყარში კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც კლდიდან დაგორდა. საავადმყოფოში გადაღებული ფოტო ნიკა წულუკიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა: ”გუდამაყრიდან ტრავმატოლოგიურამდე. გადავრჩი. ქართული თეატრის დღეს გილოცავთ. <3 ხევისბერთან ვიყავით გადაღებაზე გუდამაყარში, პირიმზის სალოცავში და ღამის ორ საათზე დავგორდი კლდიდან. ახლა კარგად ვარ.”