ყველას გისურვებთ ასეთი ამბების გაგებას – ბავშვმა ლეიკემია დაამარცხა. ამის შესახებ ნუგზარ სულაშვილმა დაწერა. ახლა კი თეო ელიაძე წერს: ,,ჩემი ოჯახის ყველაზე პატარა წევრს, რომელიც 5 თვიდან ლეიკემიას ებრძვის, დღეს შეუწყდა 26 თვიანი ქიმიები და ნიკოლოზმა დაამარცხა ლეიკემია. მადლობა თითოეულ ქართველს თუ არა ქართველს”. ,,მადლობა უფალს!”, ნიკოლოზი ჯანმრთელია! ყველას გილოცავთ!”, ,,ნიკოლოზი იმედის სხივია, რომ სხვა […]
კატეგორია: საზოგადოება
,,27 წლის ასაკში ავთვისებიანი სიმსივნე დამიდგინეს, მკერდის მოკვეთა დამჭირდა” – მსახიობმა მძიმე სენი დაამარცხა
მსახიობი გვანცა ლაღიძე თავისი ცხოვრების ურთულეს პერიოდზე ყვება პროექტში ,,ქალები საქართველოდან”. მან სიმსივნესთან ბრძოლაში გაიმარჯვა და ახლა იმ ადამიანების დახმარება სურს, რომლებიც იმავე გზას გადიან ახლა, რომელიც მან უკვე წარსულში მოიტოვა. ,, 2011 წელს მკერდის ავთვისებიანი, სწრაფადპროგრესირებადი სიმსივნე, მესამე სტადიაში დამიდგინეს. მაშინ 27 წლის ვიყავი. ჩემი სამსახიობო კარიერიდან გამომდინარე, ინტენსიური გადაღებები დამეწყო. გადაღებებისთვის სხეულის რუჯით […]
,,ისე გამოგვყარეს სახლიდან, ტანსაცმელიც კი არ მოგვცეს” – უკრაინაში დაღუპული მეომრის ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა
უკრაინაში დაღუპული 32 წლის ქართველი მეომრის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახი ქუჩაში, ღიას ცის ქვეშ აღმოჩნდა. აფხაზეთის ომის, აგვისტოს ომის, ერაყის ომისა და ბოლოს უკრაინის ომში მონაწილე ქართველი მებრძოლის მეუღლე და შვილი რამდენიმე დღის წინ ნაქირავები ბინიდან გარეთ გამოუშვეს, რადგან ოჯახმა 2 თვის ქირის ფულის გადახდა ვერ შეძლო. დაღუპული ქართველი მებრძოლის ოჯახმა ნაქირავები სახლიდან პირადი ნივთებისა და […]
”ანას მთელი ორგანიზმი განადგურებული, ძვლებიც კი დაზიანებული და შეჭმული ჰქონია” – ანა ლაშხელი-ონიანის სიცოცხლე და სიკვდილი
”ჯერ არც დამიძინია და გაღვიძებაზე ვფიქრობ… ავდგები დილას და ყველაფერი იგივე იქნება. იგივე ოთახი, ადამიანები, გარემო, სამუშაო, მუსიკა, მანქანა, ლოგინი, ფარდა, დილის ფინჯანი ყავა, ჭურჭლის დარეცხვა, ზარი მშობლებთან, წუწუნი დაქალთან, იგივე ისტორიები აფსუ სამყაროდან. და უცებ წარმოვიდგინე, როგორ მიყვარს ეს ერთფეროვნებაც. წარმოვიდგინე, რომ ერთ დღეს ჩემს ოთახში ვერ გავიღვიძო. რომ ჩემი ლოგინი არსად იყოს. რომ […]
,,უნდა დასრულდეს ბავშვების მოტყუება, რომ წერომ ჩამოიყვანა” – მაია ცირამუა
,,არ შეიძლება, განათლებამ ადამიანს უბიძგოს გარყვნილებისკენ,” – ასე ეხმაურება ბავშვთა ფსიქოლოგი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც სექსუალური განათლების შესახებ ვიდეოგაკვეთილების ავტორი, ხატია ახალაია გააკრიტიკა და ბავშვების გარყვნილებაში დასდო ბრალი. მაია ცირამუა აცხადებს, რომ სექსუალური განათლება ბავშვებში პრევენციულ ხასიათს ატარებს. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბავშვებს აქვთ სრული უფლება, იცოდნენ საკუთარი თავი და სხეული შეიცნონ. -ის, რა მცდელობაც ხატიას ჰქონდა და ზოგადად ცოდნის შეტანა საზოგადოებაში, ბავშვებში, […]
,,ერთი წელი გავიდა ამ შემზარავი ამბიდან, როცა 14 წლის ბიჭმა დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა” – პატარა მხატვრის დიდი სიცოცხლე
,,სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა გეგას ამბავი. სშინლად მწყდება გული ამ საყვარელ ბავშვზე… ტყუპების კლასელი იყო და 6 წლიდან ვუყურებდი… სასტიკად განვიცდი… ხვალ გაასვენებენ ამ სიკეთეს” – მაია კაჭკაჭიშვილი. “ჩვენი გეგა… ვერ ვიჯერებ… აცხონოს უფალმა მისი სული…” – ზურაბ სულაკაური. “ჩემმა გეგამ გული მომიკლა…” – ზაალ სულაკაური. წერდნენ ერთი წლის წინ უნიჭიერეს პატარა მხატვარზე, 14 წლის გეგა პატურაშვილზე. ის მოულოდნელად გარდაიცვალა. […]
თამრიკო ჭოხონელიძე: ,,გია როინიშვილის სიმღერები მანქანაში ჩართული მაქვს და ავყვები ხოლმე” – ვიდეო
მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე ,,მიუზიკ ბოქსის” სიუჟეტში თავის შემოქმედებაზე, საყვარელ საქმესა და ოჯახზე საუბრობს. ჟურნალისტმა კითხვა ყოფილ ქმარზე, მსახიობ გია რონიშვილზეც დაუსვა. მუსიკოსმა უპასუხა, რომ მისი დამახასიათებელი ხმა მოსწონს. -გიას აქვს სპეციფიკური ხმა, სიმღერას ხრინწივით გასდევს. ლაპარაკიც ასეთი აქვს, ბზარივით აქვს. მანქანაში ჩართული მაქვს, ვუსმენ და ავყვები ხოლმე (იხილეთ მიუზიკ ბოქსის მიერ მომზადებული სიუჟეტი).
დავით სერგეენკომ თვითმფრინავში ქალი გადაარჩინა: ,,თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ”
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თვითმფრინავის ბორტზე ირანის მოქალაქეს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და გადაარჩინა. შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ ლაინერის ბორტზე მოხდა, რომელიც ჟენევა-სტამბოლის ავიარეისს ასრულებდა. მაშინ მინისტრი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სამიტიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟენევაში მცხოვრებმა ირანელმა ფრენის დროს შეუძლოდ იგრძნო თავი. სერგეენკომ ქალს დახმარება აღმოუჩინა და ფრენის დასრულებამდე მის ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად […]
მჯდომარე ანასტასიას წითელი ვაშლები ავადმყოფებს კურნავს – სასწაულები, რომლებიც ნაძალადევში ხდება
გასულ საუკუნეში თბილისში, ნაძალადევში, ხიმშიაშვილის ქუჩის ერთ ეზოში, ხალხი უამრავი სასწაულის მომსწრე ხდებოდა. დედა ანასტასია (ნიკიშევა), რომელმაც ათეულობით წელი მჯდომარე მდგომარეობაში გაატარა, ადამიანებს კურნავდა და საოცარი მადლით ავსებდა. მას წინასწარმეტყველების ნიჭიც გააჩნდა. სასწაულები მისი გარდაცვალების შემდეგაც არ წყდება. სასულიერო პირები და მორწმუნეები მას მჯდომარე ანასტასიად მოიხსენებენ. ყველაფერი ლამაზი, მაგრამ ტრაგიკული ისტორიით დაიწყო. ანასტასიას შეყვარებულმა თავი […]
ირაკლი კაკაბაძე მესამედ დაქორწინდა
უფლებადამცველი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე დაქორწინდა. მისი რჩეული ბელა ბაჯელიძეა. ჯვრისწერის ფოტოები ფეისბუქში ირაკლი კაკაბაძის მეჯვარემ, ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა გააზიარა. ,,დღეს ბედნიერი დღეა. ირაკლი კაკაბაძე და ბელა ბაჯელიძე დავაროქორწინეთ. ბედნიერება ვუსურვოთ,” – დაწერა გიორგი გასვიანმა. ჯვრისწერას არაერთი ცნობილი სახე ესწრებოდა. ირაკლი კაკაბაძისთვის ეს მესამე ქორწინებაა. მეორედ ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეზე იყო […]











