კატეგორია: საზოგადოება

შავპერანგიანები: ,,სისხლს მოითხოვენ? ზღვა სისხლს მიიღებენ!”

შავპერანგიანები: ,,სისხლს მოითხოვენ? ზღვა სისხლს მიიღებენ!”

ნაციონალისტური მოძრაობა ,,ეროვნული ერთობა”, რომლის წევრებიც თავს შავპერანგიანებს უწოდებენ, ძალადობრივი ქმედებებით იმუქრებიან. ,,სისხლს მოითხოვენ? ზღვა სისხლს მიიღებენ!” – აცხადებენ ისინი და ამბობენ, რომ შექმნიან რაზმეულებს, დაიწყებენ ქალაქში პატრულირებას, რათა თავად აღკვეთონ ის ,,უკანონობა”, რომელსაც პოლიცია ვერ ან არ აღკვეთს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა განმარტა, მან იგულისხმა, მაგალითად, 9 აპრილის მონუმენტზე აქტივისტის ცეკვის ფაქტი. ამ ადამიანთა […]

,,დიდება ერს, სიკვდილი მტერს”- სკანდირებენ კონტრაქციის მონაწილეები

,,დიდება ერს, სიკვდილი მტერს”- სკანდირებენ კონტრაქციის მონაწილეები

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ,,ეროვნულ-სოციალისტურმა მოძრაობამ“ ,,თეთრი ხმაურის“ წინააღმდეგ კონტრაქციას წამოიწყო. მათ პოლიცია რუსთაველის გამზირისკენ არ უშვებს. -დიდება ერს, სიკვდილი მტერს, – სკანდირებენ კონტრაქციის მონაწილეები და ამბობენ: „გვსურს, ჩვენი ძალა დავანახოთ ყველას. ყველა ახალგაზრდის სახელით ნუ საუბრობენ“. ნიუსჯის ფოტო

,,ჩვენ შევქმნით სამოქალაქო გვარდიას“ – კონტრაქციის 300-მდე აქტივისტს პოლიცია პარლამენტის შენობისკენ არ უშვებს

,,ჩვენ შევქმნით სამოქალაქო გვარდიას“ - კონტრაქციის 300-მდე აქტივისტს პოლიცია პარლამენტის შენობისკენ არ უშვებს

,,ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა“ ,,თეთრი ხმაურის“ წინააღმდეგ კონტრაქციას მართავს. მათი 300-მდე აქტივისტი ამ წუთებში ჭანტურიას ქუჩაზე, სასტუმრო ,,თორის” წინ არიან შეკრებილი და რუსთაველის გამზირისკენ წასვლას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევს. -ჩვენ შევქმნით სამოქალაქო გვარდიას და ამას დავუპირისპიდებით, – აცხადებენ ორგანიზაციის აქტივისტები. ნიუპოსტი

ნაციონალისტების კონტრაქცია რუსთაველის გამზირისკენ მიემართება – ვიდეო

ნაციონალისტების კონტრაქცია რუსთაველის გამზირისკენ მიემართება - ვიდეო

სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფის წევრი ათეულობით ახალგაზრდა ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირიდან და დინამო სტადიონიდან რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან. “საქართველო!”, “საქართველო”!” – სკანდირებენ ისინი. კონტრაქციის მონაწილეები სკანდირებენ დისკრიმინაციულ ლოზუნგებს სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ. მათ ნაწილს სახე სამედიცინო ნიღბით აქვს დაფარული. ნეტგაზეთი კონტრაქცია მარჯანიშვილზე Gepostet von netgazeti.ge am Sonntag, 13. Mai 2018

თამუნა მეუნარგია: ,,სახლში მოსვენებულ შვილს სჯობს, აქ იდგეთ”

თამუნა მეუნარგია: ,,სახლში მოსვენებულ შვილს სჯობს, აქ იდგეთ”

კლუბ ,,ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ტატო გეთიას დედამ თამუნა მეუნარგიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე სიტყვით მიმართა აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ როგორც 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, ისე – ქვეყანაში არსებულ მკაცრს ნარკოპოლიტიკას. -მინდა, მივმართო მშობლებს: წლები ვმუშაობდი პედაგოგად. არც ერთმა მშობელმა მისი შვილის ყველა წვრილმანი არ იცის. თქვენ ვერ განსაზღვრავთ, თქვენი სრულწლოვანი შვილი ყოველ საათში სად იქნება. […]

პოლიციამ პარლამენტის წინ კორდონი გააკეთა

პოლიციამ პარლამენტის წინ კორდონი გააკეთა

ახალგაზრდების საპროტესტო აქცია იწყება პარლამენტის შენობასთან. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორიაზე სპეციალური კორდონი გააკეთეს და აქციის მონაწილეებს მიუთითეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიას არ გასცდნენ. სამართალდამცავების ეს მოთხოვნა მიუღებელი აქციის მონაწილეებისთვის და ამბობენ, რომ პოლიცია არ უნდა უკრძალავდეს მათ გადააგდილების უფლებას. ნიუპოსტი

ეროვნულ მუზეუმში ტიციანის შედევრი გამოიფინება

ეროვნულ მუზეუმში ტიციანის შედევრი გამოიფინება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი იტალიელი გენიალური მხატვრის – ტიციანის შედევრის გამოფენით იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორშაბათს 12:00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია. მედიის წარმომადგენლები პირველად გადაიღებენ ეროვნულ გალერეაში გამოფენილ ტიციანის ნამუშევარს “მადონა ყრმით“. ნიუპოსტი

,,თეთრი ხმაური”: ,,სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა, ვიკრიბებით!”

,,თეთრი ხმაური”: ,,სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა, ვიკრიბებით!”

,,თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრები საკუთარ ფეისბუქგვერდზე განცხადებას ავრცელებენ: ,,დღეს, 15:00 საათზე გელოდებით პარლამენტის შენობასთან. არ ვაპირებთ დანებებას, სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა და ჩვენ ვაგრძლებეთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის”.

,,თეთრი ხმაურის” საგანგებო განცხადება: ,,ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ”

,,თეთრი ხმაურის" საგანგებო განცხადება: ,,ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ"

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს: ,,მეგობრებო, დროებით შევწყვიტეთ აქცია, რათა თავიდან აგვერიდებინა სიტუაციის გამწვავება. დილით პოლიციამ უკანონოდ აგვაშლევინა კარვები და ასევე, გამთენიისას, ადგილი ჰქონდა მცირე პროვოკაციებს. საორგანიზაციო ჯგუფი მუშაობს აქციის განახლების გეგმაზე. ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით. ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, მადლობა, რომ გვიდგახართ გვერდით”.

მოსახლეობას ურიგებენ წამალს, რომელიც ნარკოტიკებით ზედოზირებისას უნდა გამოიყენონ

მოსახლეობას ურიგებენ წამალს, რომელიც ნარკოტიკებით ზედოზირებისას უნდა გამოიყენონ

სპეციალური მობილური ჯგუფი თბილისის რამდენიმე უბანში პრეპარატ “ნალოქსანს” არიგებს. როგორც დიღმის მასივში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ,,პრაიმტაიმს” აცნობა, აღნიშნული პრეპარატი მათ უბანში დაარიგეს. ..დაახლოებით 15 ამპულა გაიცა და იქვე განგვიმარტეს მოხმარების წესები და ინსტრუქცია”. როგორც ცნობილია ,,ნალოქსანს” ნარკოტიკული ნივთიერებით ზედოზირების დროს იყენებენ. როგორც ,,პრაიმტაიმმა” გაარკვია, პრეპარატი პროექტის “ზედოზირების პრევენციის” ფარგლებში რიგდება. პროექტს “ზიანის შემცირების ეროვნული ქსელი” […]