სოფია მსოფლიოში პირველი რობოტია, რომელსაც მოქალაქეობა მიანიჭეს, ახლა კი ამბობს, რომ ბავშვის გაჩენა სურს. სოფიას საუდის არაბეთმა მოქალაქეობა მიანიჭა. ახლა კი რობოტი ამბობს, რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. სოფია წინასწარ არ არის დაპროგრამებული პასუხებით, ის სწავლობს ბევრ რამეს და პასუხობს ადამიანებს. რობოტი ჰონგ-კონგში შექმნეს. სოფია ამბობს, რომ ქალიშვილი სურს, ჰყავდეს. მისი ტვინი wi-fi კავშირით ფუნქციონირებს და […]
კატეგორია: საზოგადოება
თიკა ფაცაცია იდეალურ ფორმაშია – ტელეწამყვანი შვილებთან ერთად თურქეთში ისვენებს
33 წლის ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია სამი შვილის დედაა. თუმცა არც ასაკი და არც მრავალშვილიანი დედის სტატუსი მის მშვენიერ გარეგნობაზე არ აისახება უარყოფითად. ფაცაცია მართლაც იდეალურ ფორმაშია, რასაც მისი ახალი ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს. ტელეწამყვანი მეგობრებთან ერთად თურქეთში ისვენებს. ახალმა ფოტოებმა ფეისბუქზე მის მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს შორის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. “რაშივით ხარ”, “ლამაზ სხეულში ლამაზი სულია”, […]
,,საქართველოში მოღალატედ მთვლიან” – გიორგი ჯიქია
ქართული ფესვების მქონე რუსეთის ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველმა, გიორგი ჯიქიამ РГ-სთან საუბრისას საინტერესო კომენტარი გააკეთა. მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელის თქმით, მას საქართველოში მოღალატედ თვლიან. -საქართველოში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. უკანასკნელად კი ერთი თვის წინ ვიყავი იქ. მეგრულ ენაზე საუბარი შემიძლია. ქართულად კი, სამწუხაროდ, არც საუბარი ვიცი და არც წერა-კითხვა. იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვფიქრობდი. საბოლოოდ რუსეთი […]
მიხეილ სააკაშვილს ვაჟის ქორწინებამ საკუთარი ქორწილი გაახსენა – ,,როგორ ჩქარა მიქრის დრო.. თითქოს გუშინ ვიდექით ჩვენს ჯვრისწერაზე ამერიკაში”
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის ვაჟმა, ედუარდ სააკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ იქორწინა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა გახდა. – ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის, ედუარდის ქორწილს. გუშინდელივით მახსოვს, მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ იორკში, როგორ ვეწეოდი სტუდენტურ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩამოვედით და […]
გიორგი ხაბურზანია: „რაის დაბალი რეიტინგებიო? ვაი თქვენს პატრონს!” – რას ამბობს პროდიუსერი მის ტელეიმედიდან გაშვებაზე
„რაის დაბალი რეიტინგებიო? ვაი თქვენს პატრონს, იხილეთ ერთი წლის შედეგები. დანარჩენზე კი, ყველა მთავარ ფლეიერს, მერე გაეცემა პასუხი“ ასე პასუხობს „ნიჭიერისა“ და „იქს ფაქტორის“ პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია ხმებს, რომლებიც მისი და დემნა ჯაფარიძის „იმედთან“ დამთავრებულ კონტრაქტს უკავშირდება, რომელიც ტელეარხმა, როგორც ამბობენ, პროექტების დაბალი რეიტინგის გამო აღარ განუახლა. გიორგი ხაბურზანიას მონაცემებით, „ნიჭიერს“ ჰქონდა 22,1%, ხოლო „იქს […]
ტელეიმედმა გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე გამოუშვა – ”თქვენი რეიტინგები არ მოგვეწონა”
გავრცელებული ინფორმაციით, „იმედი“ ახალი სეზონიდან აღარ ითანამშრომლებს დემნა ჯაფარიძესა და გიორგი ხაბურზანიასთან. პროდიუსერები, რომლებიც გარკვეული პერიოდის წინ „რუსთავი 2“-დან „იმედზე“ გადავიდნენ და იქ „ნიჭიერი“, „იქს ფაქტორი“ და „ექიმები“ გადაიტანეს, ამ ტელეარხის ეთერისთვის პროექტებს აღარ მოამზადებენ. მიზეზად მათი პროექტების დაბალი რეიტინგი სახელდება. თავად პროდიუსერები ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან და მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. ჩვენი ინფორმაციით, ისინი […]
გია ყანჩელი – ”საქართველოს ჰიმნი უნდა შევცვალოთ”
ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი საქართველოს ჰიმნის შეცვლის იდეით გამოდის. ყანჩელს მიაჩნია, რომ არსებული ჰიმნი აკომპონიმენტის გარეშე საკმარისად ძნელი სამღერია. გია ყანჩელის განცხადებით, კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის მიერ, მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილი “სამშობლოს” პირველი ნახევარი წარმოადგენს სრულყოფილ, ადვილად სამღერ (თანხლების გარეშე), სიმარტივით და ამავე დროს დიდებით აღსავსე ბრწყინვალე ჰიმნს. აღნიშნულთან დაკავშირებით გია ყანჩელმა მიმართვა გაავცელა: “თითქმის […]
,,ასეთი რაღაც არავის ახსოვს, ცენტრში მოდის მთელი ხეობა” – სვანეთში სტიქია მძვინვარებს
სვანეთი კატასტროფის წინაშეა. ცოტა ხნის წინ ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ, მთა მოწყდა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა. ადგილობრივების თქმით, წყლის დიდმა მასამ წაიღო გზა, ცენტრალური და კიდევ რამდენიმე შედარებით მცირე ზომის ხიდი. -ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის, ცენტრში მოდის მთელი ხეობა. აქ ცენტრალური ხიდი საერთოდ წაღებულია. ზუსტად არ ვიცი, ქვემოთ რა მდგომარეობაა, ცენტრში მოდის მთელი ხეობა. […]
მსოფლიოში ცნობილი ქართველი მწერალი დაჩაგრეს – ელენა პეპი ბოჭორიშვილი: ,,ქართველობას მე ვერავინ წამართმევს”
კანადაში მცხოვრები ცნობილი ქართველი მწერალი ელენა პეპი ბოჭორიშვილი ვერ მოხვდა იმ 50 ქართველ მწერალს შორის, რომლებიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარადგენენ. ,,მისი რომანები ქართულად 2 წლის წინ ითარგმნა. ამას გარდა, მისი ტექსტები თარგმნილია ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, პორტუგალიურ და ჩეხურ ენებზე. საწყენია, რომ სტენოგარფიული რომანებით ცნობილი, კანადაში მცხოვრები, ქართველი მწერალი დაიჩაგრა”, – წერს სოციალურ ქსელში მაკა ბიბილაშვილი. […]
“ნიკას ტელეფონზე პოლიციელმა მიპასუხა, მითხრა, ტბაში დაკარგულ ბავშვებს ვეძებთო… – რეპეტიციის შემდეგ გაპარულან ტბაზე საბანაოდ, ისე, რომ ცურვაც არ სცოდნიათ”
ტრაგედია დატრიალდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სადაც სოფლის მიმდებარედ, ხელოვნურმა ტბამ ანსამბლ “ფრესკას” მოცეკვავეები – 12 წლის გიორგი ლაცაბიძე და ნიკა მიქოიძე იმსხვერპლა. ნიკა მიქოიძის მამის თქმით, შვილს მთელი დღის განმავლობაში ურეკავდნენ, თუმცა არ პასუხობდა. “ბოლოს და და ბოლოს ნიკას ტელეფონზე ვიღაცამ მიპასუხა, პოლიციელი აღმოჩნდა, მითხრა, ტბაში დაკარგულ ბავშვებს ვეძებთო…” – განაცხადა მან ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან. შემთხვევით […]











