ქალთა მოძრაობის მიმართვის პასუხად, რომელმაც ის რამდენიმე ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, CiDA-ს დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის ხსნის საკუთარ კანდიდატურას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან. დევდარიანი ამ პოზიციაზე 16 მარტს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ წარადგინა. “გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და […]
კატეგორია: საზოგადოება
ნინო ლომჯარიას წარდგენილ ზვიად დევდარიანს ქალები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ
ქალთა მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ომბუდსმენის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ზვიად დევდარიანს ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და ამის შესახებ სპეციალურ მიმართვას უგზავნის პარლამენტს და სახალხო დამცველს. განცხადება მოძრაობის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება. “16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ […]
გიორგი მახარაძის მკურნალობამ კარგი შედეგი გამოიღო
გიორგი მახარაძის მკურნალობის შედეგი ცნობილია. “მადლობა უფალს, მკურნალობის შედეგები დადებითია, მადლობა უფალს” – წერს მსახიობ გიორგი მახარაძის დედა თეო ჩივაძე. რამდენიმე თვის წინ მსახიობ გიორგი მახარაძეს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ის სამკურნალოდ თურქეთში იმყოფებოდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მკურნალობამ სასურველი შედეგი გამოიღო. ბრენდნიუსი
გია ბუღაძე: ”ნიკა რურუამ ნახატები დამიხია და სარდაფში გადაყარა”
რუსთაველის გამზირის N16-ში მდებარე ოფიცერთა სახლის სარდაფში განთავსებული, კირილე ზდანევიჩის მიერ 1919 წელს მოხატული კედლის პანო, რომელიც საქართველოში ერთადერთი იყო, განადგურებულია. ფართის მეიჯარე აცხადებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის რემონტი დასრულებული იყო და პანო აღარ არსებობდა. ამჟამად ოფიცერთა სახლის პირველი სართულისა და სარდაფის ტერიტორია კერძო საკუთრებაშია. როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მომხდარი სისხლის […]
თბილისში მორბენალ ჰაჩიკოს ახლა ნოა ჰქვია – თეკლა კალანდაძემ მას პატრონი შეურჩია
ინტერნეტმომხმარებლები უკვე კარგად იცნობენ თბილისში “მორბენალ ჰაჩიკოს”, რომელიც N54 ავტობუსს დასდევდა. მას შემდეგ, რაც ისტორია სოციალურ ქსელში გავრცელდა და მთელმა ქვეყანამ შეიტყო ძაღლის ამბავი, რომელიც დიდი დიღმიდან მაღლივ კორპუსამდე აცილებდა მძღოლს მადლიერების ნიშნად, ბევრმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ერთგული ცხოველის ბედზე თეკლა კალანდაძემ და რამდენიმე ცხოველთა მოყვარულმა იზრუნა. მათ ამ საოცარ ძაღლს საუკეთესოთა შორის საუკეთესო […]
გურანდა გაბუნია: „მთელი ცხოვრება რუსეთს გვერდით ვედექით და ისინი – ჩვენ“
„ქართველებმა სულ უნდა იმღერონ სახლშიც, ზუგდიდშიც და წყალტობოშიც“, – ეს განცხადება მსახიობმა გურამდა გაბუნიამ “პრაიმტაიმთან” საუბარში გააკეთა. – მოსკოვშიც, ქალბატონო გურანდა? – აბა რაა, მოსკოვშიც. მთელი ცხოვრება გვერდში ვედექით რუსებს და ისინი – ჩვენ. შესაშური ურთიერთობა გვქონდა. ბიჭვინთაში ჩამოდიოდნენ რუსი მსახიობები, ყველა ერთად ვიყავით. დავდიოდით სპექტაკლებზე, ოპერაში, ბალეტზე. რატო არ უნდა იყოს ურთიერთობა რუსებთან, რატომ, […]
,,თქვენი შვილი ნამდვილი გმირი იყო, ტყვედ ჩაბარებას სიკვდილი არჩია” – პილოტ ზურა იარაჯულის ვაჟკაცობა მტერმაც კი აღიარა
საქართველოს უამრავი გმირი ჰყავს, რომლებმაც ისე იცხოვრეს და ისე დაასრულეს სიცოცხლე, რომ მტრიცგანაც კი პატივი დაიმსახურეს. ფეისბუქგვერდი ,,ყველაფერი სამხედრო” ერთ-ერთი ასეთი გმირის, პილოტ ზურა იარაჯულის ტრაგიკულ ისტორიაზე წერს: ,,- Эй, грузин, сдавайся, в плен возьмем, не убьем, не бойся- ჩეჩნური აქცენტით დაიძახა ვიღაცამ, რომელსაც პასუხად პისტოლეტის ტყვიების წივილი მოჰყვა… დაახლოებით ერთი წლით ადრე, ვიდრე გუმისთის პირას, […]
9 მანქანა, 6 ნახატი, რამდენიმე ბინა და 10 მილიონზე მეტი უცხოურ ბანკებში – როგორია კახა კალაძის ქონება
9 ავტომობილი, 6 ფერწერული ტილო და 10 მილიონზე მეტი დოლარი, რომელიც უცხოური ბანკების ანგარიშებზე აქვს – ეს არასრული სიაა იმ ქონების, რასაც დედაქალაქის მილიონერი მერი კახა კალაძე ფლობს. როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, თბილისის მერმა კახა კალაძემ 2017 წელს ილია ჭავჭავაძის გამზირზე 160 ათას დოლარად შეიძინა ორი ბინა, რომლის საერთო ფართობი 200 კვადრატული მეტრია. ბინის 100%-ის […]
ლალი მოროშკინა: ,,ნანი ბრეგვაძეს გულმა რომ დაარტყას, ვინ აგებს პასუხს?!.. იმხელა ,,შტრაფი” დაეკისრება, სახლის გაყიდვაც არ ეყოფა”
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ამბობს, რომ მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ 28 მარტს მოსკოვში დაგეგმილი კონცერტი არ უნდა გააუქმოს, რადგან მას აქვს კონტრაქტი და უარს თუ იტყვის, ფინანსურად დაზარალდება. ამის შესახებ მან გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში” ისაუბრა. _ ნანიმ რომ უარი თქვას კონცერტის გამართვაზე, რამხელა ,,შტრაფები” და საურავი დაეკისრება, ვინმეს უფიქრია?! დღეს ქალბატონ ნანის გულმა რომ დაარტყას, იმიტომ, რომ […]
“თვითონ მშობლები რომ არიან გაუზრდელები და უსწავლელები, ეს ვისი ბრალია… როდის იყო მსხალი ატამს ისხამდა?” – მასწავლებლის მიმართვა მშობლებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალურ ანგარიშს უამრავი კომენტარი მოჰყვა აქვე თუ სოციალურ ქსელში. მასწავლებლები და მშობლები ხშირად ერთმანეთისკენ იშვერენ თითს, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება… ეს ერთ-ერთი მასწავლებლის კომენტარია, რომელიც მდგომარეობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მშობლების გულგრილობას ასახელებს: “17 წელია მასწავლებელი ვარ და მდგომარეობა დღითი-დღე მძიმდება… სკოლა გაივსო უზრდელი, […]











