,,მოლაპარაკებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას კონტრაქციის კონტროლი უჭირდა. ეგზალიტირებულები იყვნენ… გვითხრა, რომ ის ვერ შეინარჩუნებდა მშვიდობიან კორდონს და შესაძლოა დარბევა გამხდარიყო საჭირო”, – ეს განცხადება თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტმა და “ჩვენი თავისუფლებისთვის” აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა გააკეთა ,,ტვ პირველის” ეთერში. მან გუშინ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის დარბეული […]
კატეგორია: საზოგადოება
,,ევას პავაროტი” – თბილისელი ებრაელი ვაჭარი ქალის ისტორია
თბილისში თუ იეთიმ გურჯის ქუჩას გაუყვებით და ძმები თომა და ამბროსი ჯიქიების სახლს გაცდებით, მარჯვნივ დაინახავთ პატარა შესახვევს, რომელსაც ერთ-ერთი საერთო საცხოვრებელი სახლის ეზოში, იეთიმ გურჯის 4/9-ში შეყავხართ. ეზოში ძველი, ლურჯაივნებიანი სახლი დგას, რომლის ფასადის ერთი ნახევარი ახლად შეღებილია, ხოლო მეორე ნახევარს დიდი ხანია, დაუკარგავს ძველი იერი. სახლი ძველთბილისურ ეზოებს გაგახსენებთ და ადამიანს, რომელსაც ასეთ […]
ემიკო კლდიაშვილი – ქართული თეატრის ღიმილის ბიჭი 39 წლის გახდებოდა
,,ემიკო აღარ არის” – 18 წლის წინ მთელ თბილისს მოედო ამბავი, რომ 21 წლის უნიჭიერესი მსახიობი ერმილე (ემიკო) დაიღუპა. მეგობრები, რეჟისორები და მსახიობები მას დღემდე იხსენებენ. ,,დაკარგული არტისტული სიჭაბუკე” – ამბობდა ემიკოზე თეატრთმცოდნე ვასო კიკნაძე. ,,ქართული თეატრის ღიმილის ბიჭი” – ასე უწოდებენ მას თეატრალურ სამყაროში. ემიკო და მსახიობი კოტე თოლორდავა მეგობრები იყვნენ. ემიკოს გარდაცვალების შემდეგ […]
რას წერდა სიგარეტის მოწევის აკრძალვაზე სანდრო ახმეტელი – ,,იქნებადა, მალე სპექტაკლებიც აღარ დაგვადგმევინონ სცენაზედ?”
სიგარეტის მოწევა გასული საუკუნის 30-იან წლებშიც აკრძალული ყოფილა. ამის შესახებ რეჟისორი სანდრო ახმეტელი თავის ჩანაწერებში წერდა, რომელსაც ფეისბუქგვერდი ,,სანდრო ახმეტელი” აქვეყნებს. ,,ეს რა მესმის! ეს რას ვხედავ! ეს ხომ თავისუფლების სრული შეზღუდვაა?! დღეს ვასო აბაშიძის საბენეფიციო სპექტაკლი იმართება სახელმწიფო თეატრში, ჩემი საყვარელი ლიზა ჩერქეზიშვილის მონაწილეობით, მაგრამ თუ ჰხედავთ. აქ რა სწერია? დიახ, დიახ, ნუ მოსწევთო, […]
ბაია პატარაია: ,,ნარკოტიკს იმიტომ იღებენ, რომ ცოტა ხანი დაივიწყონ, სად ცხოვრობენ”
,,არ დაგვიტოვეს ადგილი ისეთი, სადაც შეგვიძლია ვიყოთ ისე, როგორც გვინდა. ჩვენ არაფერს არ ვაფუჭებთ, ჩვენ არაფერს არ ვაშავებთ. არ ვაშავებთ, როდესაც ვცეკვავთ. მეტი რა გავაკეთოთ? ჩვენ მხოლოდ ვცეკვავთ კლუბებში. ეს ადამიანები, რომლებიც იღებენ რაღაც ნივთიერებას, რატომ იღებენ ამ ნივთიერებას? იმიტომ იღებენ, რომ ამ ჯოჯოხეთში აღარ იყვნენ, იმიტომ იღებენ, რომ ცოტა ხანი დაივიწყონ, სად ცხოვრობენ. ჩვენ […]
„სირცხვილი, სირცხვილი“ – ასეთი შეძახილებით შეხვდნენ გიორგი გახარიას კონტრაქციის მონაწილეები
ბერა: ,,ბარიგები კლავენ ხალხს, ვითხოვ ლეგალიზებას” – ვიდეო
რეპერი ბენა ივანიშვილი, რომელიც ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის შვილია, ახალი სიმღერით მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვს. ახალი სიმღერა ბერას youtube გვერდზე დღეს, 13 მაისს აიტვირთა. სიმღერის ტექსტის მიხედვით, ბერა კონკრეტულად მარიხუანის ლეგალიზებას უჭერს მხარს, სხვა ე.წ. “სინთეტიკურ ნარკოტიკებზე” კი ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს. ტექსტში ახსენებს”ბარიგებს”, რომლებიც ბევრ ხალხს კლავენ”. სიმღერის ბოლოს ამერიკელი ასტროფიზიკოსის, ნილ დეგრას […]
კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს დასაშლელად ერთი საათი მისცეს
ე.წ. კონტრაქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს დასაშლელად ერთსაათიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც კონტრაქციის მონაწილეები აცხადებენ, გაარღვევენ პოლიციის კორდონს და თავად დაშლიან აქციას მშვიდობიან ფორმებში. კონტრაქციის მონაწილეები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და კინოთეატრ „რუსთაველს“ შორის საავტომობილო გზაზე იმყოფებიან. მათ ერთსაათიანი ვადა საპირისპირო აქციის მონაწილეებს აქამდეც მისცეს. ინტერპრესნიუსი
პარლამენტის შენობასთან წყლის ჭავლის ორი მანქანა მიიყვანეს
რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია
პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში სასწრაფო დახმარების 2 მანქანა მივიდა. ისინი პოლიციის ავტომანქანების გვერდით განლაგდნენ. მათი გამოჩენის მიზეზი უცნობია, ვინაიდან ადგილზე სასწრაფო დახმარების აღმოჩენა არავის დასჭირვებია. რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ე.წ. კონტრაქციის მონაწილეები “თეთრი ხმაურის” მოძრაობის აქციაზე მისვლას გეგმავენ. ინტერპრესნიუსი










