თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ. „თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას სასჯელის სახედ და […]
კატეგორია: სამართალი
თემქაზე პატრული კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე გაზით გაიგუდნენ
თბილისში, თემქის დასახლებაში, პატრულის თანამშრომელი კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
შალვა რამიშვილი თათია სამხარაძეს სექსუალური შევიწროვებისთვის 2.000 ლარს გადაუხდის – რა გადაწყვიტა სასამართლომ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით შალვა რამიშვილის წინააღმდეგ თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. შალვა რამიშვილს თათია სამხარაძისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. მას 2 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. სასამართლოს დღევანდელ სხდომას არც შალვა რამიშვილი და არც მისი ადვოკატი არ დასწრებიან. საქმის დასაბუთება სამხარაძეს და მის ადვოკატებს ერთი თვის ვადაში ჩაბარდებათ. იურიდიულ დახმარებას სამხარაძეს კავშირი “საფარი” […]
მარიამ კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილზე: “რატომ გაიმეტეს ბავშვი მოსაკლავად თავის ლოგინში?! ვისაც მესიჯებს სწერდა, ის ბიჭი თბილისში, დაცვის სამსახურში მუშაობდა”
პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 19 წლის მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს პანკისში სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს. დაჭრილი ახალგაზრდა ცნობილი ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის ნათესავია, რომელიც სპეცოპერაციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პანკისელის უფლებებსაც იცავს. პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე და ქისტურ ტრადიციებზე მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: მარიამ კუბლაშვილი: – დედაჩემი, მზია მაჩალიკაშვილი და […]
მსახიობ ვასო ფხაკაძეს მანქანა გაუტეხეს
ბაგების დასახლებაში დაცული ტერიტორიის ავტოსადგომზე წუხელ რამდენიმე მანქანა გაძარცვეს, ნაწილი კი დააზიანეს. მათ შორის იყო „კომედი შოუს“ მსახიობის, ვასო ფხაკაძის ავტომანქანა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო ორი თვის განმავლობაში, როცა მისი მანქანა გატეხეს. წყნეთის 24 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამივე მანქანიდან წაღებულია საწვავი. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის საწვავია მოპარული. – ჩემი მანქანაა გატეხილი და კიდევ […]
ვალეში მუშამ ნაქირავები ბინის აბაზანაში თავი ჩამოიხრჩო – 35 წლის მამაკაცი ოჩამჩირიდან დევნილი იყო
ვალეს საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული 35 წლამდე კაცი ნაქირავები სახლის აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. გარდაცვლილი ვალეში სამუშაოდ დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩავიდა და ბინა იქირავა. დამსაქმებლის შპს „ქრისტინე სარაშვილის“ დირექტორის ნუგზარ სარაშვილის თქმით, 35 წლის მამაკაცი დევნილი იყო: „ოჩამჩირიდანაა, სად ცხოვრობდა ვალეში ჩამოსვლამდე, არ ვიცი“. გარდაცვლილი ერთ–ერთი იყო იმ […]
სროლა მიცკევიჩის ქუჩაზე – საქართველოს ბანკი ისევ დააყაჩაღეს
თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრესბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. დამნაშავე ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა, ისმოდა სროლის ხმაც. თავდამსხმელი თანხას ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. თავდასხმის შედეგად ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აუცილებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს – 179-ე, […]
სუსმა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ამირან დ. და ქეთევან დ. დააკავა
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ამირან დ. და ქეთევან დ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები […]
თურქეთში გოჩა (ალი) საგინაძე სუსის ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ 26 დეკემბერს, ტრაბზონის პროვინციაში, ოფის მახლობლად, საქართველოს მოქალაქე გოჩა (ალი) საგინაძე ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. სუს-ის განმარტებით, გოჩა (ალი) საგინაძე არსებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული […]
ზვიად რატიანი: ”ყველაზე დაუნდობლად გავილახე წინასწარი დაკავების იზოლატორში”
– ყველაზე დაუნდობლად წინასწარი დაკავების იზოლატორში გავილახე, – ამის შესახებ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულმა ზვიად რატიანმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ბრალდებულმა პოეტმა ზვიად რატიანმა გათავისუფლების შემდეგ პოლიციელების მხრიდან მისი დაკავებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის დეტალები გაიხსენა. რატიანი ყვება, რომ სამართალდამცველებმა მისი დაკავების შემდეგ დიღმის მასივში მთავარ სამმართველოში მიიყვანეს, სადაც იქ ფიზიკურად გაუსწორდნენ. – […]











