სტრასბურგში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ემიგრანტის შესახებ მეგობრები სოციალურ ქსელში წერენ. ,,ჯაბა! ეს ხომ საშინელებაა შენი არყოფნა! რამხელა მოუშუშებელი ტკივილი ხარ ყველასთვის, ჩემო კეთილო ბიჭო. უფალმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი.” – წერს დაღუპულის ახლობელი. ,,ჯაბა, ჩემო კარგო, რა საშინელებაა, როგორ მეწყინა. საცოდავი დედაშენი… ერთადერთი შენ ჰყავდი და რა ეშველება… ვუსამძიმრებ ლუარა მასწავლებელს, ღმერთმა მისცეს გამძლეობა”, – წერს […]
კატეგორია: შემთხვევა
24 წლის გოგო თოკზე ჩამოკიდებული ოჯახის წევრებმა იპოვეს
ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 24 წლამდე ასაკის გოგომ თვითმკვლელობა სცადა. ,,დიანიუსის” ინფორმაციით, სუიციდის მცდელობისას გოგონა შოკზე ჩამოკიდებული ოჯახის წევრებმა იპოვეს. გოგონა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში კომატოზურ მდგომარეობაშია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, გოგონას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.
მამაკაცი, რომლის ავტომობილმაც 13 წლის ბიჭი იმსხვერპლა, ნერვიულობით გარდაიცვალა
ტრაგედია ჭიათურაში – 83 წლის მამაკაცს ავტომობილი დაუგორდა, რამაც 13 წლის ანზორ ხვედელიძის, სიცოცხლე იმსხვერპლა შემთხვევიდან რამდენიმე საათში ნერვიულობის ნიადაგზე ავტომობილის მძღოლი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ნიუპოსტი
ტყვიავში ნისანი ოპელს დაეჯახა – 7 ადამიანი დაშავდა, 21 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაშია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში დღეს ავარია მოხდა. “ნიუპოსტის” ცნობით, ერთმანეთს “ნისანის” და “ოპელის”’მარკის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთის, 21 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
ზესტაფონში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა
ზესტაფონში მომხდარ ავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი დაშავდა. ,,ტოპნიუსს” თვითმხილეველებმა განუცხადეს, რომ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ზესტაფონი-ქუთაისის ავტომაგისტრალზე სავალი გზიდან გადავარდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადყოფოებში გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიუება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. […]
ქობულეთის კლინიკაში კანალიზაციაში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს
ქალი საავადმყოფოში პომიდვრის ინტოქსიკაციის ჩივილით მივიდა, ცოტა ხანში ტუალეტში შესვლა ითხოვა, გამოსვლის შემდეგ კი საავადმყოფო ისე დატოვა, რომ არაფერი უთქვამს. „კურიერის“ ინფორმაციით, ქალის წასვლიდან ცოტა ხანში საავადმყოფოში საკანალიზაციო მილი გაიჭედა და ადგილზე შესაბამისი სამსახური გამოიძახეს. მილის გაწმენდისას კი მკვდარი ემბრიონი იპოვეს. ექიმები ეჭვობენ, რომ ქალს ნაყოფის მოსაშორებელი აბები ჰქონდა დალეული და ეს ინფორმაცია საავადმყოფოში დამალა. […]
,,გოჩას გულმა მუშაობა შეწყვიტა” – 20 წლის ბიჭი თავის სახლთან უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა
ფოთში, 4 დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 20 წლის გოჩა დაუთაშვილი გარდაიცვალა. ის ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში, უგონო მდგომარეობაში მოათავსეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, ნაბადის უბანში, მსუბუქი ავტომანქანა ელექტრო ბოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა. „ბზობის საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, გოჩა მისი სახლის […]
რა დაწერა დედაზე 15 წლის შაკომ თვითმკვლელობამდე ერთი კვირით ადრე
„….დედას გაქცეული ბიჭი ეძებდა თბილ ადგილს, რასაც ოჯახი ჰქვია. შიგნით სიცარიელეა, იატაკზე აგდია მისი მკლავმოგლეჯილი დათუნია, რომელიც სიმბოლოა მისი წართმეული და დასახიჩრებული ბავშვობის… არც ერთი ომი ამ ქვეყნად არ არის გამართლებული, ომში გამარჯვებული ერთი მხარეა, მოგებული კი არც ერთი…”,- წერდა ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებაში 15 წლის მარტვილელი შაკო ნაჭყებია, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, თავი მოიკლა. […]
ვინ არის 20 წლის ბიჭი, რომელიც ეკლესიასთან ჩამომხრჩვალი იპოვეს
წუხელ ღამით, გორიჯვრის მთაზე, წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიოტირაზე 20 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი გოგა დოლიაშვილია, რომელიც გორში, კომბინატის დასხლებაში ცხოვრობდა. მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დიანიუსი
მანქანები გახვრეტილი ავზებით და მოპარული ბენზინი – 90-იანი წლების პრაქტიკა დაბრუნდა
90-იანი წლების კიდევ ერთი მავნე პრაქტიკის გაგრძელება – მოქალაქეებს დილით ავტომობილების ავზები გახვრეტილი ხვდებათ, ბენზინი კი მოპარული. ამის შესახებ ,,კურიერს” დაზარალებულებმა შეატყობინეს. ფაქტების შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ,,კურიერთან” კი სპეციალისტები ამ პრობლემის კიდევ უფრო საგანგაშო შედეგებზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, ქალაქში უკვე არსებობს გარკვეული სქემა, რითაც კონკრეტული კომპანიები მოქმედებენ. მოქალაქეები კი, რომლებიც […]











